თამთა ჩაჩანიძე
05.12.2023

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე 10 დღე რჩება, თუმცა ევროკავშირის შიგნით უკრაინის მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით კონსენსუსი კვლავ არაა - აქტიური წინააღმდეგი კვლავ უნგრეთია, რომელიც ითხოვს, რომ უკრაინის საკითხი 14-15 დეკემბრის სამიტის დღის წესრიგიდან ამოიღონ. ანალიტიკოსთა შეფასებით, სავარაუდოდ სწორედ, ამას უკავშირდება „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის მოულოდნელი ვიზიტი ბუდაპეშტში, რადგან, რამდენიმე სცენართან ერთად, საუბარია იმაზე, რომ, შესაძლოა, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა კვლავ ერთ პაკეტში მოიაზრებოდეს და კიევისთვის უარის თქმა ავტომატურად ნიშნავს უარს თბილისისთვის.

გვანცა წულაია
05.12.2023

ფარმაცევტულ ბაზარზე მიღებულმა გადაწყვეტილებებმა მედიკამენტები გააიაფა, თუმცა ერთგვარი დეფიციტი წარმოქმნა. ამაზე უფრო მეტად გავლენა რეფერენტული ფასების დაწესებამ იმოქმედა, ვიდრე თურქეთის ბაზრის გახსნამ, რადგან იმპორტიორ კომპანიებს გარკვეული კატეგორიის წამლების შესყიდვა და საქართველოში შემოტანა აღარ უღირთ, ფასის ზედა ზღვრის დაწესების გამო.

გვანცა წულაია
05.12.2023

საქართველოში ინფლაცია დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება და უკვე ნულთან ახლოსაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირება უფრო რეალურია, რასაც მიუთითებენ, როგორც ეროვნულ ბანკში, ისე ეკონომიკის სამინისტროში და მათ პოზიციას ფინანსისტებიც იზიარებენ.

ელზა პაპოშვილი
05.12.2023

ჟენევაში, ფაქტობრივად, მიღწეულია შეთანხმება, რომ, 5-წლიანი პაუზის შემდეგ, გალში კონფლიქტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის შეხვედრები აღდგეს. ამის ინიციატორი დე ფაქტო ხელისუფლებაა, რომელიც იმდენადაა მონდომებული, რომ თავადვე იზრუნა იმ მიზეზის აღმოფხვრაზე, რის გამოც 2018 წელს ეს შეხვედრები შეწყდა. რა დგას ამ მონდომების უკან და რა რეალური შედეგები მოყვება გალის შეხვედრების აღდგენას?

ნაზი ბერიძე
05.12.2023

„კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი ირწმუნება, რომ ნიკა მელიას უკან ყოველთვის „ევროპული საქართველოს" ლიდერი და „ნაციონალური მოძრაობიდან" განდგომილი გიგა ბოკერია იდგა. რამდენად რეალურია მელია-ბოკერიას ტანდემი და რამდენად დამაჯერებელია, რომ „ნაციონალურ მოძრაობის" მწვავე კრიზისს გარკვეული თვალსაზრისით ბოკერიას ხელიც ერიოს?

ელზა პაპოშვილი
05.12.2023

საარჩევნო წლის მოახლოებასთან ერთად, აქტუალური ხდება ახალი კოალიციებისა და გაერთიანებების შექმნა ოპოზიციაში. პარტიები ღიად საუბრობენ, ვისთან ისურვებდნენ ალიანსში ყოფნას და რომელი პოლიტიკური ძალაა მათთვის მიუღებელი. წვრილი პარტიის მნიშნელოვანი ნაწილი აქედანვე ემიჯნება როგორც მმართველ პარტიას, ისე „ნაციონალურ მოძრაობას“. რა პერსპექტივა აქვს ასეთ გაერთიანებას და შესაძლებელია თუ არა არჩევნებზე „ოცნების“ დამარცხება ენმ-სთან გარიგების გარეშე?

ნაზი ბერიძე
05.12.2023

ექს-პრემიერი და პარტიის „საქართველოსათვის" ლიდერი გიორგი გახარია ქვეყანაში ელიტური კორუფციის შესახებ ალაპარაკდა. იგი აცხადებს, რომ მილიონები 25 ოჯახის ჯიბეში მიდის და მათ ვინაობას მალე დაასახლებს. გახარია აცხადებს, რომ ასეთი რამ მისი პრემიერობის დროს არ ხდებოდა. კონკრეტულად ვისზე აქვს კომპრომატები ყოფილ პრემიერს და რა მოჰყვება მისგან კონკრეტული გვარების დასახელებას.

ქეთო გოგოხია
04.12.2023

თბილისის აეროპორტის რესურსის ამოწურვა და ახლით ჩანაცვლების აუცილებლობა მთავრობის წარმომადგენლებისა და დარგის სპეციალისტებისთვის ის საკითხია, რაზეც ორი აზრი, ფაქტობრივად, არ არსებობს. ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტის პერსპექტივას მხარეები განსხვავებულად ხედავენ. სახელისიუფლო სტრუქტურებში კვლევითი სამუშაოები დაწყებულია და მალე გაეცემა პასუხი კითხვას, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ბიზნესისა და მათი კოორდინაცია, ახალი აეროპორტის მშენებლობის პარალელურად.

ქეთო გოგოხია
04.12.2023

კომერციული გაზი ისე გაძვირდა, რომ  რეალურად ამის საფუძველი არ არსებობდა. გლობალურ ბაზრებზე ბუნებრივი აირის ღირებულება არ გაზრდილა, შიდა ბაზარზე კი ინფლაცია თითქმის განულდა და ლარიც ან სტაბილურია ან მყარდება. იმის გამო, რომ სექტორი დერეგულირებულია, კომპანიებს აბსოლუტური თავისუფლება აქვთ და გადასახადს ზრდიან, რაც, თავის მხრივ, ადგილობრივ პროდუქციაზე ფასების მატებას გამოიწვევს და გაძვირდება ყველა მიმართულება, სადაც გაზის კომპონენტი მნიშვნელოვანია.

გვანცა წულაია
04.12.2023

ლარის კურსი  წლის ბოლომდე სტაბილური იქნება, ახალი წლიდან კი ნელი ტემპით გამყარდება. ასეთია ეკონომისტთა ნაწილის პროგნოზი, რაც ერთი მხრივ არჩევნების მოახლოებას და ეროვნული ბანკის ბოლო გადაწყვეტილებას უკავშირდება. ამასთან ერთად, ქვეყანაში არანაირი ნიშანი არ იკვეთება იმისა, რომ გაცვლით კურსს რაიმე საფრთხე დაემუქროს და სიტუაცია საპირისპიროდ შეტრიალდეს.

თამთა ჩაჩანიძე
04.12.2023

ევროკომისიის 9 პუნქტთან დაკავშირებული „ქართული ოცნების" სამოქმედო გეგმის გამოქვეყნება კვლავ ჭიანურდება, თუმცა, მმართველი პარტია ამბობს, რომ „ყველასთვის კარი ღიაა" რეკომენდაციების შესრულების პროცესში. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ დიდი ალბათობით იგივე სცენარს ვიხილავთ, რაც თავის დროზე ევროკომისიის 12 რეკომენდაციასთან მიმართებაში მოხდა. თუმცაღა, არც იმას გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ოპოზიციამ სტრატეგია შეცვალოს და „ოცნებასთან" თანამშრომლობისკენ ნაბიჯები გადადგას.

ელზა პაპოშვილი
04.12.2023

თბილისში ვორონცოვზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლის და კიდევ ერთი პირის დაჭრის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე დაკავებულია 39 წლის მამაკაცი. როგორც ცნობილი ხდება, სისხლიანი გარჩევა ბიზნეს-წილების გამო მოხდა. 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×