თამთა ჩაჩანიძე 02.02.2024

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ „იმედისმომცემი" უწოდა პრემიერობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის პირველ განცხადებას, რომ მომავალი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება ევროკომისიის 9 რეკომენდაციის შესრულება, რათა ყველაფერი გაკეთდეს მოლაპარაკების ეტაპის დაწყებისთვის.
|
ნაზი ბერიძე 02.02.2024

„სომხეთს აღარ შეუძლია სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარება და თავდაცვის კავშირების დამყარება მხოლოდ რუსეთთან, როგორც ეს ადრე იყო", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის საზოგადოებრივ რადიოსთან ინტერვიუში. როგორც ანალიტიკოსები„რეზონანსთან" ამბობენ, ყარაბაღის ამბების გამო რუსეთზე განაწყენებული სომხეთი რუსეთისგან დისტანცირებას და დასავლეთთან დაახლოებას ცდილობს.
|
თამთა ჩაჩანიძე 02.02.2024

გახარიას პარტიამ ბოლო პერიოდში კრიტიკა გაამწვავა ერთდროულად, როგორც ენმ-ს, ისე „ოცნების" მისამართით - ამბობენ, რომ მათი მიზანია 2024 წლის არჩევნებზე "ნაცმოძრაობამ" თავის განაყოფებიან, დანაყოფებიან, მარტივ მამრავლებიანად, ისევე როგორც "ოცნებამ" თავის სატელიტებიანად, ერთად ჯამში 50%-ზე ნაკლები აიღონ".
|
ნაზი ბერიძე 02.02.2024

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას მორიგ განცხადებას უგზავნის, სადაც იქადნის, რომ საქართველოს ოლიგარქისგან დაიხსნის. ამის პარალელურად, „ნაციონალურ მოძრაობაში" არ გამორიცხავენ, რომ სააკაშვილის პარტიის მმართველობაში უშუალოდ ჩაებას და მას უხელმძღვანელოს. სამაგიეროდ ამას გამორიცხავენ ექსპერტები, რომლებსაც „რეზონანსი" ესაუბრა, რადგან სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და იურიდიულად უბრალოდ არ ექნება არა მარტო პარტიის ლიდერობის, არამედ წევრობის უფლებაც. თუმცა სხვა საკითხია, რამდენად შეჰმატებს მისი ქარიზმა პარტიას დინამიურობას...
|
თამთა ჩაჩანიძე 02.02.2024

„ოცნებას" მოლოდინი აქვს, რომ პარლამენტის მიერ პრემიერისა და მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების მერე, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრემიერის დანიშვნას შეიძლება ხელი არ მოაწეროს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ პრეზიდენტის მხრიდან ეს ნაბიჯი ნაკლებად მოსალოდნელია, თუმცა რისკები მაინც არსებობს და მმართველი პარტიის განცხადებაც პრევენციული ხასიათისაა.
|
თამთა ჩაჩანიძე 01.02.2024

„ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომის შედეგი ცნობილია - დელეგატებმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინეს, რის შემდეგაც პარტიულ ყრილობაზე მთავრობის ყოფილი მეთაური ირაკლი რაღიბაშვილი პარტიის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩა. შეკრება სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში" 1-ელ თებერვალს შედგა, რასაც „ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.
|
ელზა პაპოშვილი 01.02.2024

მძიმე დანაშაული თბილისში, სადაც მეზობელმა მეზობელი ეზოდან რამდენიმე გასროლით მოკლა. როგორც ირკვევა, 78 წლის მამაკაცი, მისავე შუახნის მეზობელმა გამოასალმა სიცოცხლეს.
თბილისის აეროპორტის დასახლებაში პენსიონერს მეზობელმა მაშინ ესროლა, როცა ის ეზოშიცოლთან ერთად სეირნობდა. მოხუცი ადგილზე გარდაიცვალა. ადგილობრივები მკვლელობის მოტივად მამაკაცის მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობას ასახელებენ. მათი თქმით, მოკლულსა და ბრალდებულს შორის რაიმე კონფლიქტი არ არსებობდა, ამიტომ მკვლელობის მოტივად მისი მძიმე ფსიქიკური მდგომარეობა სახელდება.
|
ელზა პაპოშვილი 01.02.2024

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა. ასევე პარტიის თავმჯდომარე „ოცნების“ მე-8 ყრილობაზე ირაკლი ღარიბაშვილი აირჩიეს. ყრილობას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა, რომელიც სიტყვით არ გამოსულა. როგორც ირაკლი კობახიძემ თქვა, დღის წესრიგი წინასწარ შეთანხმდა და ივანიშვილის სურვილი იყო, რომ კომენტარს არ გააკეთებდა.
|
ირმა ჩიტაია 01.02.2024

საქართველოს დერეფანში სხვადახვა კატეგორიის ენერგორესურსების გატარებაზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. გაზის ტრანზიტს ამ მხრივ ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უჭირავს, რაც ოფიციალური კვლევითაც დადასტურდა. რაც მთავარია, მოთხოვნაც და მიწოდებაც მომავალ წლებში კიდევ მოიმატებს, მთავარია ქვეყანა და მასზე გამავალი ინფრასტრუქტურა მზად იყოს მის დასაკმაყოფილებლად.
|
გვანცა წულაია 01.02.2024

ირაკლი კობახიძე საქართველო პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ოფიციალურად უკვე წარდგენილია. ახლა მხოლოდ შესაბამისი პროცედურების გავლაა საჭირო პარლამენტში, რის შემდეგაც ქვეყანას მთავრობის ახალი მეთაური ეყოლება. ირაკლი ღარიბაშივილი კი, როგორც ცნობილია, სწორედ მას შეცვლის `ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოსტზე. ახლა როცა მთავრობის ცვლილებები გაირკვა, საინტერესოა, რა მოლოდინი აქვს ბიზნესს და ეკონომისტებს ქვეყნის პირველი პირისგან.
|
ნაზი ბერიძე 01.02.2024

უკრაინის წარუმატებელი კონტრშეტევიდან გამომდინარე, ბოლო დროს მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოკითხვებით ქვეყნის ყველზე პოპულარული საჯარო ფიგურის, გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლებას აპირებს. ეს ცნობები უკვე რამდენიმე თვეა ვრცელდება, თუმცა ბოლო დღეებში ნამდვილი ისტერიის სახე მიიღო და ამაზე ინფორმაციას უკვე გავლენიანი დასავლური გამოცემებიც ავრცელებენ.
|
თამთა ჩაჩანიძე 01.02.2024

მწერალი ლაშა ბუღაძე „ფორმულას" უპირისპირდება, ის უპასუხისმგებლოს უწოდებს ტელეკომპანიის საგანგებო განცხადებას, სადაც მენეჯმენტი იმ მიზეზებს ხსნის, რის გამოც დაიხურა გასართობი გადაცემები. „ფორმულა" თებერვლისა და მარტის განმავლობაში ფორმატს შეიცვლის და მიმდინარე სატელევიზიო სეზონზე მთლიანად გახდება საინფორმაციო-ანალიტიკური შინაარსის, რეორგანიზაციის მიზეზად არხი ფინანსურ საკითხებს და ქვეყანაში მედიის მიმართ მოქმედ რეგულაციებს ასახელებს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|