ნაზი ბერიძე 15.08.2023

ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის" საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს. ანალიტიკოსები მათ არგუმენტებს არადამაჯერებლად მიიჩნევენ და ფიქრობენ, რომ კომისიის შექმნა ამ საკითხის კიდევ უფრო მეტად პოლიტიზირებას არ გამოიწვევს. გახარიას ეს გადაწყვეტილება კი, შესაძლოა, მის მიერ არჩეულ სტრატეგიას უკავშირდებოდეს - იგი ემიჯნება „ქართულ ოცნებსაც" და „ნაციონალურ მოძრაობასაც" და პოზიციონირებს როგორც ყველასგან დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა.
|
ელზა პაპოშვილი 15.08.2023

წამება და ყაჩაღობა დიღმის მასივში - ახალგაზრდა ქალი მეგობარ მამაკაცს ცემაში, წამებაში და დაყაჩაღებაში ადანაშაულებს. ქალი ამბობს, რომ მამაკაცი, რომელიც სოციალური ქსელით გაიცნო, მასთან ნდობაში შევიდა და სახლშიც რამდენჯერმე ესტუმრა. ამის შემდეგ კი, ბოლო ვიზიტის დროს, ნაქირავებელ ბინაში მეგობარი ქალი ჯერ საცემა, შემდეგ წებოვანი ლენტით დააბა, ფულს სთხოვდა და მოკვლით ემუქრებოდა.
|
ნაზი ბერიძე 15.08.2023

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ მოექცა საყოველთაო ყურადღების ცენტრში. საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში მკვეთრი უკმაყოფილება გამოიწვია მისმა განცხადებამ, რომ შოვში, სტიქიის დროს გადარჩენილი ერთ-ერთი მოქალაქის, დავით ჯელაძის მიერ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში მოყვანილი დეტალები გასარკვევი და გადასამოწმებელია.
|
ელზა პაპოშვილი 14.08.2023

იტალიაში, ნაგავსაყრელზე ახალშობილი იპოვეს და იტალური მედიის ინფორმაციით, მისი მშობლები ქართველები არიან. როგორც მედიაში გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, ჩვილი ნაგავსაყრელზე ქალმა იპოვა, რომელიც ძაღლს ასეირნებდა. სწორედ ძაღლის დახმარებით მოხდა ბავშვის აღმოჩენა, რის შემდეგაც მისმა პატრონმა პოლიციაში დარეკა. თვითმხილველები ყვებიან, რომ ახლაშობილს ჭიპლარი ახალი მოჭრილი ჰქონდა და ის რამდენიმე საათის დაბადებული უნდა ყოფილიყო.
|
ქეთო გოგოხია 14.08.2023

თანამედროვე ტექნიკის გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს დიდ რისკს უქმნის. დღეს ადამიანი კომპიუტერისა და მობილურის გარეშე ძნელად წარმოსადგენია, მაგრამ მათი ინტენსიური მოხმარება იწვევს მძიმე შედეგს, რაზეც უცხოელი და ქართველი მკვლევარები სულ უფრო ხშირად საუბრობენ. მით უმეტეს რთულია მდგომარეობა ბავშვებში, რომლებიც მობილურთან თანაცხოვრებას ადრეულ ასაკში ეჩვევიან.
|
ელზა პაპოშვილი 14.08.2023

„ეს არის ომის გადატანის მცდელობა რუსეთის ტერიტორიაზე,“ - ასეთია საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსის და გენერალ-მაიორის ვახტანგ კაპანაძის შეფასება მოსკოვში და მის გარეუბნებში კამიკაძე დრონების ბოლო თავდასხმებზე. მისი აზრით, უკრაინამ ბრძოლის ტაქტიკა შეცვალა და თავისივე წარმოებული დრონების მეშვეობით რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმები დაიწყო. მისი აზრით, ეს არის ფსიქოლოგიური წნეხის ერთ-ერთი საშუალება, რომლითაც რუსეთის მოსახლეობას სურთ აჩვეენონ, რა შედეგი მოაქვს ომს.
|
ნაზი ბერიძე 14.08.2023

რა შანსი აქვს საქართველოს მიაღწიოს დეოკუპაციას და ისტორიული სამართლიანობის აღდგენას - რა სახის გეოპოლიტიკურმა ცვლილებებმა უნდა შეუწყოს ამას ხელი.
|
თიკა სიბოშვილი 14.08.2023

მსოფლიოში ძირითად სასურსათო პროდუქტებზე ფასი ისევ მაღლა დაიძრა. სიძვირე დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა, რის მოგვარებაზე და დარეგულირებაზე მუდმივად მუშაობენ საერთაშორისო დონეზე, თუმცა შედეგი სახარბიელო არ არის. ჩვენი ქვეყანა ძირითადად იმპორტდამოკიდებულია, ამიტომაც ყოველი საფასო რყევა საფრთხის შემცველია. რა ელის საქართველოს შემოდგომა-ზამთრის პერიოდში და აისახება თუ არა მსოფლიო ტენდენცია პირველადი მოხმარების პროდუქტების ღირებულებაზე?
|
ნაზი ბერიძე 14.08.2023

14 აგვისტოს სტიქიის ზონაში, კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს. ჯამში, დაღუპულთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა. შოვის ტრაგედიიდან 12 დღის შემდეგ სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება. შესამოწმებელი ტერტორიის 26%-ია დარჩენილი. ხელისუფლება ძიებას ახანგრძლივებს, ვიდრე არის თეორიული შანსი ვინმე დაკარგული იპოვონ, ოპოზიციის მხრიდან კი კვლავ კრიტიკა ისმის.
|
თამთა ჩაჩანიძე 13.08.2023

ფრონტზე შესაძლოა მალე დიდი ცვლილებები ვიხილოთ. უკრაინელი მებრძოლები დნეპრის ფორსირებისთვის ემზადებიან, ხერსონთან მდინარის მარცხენა სანაპიროზე პოზიციები დაიკავეს და პლაცდარმის შესაქმნელად მოქმედებებს აგრძელებენ. ამის პარალელურად რუსები ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის მიმართულებით ძალების თავმოყრას ცდილობენ და აანონსებენ, რომ ამ ქალაქისათვის ბრძოლა იქნება ამ ომის ისეთივე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ეპიზოდი, როგორიც იყო ბრძოლა მარიუპოლისა და ბახმუტისათვის.
|
ელზა პაპოშვილი 13.08.2023

ერთ კვირაზე მეტი გავიდა, რაც შოვში უმძიმესი ტრაგედია მოხდა და კვლავ ისმება კითხვები - შესაძლებელი იყო თუ არა ამ სტიქიის თავიდან აცილება. ადგილზე დაახლოებით, 2 მილიონ კუბამეტრზე მეტი მიწის მასაა ჩამოშლილი. ამ ეტაპზე 24 ადამინის ცხედარია ნაპოვნი, ხოლო 9 დაკარგულს კვლავ ეძებენ.
|
თამთა ჩაჩანიძე 13.08.2023

ოპოზიციამ ხალხს უნდა აუხსნას, თუ თავად რითია მოქმედ ხელისუფლებაზე უკეთესი, თორემ მხოლოდ „ქართული ოცნების" კრიტიკით მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებზე წარმატებას ვერ მიაღწევს. ამის შესახებ „რეზონანსთან" ყოფილმა სახელწიფო მინისტრმა და კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა იმაზე საუბრისას, თუ რა პოლიტიკურ პროცესებს უნდა ველოდოთ შემოდგომაზე, „პოლიტიკური არდადეგების" დასრულების შემდეგ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|