ნაზი ბერიძე
01.02.2024

ნიკა გვარამია „ნაციონალური მოძრაობისგან" გამიჯვნას ცდილობს და არჩევნებში ბრძოლას ახალი პარტიითა და ძველი სახეებით აპირებს. გაერთიანებაში ზურაბ ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და ნიკა მელიას ხედავს, დაწყებული აქვს კონსულტაციებიც. რა პერსპექტივები აქვს ამ ჯერჯერობით ჰიპოთეტურ ალიანსს და რეალურად მოახერხებს თუ არა გვარამია „ნაციონალურ მოძრაობისგან" დისტანცირებას? პოლიტიკის ექსპერტები „რეზონანსთან" ამას ნაკლებად ვარაუდობენ, რადგან ხოშტარიაც, მელიაცა და ჯაფარიძეც „ნაცმოძრაობის წარმოშობის" პოლიტიკოსები არიან.

თამთა ჩაჩანიძე
01.02.2024

საპარლამენტო უმრავლესობაში ეჭვობენ, რომ ოპიზიციას პოლონური სცენარის გამეორება სურს, როცა არჩევნებში მმართველმა პარტიამ ყველაზე მეტი ხმა აიღო, თუმცა, საბოლოო ჯამში, ოპოზიციამ მთავრობა ჩამოაყალიბა. რამდენად არის ამის შანსი, ამაზე ექსპერტების მხრიდან  ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები ისმის. როგორც „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ამბობს, სცენარებზე საუბარი წინასაარჩევნოდ უფრო გააქტიურდება, თუმცა კვლევები მოწმობს, რომ ენმ-ს გარდა 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი თითქმის არცერთ მოქმედ პარტიას არა აქვს.

ელზა პაპოშვილი
31.01.2024

პოლონეთში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. როგორც პოლონური მედია წერს, მათ პოლიცია ერთი წლის განმავლობაში ბინების ძარცვას ედავება. მიყენებული ზარალი კი მილიონ ზლოტზე მეტია. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულ ქართველებს პოლონეთის პოლიციამ სულ 48-მდე ბინის ძარცვის ბრალდება წაუყენა. 

მათ მიერ შემუშავებულ ძარცვის სქემას კი პოლიცია ერთი წლის განმავლობაში შიფრავდა. როგორც მედიასთან გამომძიებლები საუბრობენ, მათ ამ სქემების გასახსნელად დიდი სამუშაობის  ჩატარება დასჭირდათ. 

ქეთო გოგოხია
31.01.2024

შუა დერეფანი კიდევ უფრო ფართოვდება. გლობალურმა პროცესებმა მისი როლი განსაკუთრებით გააძლიერა, რაც გაცნობიერებული აქვს ყველა ქვეყანას, ვინც გადაზიდვების რუკაზე უსაფრთხო გზებს ეძებს. თამამად შეიძლება თქმა, რომ უკვე მთელი შუა აზია ერთვება შუა დერეფანში და ძალიან დიდია ინტერესი ევროპიდანაც, რაც საბოლოოდ უზარმაზარი მოცულობის ტვირთებს უყრის თავს საქართველოს პორტებში. ახლა მთავარია, გამოწვევას ქვეყანა ღირსეულად გაუმკლავდეს.

გვანცა წულაია
31.01.2024

საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე სიტუაცია ნელ-ნელა ჩვეულ ჩარჩოს უბრუნდება. მიგრანტების ქვეყნიდან გადინებამ ბინეზე მოთხოვნა შეამცირა, რის შესაბამისადაც, იკლებს ფასები, თუმცა, მიუხედვად ამისა, საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი რეგიონში მაინც უძვირესია, იმდენად, რომ ჩამოსული მიგრანტები სხვა ქვეყნებში არჩევვენ გადასვლას.

ელზა პაპოშვილი
31.01.2024

ომში მყოფი უკრაინისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია რა გადაწყვეტილებას მიიღებენ 1-ელ თებერვალს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები ბრიუსელში. ისინი სამიტზე იკრიბებიან, სადაც უნდა გაირკვეს 50-მილიარდიანი დახმარების პაკეტის საკითხი. 

ნაზი ბერიძე
31.01.2024

ისრაელი "ათასობით ტერორისტს" არ გაათავისუფლებს. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის კომენტარი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა, რომლის თანახმადაც ისრაელი „ჰამასთან" მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას განიხილავს, რომელიც, ასევე, მოიცავს ომში გრძელვადიან პაუზასა და ისრაელის მიერ ტყვედ აყვანილი მებრძოლების დიდი რაოდენობით გათავისუფლებას.

თამთა ჩაჩანიძე
31.01.2024

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მიაჩნიათ, რომ ოპოზიციონერები ენმ-სგან დისტანცირებას ცდილობენ, მათ შორის საუბარი აქვთ, ენმ-ს ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიაზე და „მთავარი არხის" დამფუძნებელ ნიკა გვარამიაზე, რომლებიც თებერვალში ახალი პარტიის შექმნას აანონსებენ.

ნაზი ბერიძე
31.01.2024

აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა უილიამ ბერნსმა განმარტა, თუ რატომ არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი შეერთებული შტატებისთვის უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე. „წარმატების გასაღები უკრაინისთვის დასავლური დახმარების შენარჩუნებაშია - ამ გადამწყვეტ მომენტში კონფლიქტისგან განზე გადგომა და უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტა შეერთებული შტატებისთვის ისტორიული მასშტაბის ავტოგოლი იქნება,"- თქვა ბერნსმა.

თამთა ჩაჩანიძე
31.01.2024

სამთავრობო და „ოცნების" პარტიული ცვლილებები კვლავ აქტუალური თემაა - 1-ელ თებერვალს მმართველი პარტიის ოფისში პარტიული ყრილობა გაიმართება, სადაც ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ, ასევე, პოლიტსაბჭოს სხდომაზე წარმოდგენილი იქნება პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა. შემდეგ პროცედურა საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს და როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, დიდი ალბათობით მომავალ კვირის განმავლობაში მთავრობა სრულად დაკომპლექტდება.

თამთა ჩაჩანიძე
30.01.2024

ევროკავშირის 1-ლი თებერვლის საგანგებო სამიტის წინ, სადაც უკრაინისთის 50 მილიარდი ევროს დახმარების საკითხი უნდა დადგეს, გამოიკვეთა კონტურები, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი. მოლოდინი პოზიტიურია და ამას ორშაბათს კიევში უნგრეთი საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტიც აძლიერებს. აშშ-ის მხრიდან უკრაინის დახმარების საკითხი კვლავ გაურკვეველია და ამ პრობლემაზე აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უფროსი უილიამ ბერნსი „Foreign Affairs"-ში გამოქვეყნებულ წერილში წერს. რას გადაწყვეტს ხუთშაბათს ევროკავშირი და როგორია იმის შანსი, რომ უკრაინის დახმარების საკითხი აშშ-ის კონგრესშიც დაიძრას მკვდარი წერილიდან?

ელზა პაპოშვილი
30.01.2024

მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 1-ლ თებერვალს დაგეგმილ „ქართული ოცნების“ ყრილობაზე ოფიციალურად დაასახელებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს. მომავალ კვირას კი პარლამენტი უკვე ახალ მთავრობას დაამტკიცებს. ახლა მთავარი კითხვა ისაა, თუ რა კონკრეტული ცვლილებები იქნება მთავრობაში და რამდენად თავისუფალი იქნება მომავალი პრემიერი ირაკლი კობახიძე მინისტრების შერჩევისას.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×