თამთა ჩაჩანიძე 07.08.2023

რაჭის ტრაგედიიდან სამ დღეში, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ პირველადი დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ 3 აგვისტოს მყისიერად განვითარებული სტიქიური მოვლენის ფორმირება მრავალ ფაქტორზე იყო დამოკიდებული და მთელ მსოფლიოში ამ ტიპის მოვლენების ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია. როგორც დოკუმეტში წერია, სტიქიის ჩასახვა-გააქტიურების ზონიდან შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე ღვარცოფულ ნაკადს, წინასწარი გათვლებით, სავარაუდოდ, 8-10 წუთში უნდა მიეღწია.
|
ნაზი ბერიძე 06.08.2023

შოვში, სტიქიის ზონაში, მაშველებმა სამძებრო-სამაშველო სამუშაოების რადიუსი ათ კილომეტრამდე გააფართოვეს. გუშინ საღამოსთვის ისინი მდინარის ნაპირებზე ახორციელებენ სამძებრო სამუშაოებს. ამავე დროისთვის ოფიციალურად დაღუპული იყო 18 ადამიანი, კიდევ 17-ს ეძებდნენ. სულ სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. ორშაბათი მთელ საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
|
ნაზი ბერიძე 06.08.2023
რამდენიმე დღის წინ გავლენიან სამეცნიერო ჟურნალ „ნეიჩერზში" გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გლობალური კლიმატის ცვლილებით გამოწვეულმა ყინულის დნობამ არქტიკასა და, განსაკუთრებით, გრენლანდიაში 2025 წლისთვის შეიძლება ჩრდილოეთ ატლანტიკაში დინების გაქრობა გამოიწვიოს, რასაც კატასტროფული შედეგი მოჰყვება ევროპისა და ჩრდილოეთი ამერიკის კონტინენტისთვის.
|
ნაზი ბერიძე 06.08.2023

ბოლო ოფიციალური ცნობებით, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. შოვში სამაშველო ღონისძიება უწყვეტ რეჟიმში გრძელდება, რაშიც მონაწილეობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე- მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, კინოლოგები, სპეცტექნიკა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და ასევე თავდაცვის სამინისტროს ძალებიც მონაწილეობენ სამაშველო ოპერაციაში.
|
თამთა ჩაჩანიძე 05.08.2023

სამწუხაროდ, სერიოზული საფრთხის წინაშე თელავია. საფრთხის ქვეშაა ახმეტა, ბაკურციხე, კისისხევი, წინანდალი და სხვა დასახლებები. ტყის ეროვნულმა აღრიცხვამ აჩვენა, რომ ტყეების დაახლოებით 30% ეროზირებულია. მდინარეთა აუზებს თავიანთი ბუნებრივი ჰიდროლოგიური რეჟიმი აქვთ დაკარგული. საფრთხეა, რომ ასეთი სტიქია ბევრგან განვითარდეს - ამის შესახებ „რეზონანსთან" კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის (CENN) გარემოსდაცვითი პროგრამების კოორდინატორმა რეზო გეთიაშვილმა განაცხადა.
|
თამთა ჩაჩანიძე 05.08.2023

ვლადიმერ პუტინს იმედი აქვს, რომ 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი ან სხვა რესპუბლიკელი კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც უკრაინას აქტიურად აღარ დაეხმარება, შედეგად კი რუსეთის პოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან გამყარდება - ამ სცენარზე სი-ენ-ენი თავის ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს. როგორც სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსს" ეუბნება, ეს სცენარი რეალისტურია, რადგან დღეს ჩანს, რომ საომარი მოქმედებები მინიმუმ ორი წელი მაინც გაიწელება.
|
თამთა ჩაჩანიძე 05.08.2023

რაჭაში მომხდარმა ტრაგედიამ სამაშველო ვერტმფრენებზე დისკუსია განაახლა, ოპოზიცია პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და აცხადებს, რომ თანამედროვე ტექნიკის პირობებში ნაკლები მსხვერპლი იქნებოდა. ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ოპოზიციონერები ტრაგედიაზე სპეკულირებენ და ნაადრევად დასკვნების გამოტანისგან თავის შეკავებას ურჩევს.
|
ნაზი ბერიძე 04.08.2023

რაჭის ტრაგედიის გამო მეგობარი ქვეყნები საქართველოს სამძიმარს უცხადებენ და დახმარებას ჰპირდებიან, თუმცა მთავრობაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მეზობელი ქვეყნების დახმარების საჭიროება არ არის. სამძიმრისა და დახმარების შეთავაზების გზავნილები გრძელდება.
|
თამთა ჩაჩანიძე 04.08.2023

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა, 30-მდე ადამიანს ჯერ კიდევ ვერ პოულობენ, რომელთა შორის ბავშვებიც არიან, სამაშველო სამუშაოებში ჩართულია ავიაცია, 400-ზე მეტი მაშველი და თავდაცვის ძალები. ადგილზე სიტუაცია მძიმეა, იმ ადამიანების ოჯახის წევრები, ვისთანაც დაკონტაქტება ვერ ხერხდება, სტიქიის ეპიცენტრში შესვლას და შველას ითხოვენ.
|
თამთა ჩაჩანიძე 04.08.2023

ასეთი კატაკლიზმები, ტრაგედიები, სტიქიები ყველა ქვეყანაში ხდება. საუბარი, რომ ამის არიდება შეიძლებოდა, მგონი არასერიოზულია, ასეთ მძიმე წუთებში ყველა უნდა გავერთიანდეთ, სოლიდარობა გამოვხატოთ და ვილოცოთ ამ ოჯახებისთვის - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სტიქიის ზონაში განაცხადა, პოზიციის კრიტიკის საპასუხოდ, რომ ამ ტრაგედიის აცილება შეიძლებოდა.
|
ნაზი ბერიძე 04.08.2023

რაჭაში სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი, ნაპოვნია 7 ცხედარი. ბევრ ადამიანს კიდევ ეძებენ. ამ ტრაგედიამ გააჩინა კითხვა, რა საფრთხეები არსებობს საქართველოს ტერიტორიაზე და მოსალოდნელი რისკების თავიდან არიდების რა მექანიზმები შეიძლება შემუშავდეს კლიმატური ცვლილებების ფონზე. ამ კითხვებით „რეზონანსმა" ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები - დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე მიმართა.
|
თამთა ჩაჩანიძე 04.08.2023

სტიქიის ზონაში ვითარება კვლავ მძიმეა. ბოლო მონაცემებით, მსხვერპლი შვიდამდე გაიზარდა, მაშველებმა 200-ზე მეტი სიცოცხლე გადაარჩინეს, მათ შორის არიან ბავშვები, 30 ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შოვის სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბში გამართული თათბირის შემდეგ, ვითარების გასაცნობად უშუალოდ ადგილზე გაემგზავრა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|