თამთა ჩაჩანიძე
14.12.2023

ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი აცხადებს, რომ ახალი აპარატურით ამომრჩევლის დუბლირება, მრავალჯერადი ხმის მიცემა წარმოუდგენელია, საარჩევნო მოხელეების არაკეთილსინდისიერებაზე საუბარი კი, როცა კომისიები ჯერ არ დაკომპლექტებულა, „არაპროფესიონალურია". „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას" (ისფედს) და ოპოზიციას კი კითხვები აქვს არსებული ელექტრონული ტექნოლოგიით არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.

ნაზი ბერიძე
14.12.2023

რაც უფრო შორდება პრეზიდენტი ერთ დროს მის მხარდამჭერ „ქართულ ოცნებას", მით უფრო აქტიურდება მასზე წნეხი სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით. თუმცა ერთ დროს წარმოთქმული „არა და არასოდეს" მას მძიმე დილემის წინაშე აყენებს. „მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ განმიცხადებია. მე არ ვაკეთებ კომენტარებს შეწყალებასთან დაკავშირებით, თუ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვიწყალებ," - ეს არის სალომე ზურაბიშვილის ბოლო კომენტარი ექსპრეზიდენტის შეწყალებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

ელზა პაპოშვილი
14.12.2023

ოპოზიციურ ფლანგზე წინასაარჩევნო გადაჯგუფებებისთვის ემზადებიან. ხელისუფლების ოპონენტები მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის ფორმებზე იწყებენ ფიქრს. უკვე გამოიკვეთა, რომ მთელი ოპოზიციის გაერთიანება ამჯერადაც ვერ მოხერხდება - თანამშრომლობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზება „სტრატეგია აღმაშენებლის“ გარდა ყველამ უპასუხოდ დატოვა. 

ნაზი ბერიძე
14.12.2023

დამასკოში გამართულ შეხვედრაზე სირიის პრეზიდენტი და პუტინის მეგობარი ბაშარ ალ-ასადი აფხაზეთის დე ფაქტო საგარეოს საქმეთა მინისტრ დაპირდა, რომ არაბულ ქვეყნებში აფხაზეთის აღიარებისთვის ლობირებას განახორციელებს. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ იმის ალბათობა, კიდევ რომელიმე არაბულმა ქვეყანამ აღიაროს სეპარატისტული წარმონაქმნი, ნულს უახლოვდება, თუმცა მომავალში ყველაფერი ახალ გეოპოლიტიკურ კონიუნქტურაზე იქნება დამოკიდებული.

თამთა ჩაჩანიძე
14.12.2023

ნიკა მელია საკუთარი პოლიტიკური გეგმის გასაჯაროებას უახლოეს დღეებში აპირებს და უფრო ნათელი გახდება, ვის ვიხილავთ მის ფრთაში და რა მიმართულებას აირჩევს, თუმცა მისი განცხადების შინაარსით გარკვეული წარმოდგენები იქმნება თუ ვინ შეიძლება იყოს მისი პოტენციური მოკავშირე. ამბობს, რომ: „ნებისმიერი ადამიანი, ვისთვისაც მიუღებელი იქნება პოლიტიკური კორუფცია, ვაჭრობა, ოლიგარქი ივანიშვილი და მოოლიგარქო ტიპაჟი კეზერაშვილი, მის მიერ იქნება განხილული პოტენციურ პოსტ საარჩევნო პარტნიორად".

ქეთო გოგოხია
13.12.2023

უძრავი ქონების ბაზარზე პიკური პერიოდი გავლილია და სექტორი თანდათან ჩვეულ რიტმს უბრუნდება. მართალია, რეზლიზაცია აქტიური აღარ არის და კლების ტენდენციაც აშკარაა, მაგრამ ფასების კუთხით ცვლილება ბაზარს ჯერჯერობით არ ეტყობა. სამომავლოდ კი გამორიცხული არ არის, ბაზარზე ახალი მოთხოვნები გაჩნდეს, რაც სავარაუდოდ, ფასზეც აისახება - ძველ ნიშნულს არ დაუბრუნდება,  მაგრამ შესაძლოა, გასრკვეული კლებაგანიცადოს.

გვანცა წულაია
13.12.2023

საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოლოდინშია. შესაბამისი რეკომენდაცია უკვე გაცემულია. გარდა პოლიტიკურად უმნიშვნელოვანესი ნაბიჯისა, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ბიზნესი მეტად განვითარებას ელის. ითქვა, რომ საქართველოსადმი დაინტერესება გაიზრდება და ინვესტიციების მასშტაბიც ბევრად მოცულობით იქნება, თუმცა კერძო სექტორის განვითარების ამ გზაზე სამუშაო ძალის დეფიციტის გამწვავებაა მოსალოდნელი.

თამთა ჩაჩანიძე
13.12.2023

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტი არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს, ამბობს, რომ „თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, ყველაფერს განიხილავს". ვისთან შეიძლება შეკრას ალიანსი და ჩამოაყალიბებს თუ არა პარტიას პრეზიდენტი, ანალიტიკოსები რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ.

ელზა პაპოშვილი
13.12.2023

პოლონური მედია ლოძის პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ დის მკვლელობაში ბრალდებული 35 წლის ქართველი კაცი საქართველოში იმყოფება. მათივე ცნობით, მას ინტერპოლით ეძებენ. სასტიკი დანაშაული კი 21 ნოემბერს მოხდა, არსებული ინფორმაციით, ქართველი ქალი სასიკვდილოდ მისმა ძმამ გაიმეტა, თუმცა, სასტიკი დანაშაულის მოტივი უცნობია. და-ძმა მარნეულიდან იყვნენ.  

ელზა პაპოშვილი
13.12.2023

ახლა ყველა იმის მოლოდინშია რა გადაწყვეტილებას მიიღებს ახალ წლამდე აშშ-ს სენატი, სადაც საბოლოოდ ცნობილი უნდა გახდეს რესპუბლიკელები დაუჭერენ თუ არა მხარს უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარებას.

 შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად და 14 მილიარდზე მეტი ისრაელისთვის, რომელსაც ომი აქვს გამოცხადებული შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასისთვის“.

თამთა ჩაჩანიძე
13.12.2023

ისტორიულ გადაწყვეტილებამდე საათები რჩება - 15 დეკემბერს ევროპული საბჭო საბოლოოდ გვეტყვის გვეკუთვნის თუ არა კანდიდატის სტატუსი. ქართულ საზოგადოებას, მათ შორის ხელისუფლებას და ოპოზიციას პოზიტიური გადაწყვეტილების იმედი აქვს, იმედოვნებენ, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები სტრატეგიულ და მომავალზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ნაზი ბერიძე
13.12.2023

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არ მინიჭების შემთხვევაში, „რუსეთი ამით ისარგებლებს, საქართველოს ნაცრისფერ ზონად ჩათვლის და ამას პროპაგანდისთვის გამოიყენებს".


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×