ქეთო გოგოხია
11.12.2023

საქართველოში ინტერნეტის ტარიფები გაუმართლებლად ძვირია. პრობლემა განსაკუთრებით იგრძნობა დედაქალაქში, სადაც მომსახურებას მსხვილი კომპანიები ეწევიან. ამ მხრივ საპირისპირო მოცემულობაა რეგიონებში, სადაც დემპინგის ფაქტებზეც კი ჩნდება ეჭვი, თუმცა ოფიციალურად მისი არსებობა ჯერჯერობით ვერ დასტურდება. ფაქტია, რომ ზოგადი სიტუაცია არის მძიმე და ინტერნეტის გადასახადი ტვირთია მომხმარებლებისთვის, განსაკუთრებით იურიდიული პირებისთვის.

თამთა ჩაჩანიძე
11.12.2023

ქართულ პოლიტიკურ რეალობაში პოლიტიკური დებატები იშვიათი მოვლენა გახდა, ამის ადგილი მხოლოდ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზია და ძირითადად მაშინ ხდება, როცა მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში ანგარიშს წარადგენს, თუმცა, როგორც ანალიტიკსოები ამბობენ, ესეც არაა სრულყოფილი, რადგან ხშირად ოპოზიციის დიდი ნაწილი მთავრობას ბოიკოტს უცხადებს და დარბაზში არ ზის.

ელზა პაპოშვილი
11.12.2023

პოლიცია ამ დრომდე ეძებს 6 დამნაშავეს, რომლებმაც ფონიჭალიდან, ყაჩაღურად, სახლში შევარდნით 16 წლის მოზარდი გაიტაცეს. ულდუზ ბასაევა სახლიდან ცოლად მოყვანის მიზნით, მისმა ე.წ. საქმრომ  გაიტაცა. გოგონას ოჯახი დახმარებას ითხოვს და ამბობენ, რომ სასიძო რუსთის მოქალაქეა და შესაძლოა მოზარდის ქვეყნიდან გაყვანას შეეცადოს. 

ელზა პაპოშვილი
11.12.2023

გადაიღალა თუ არ დასავლეთი უკრაინის ომით და ჩავარდნილი კონტრშეტევის შემდეგ გამწვავდა თუ არა შიდა პოლიტიკური სიტუაცია უკრაინაში - ამ კითხვებს დასავლური მედია სულ უფრო ხშირად სვამს და ღიად ალაპარაკდნენ იმაზე, რომ  პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის არმიის სარდალ ვალერი ზალუჟნის შორის დაძაბული ურთიერთობაა. 

თამთა ჩაჩანიძე
11.12.2023

„ნაცმოძრაობა" კვლავ გაყოფა-დაშლის პროცესშია - პარტიაში ბრძოლის გაგრძელებაზე უარი თქვეს ცნობილმა სახეებმაც, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ „ახალი მოძრაობის დროა". რაიონული ორგანიზაციის წევრების მნიშვნალოვანი ნაწილიც პოლიტიკურ მომავალს ნიკა მელიასთან ერთად ხედავს. როგორც ანალიტიკსოები აცხადებენ, ამ მოცემულობით, მელიას ფრთა ენმ-ს ამომრჩევლის დაახლოებით 30%-ს წაიყვანს, რაც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახოს.

ნაზი ბერიძე
11.12.2023

რა შეიცვლება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ და რა კონკრეტული სიკეთეები უნდა მოუტანოს ამან ქვეყანას და მის მოქალაქეებს - ექსპერტები პირველ რიგში ეკონომიკური მხარდაჭერის გაძლიერებას აანონსებენ და ამახვილებენ ყურადღებას სტატუსის გეოპოლიტიკურ და სტრატეგიული მნიშვნელობაზე როგორც ევროკავშირისთვის, ასევე საქართველოსთვის.

ნაზი ბერიძე
11.12.2023

წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებულად აქტუალური ხდება ის, თუ რა მოლოდინები აქვს ამომრჩევენს პოლიტიკური პარტიების მიმართ და რა მოთხოვნებს უყენებენ მათ - რა ტიპის პოლიტიკაზე, ან პოლიტიკურ ლიდერებზეა დაკვეთა. დღმდე საქართველოში ჩატარებული ყველა გამოკვლევა ადასტურებს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ჯერ კიდევ გადაუწყვეტელი ამომრჩეველია.

თამთა ჩაჩანიძე
10.12.2023

უახლოეს დღეებში ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება გამოცხადდება გაფართოებასთან დაკავშირებით. ევროკავშირის წვერებს 2-3 დღე დარჩათ, რათა უნგრეთი დაარწმუნონ, რომ დათანხმდეს უკრაინასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას. ამას კი საქართველოსათვის შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. თუმცა, არსებობს იმის ალბათობაც, რომ საქართველოს საკითხი არ იყოს მიბმული უკრაინაზე.

ელზა პაპოშვილი
10.12.2023

მძიმე დანაშაული ციხისძირში, სადაც თურქეთის მოქალაქეები ფიგურირებენ - გამოძიების მასალებით, ახალგაზრდა თურქ მამაკაცს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, შემდეგ თოკით დააბეს, სასტიკად სცემეს და ღირსების შემლახავი ვიდეო გადაუღეს. დანაშაულში ბრალდებული ორი მამაკაცია, რომლებიც ასევე თურქეთის მოქალაქეები არიან. 

ელზა პაპოშვილი
09.12.2023

პარტიის მოქმედ მენეჯმენტთან თითქმის ათთვიანი უთანხმოება, ყოფილი თავმჯდომარისთვის „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასვლით დასრულდა. ხანგრძლივი დუმილი ნიკა მელიამ პარასკევს საღამოს დაარღვია და თქვა, რომ პარტიიდან მიდის და თან თანამოაზრეებიც მიჰყავს. გეგმა უკვე არსებობს - დაანონსებულია ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნა, რომელიც ნიკა მელიას გუნდის წარმომადგენელთა თქმით, ჩრდილოვანი მმართველობისგან თავისუფალი იქნება. 

ნაზი ბერიძე
09.12.2023

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ინალ არძინბა არასოდეს მალავდა თავის ნეგატიურ განწყობას აფხაზეთში მოქმედი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ გასულ კვირას კი მან პირდაპირ აკრძალა აშშ-ის განვითარების სააგენტო (იუესეიდი) და მის მიერ დაფინანსებული პროექტები. რა გავლენა მოახდინა ამ გადაწყვეტილებაზე აფხაზეთში ცნობილი რუსი პროპაგანდისტისა და ტელეკომპანია :რაშა თუდეის" ხელმძღვანელის, მარგარიტა სიმონიანის სტუმრობამ და საბოლოო ჯამში რას მოუტანს ეს აფხაზეთს?

ნაზი ბერიძე
09.12.2023

როგორ იმოქმედა „ნაცმოძრაობაში" მიმდინარე პროცესებმა სააკაშვილის იმიჯზე და საერთოდ, ვიოს მხარესაა ექსპრეზიდენტი ამ დაპირისპირებაში? ანალიტიკოსთა შეფასებით, ის „ნაციონალურ მოძრაობაში" რჩება, რაც ნიშნავს, რომ ლევან ხაბეიშვილის მომხრეა, თუმცა, რადგანაც არც ხაბეიშვილი და არც ნიკა მელია მისი ფავორიტებიო არ არიან, მიმდინარე პროცესებში სააკაშვილის ნეიტრალიტეტიც ლოგიკურია. თუმცა, ის ფაქტი, რომ ექსპრეზიდენტის ინიცირებულმა ერთობის მანიფესტმა სრული კრახი განიცადა, სააკაშვილის იმიჯს სერიოზულად აზიანებს და აჩვენებს, რომ პარტიაზე მისი გავლენა მნიშვნელოვნად შემცირებულია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×