ქეთო გოგოხია 17.11.2025

სოფლის მეურნეობის სექტორში ჩართული კომპანიები და ფერმერები უცხოელი კონსულტანტების მომსახურებით ისარგებლებენ. ამის შესაძლებლობას იძლევა სოფლის განვითარების სააგენტოს ტექნიკური დახმარების პროგრამის ახალი მიმართულება - უცხოური ექსპერტების მომსახურების თანადაფინანსება. კონსულტაციების მოიცავს, როგორც პირველადი პროდუქციის წარმოებასთან, ასევე მოსავლის დაბინავებასთან დაკავშირებულ ტექნოლოგიის მიმართულებას.
|
ნატალია ჯვარიძე 16.11.2025

ბოლო პერიოდში დასავლეთის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირები სულ უფრო ხშრად საუბრობენ რუსეთისა და დასავლეთის მოსალოდნელ სამხედრო დაპირისპირებაზე, რომელიც, სავარაუდოდ, 3-4 წელიწადში მოხდება. ზოგიერთის შეფასებით, ახალი დიდი ომი პრაქტიკულად გარდაუვალია. რამდენად რეალისტურია ასეთი პესიმისტური პროგნოზები და შესაძლებელია თუ არა ომის თავიდან აცილება?
|
თამთა ჩაჩანიძე 16.11.2025

ეუთო/ოდირი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, ოქტომბერში დაჩქარებული წესით მიღებული შეკრებისა და მანიფესტაციების კანონში შეტანილი ცვლილებები გააუქმოს. ორგანიზაცია პარასკევს გამოქვეყნებულ თავის „გადაუდებელ მოსაზრებაში” ამბობს, რომ ეს ცვლილებები სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო კონვენციის და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლებს არღვევს და ზედმეტად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას.
|
მარიამ ვეკუა 16.11.2025

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა ხუთშაბათს კარიბის ზღვის აუზში ახალი სამხედრო ოპერაცია „სამხრეთის შუბის“ დაწყების შესახებ განაცხადა, რომლის მიზანიც „ნარკოტერორისტების“ განდგურებაა. ექპერტების აზრით, ეს ყველაფერი ვენესუელასა და მის პრეზიდენტ ნიკოლა მადუროზე ზეწოლისთვის კეთდება. თუმცა, მოყვება თუ არა ვენესუელას ნაპირებთან ამერიკელი სამხედროების ასეთ მობილიზებას სახმელეთო ოპერაციის დაწყება ვენესუელას წინააღმდეგ, ამის თქმა ჯერჯერობით ძნელია.
|
ნატალია ჯვარიძე 16.11.2025

ბოლო დღეებში რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციის ფორმა შეიცვალა. აქციის მონაწილეები, რუსთაველზე დგომისა და პერიოდულად გზის გადაკეტვის მცდელობის ნაცვლად, ახლა ქალაქის ცენტრალური ქუჩების ტროტუარებზე მართავენ მსვლელობებს. მათ პერიოდულად პოლიციასთან მოსდით დაპირისპირება. რატომ შეცვალეს ტაქტიკა და რას აძლევს ეს მათ?
|
თამთა ჩაჩანიძე 15.11.2025

მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ კომპანია „კოკა კოლას" სარჩელი წარმოებაში მიიღო. ამერიკული მწარმოებელი მოითხოვს, რომ ცხინვალში რეგისტრირებულ შ.პ.ს. „კოკა-კოლა კომპანიას" რუსეთში ამერიკული ბრენდის სახელის გამოყენება აეკრძალოს. მათი ცნობით, ცხინვალური კომპანია რუსეთის ბაზარს ფალსიფიცირებული „კოკა-კოლათი" ამარაგებს, თანაც ქართულენოვანი ეტიკეტით.
|
მარიამ ვეკუა 15.11.2025

ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისევ ახალ ერთიან პოლიტიკურ პლატფორმაზე და ტექნიკური მთვრობის შექმნის საჭიროებაზე ალაპარაკდა. საუბარია მმართველი პარტიის პოლიტიკური ალტერნატივის შექმნაზე, რომელიც მოემზადება იმ დღისთვის, როდესაც ხელისუფლების შეცვლა რეალური გახება. კეთდება მინიშნება, რომ ეს კავშირშია 28 ნოემბერს დაგეგმილ აქციასთან.
|
თამთა ჩაჩანიძე 14.11.2025

შეუძლია თუ არა საჯარო მოხელეს მეორე სამსახური ჰქონდეს - ამ საკითხზე ორი კვირაა ახალმა კანონმა უკვე პასუხი გასცა. მმართველი პარტიის შეფასებით, ახალი რეგულაციები საჯარო სამსახურებში „მეტ კეთილსინდისიერებასა და ანგარიშვალდებულებას" დაამკვიდრებს, თუმცა ჩამონათვალში მოხვდნენ ისეთი სფეროები, რომელთა წარმომადგელების მხრიდან უკმაყოფილება წამოვიდა და ეს მათთვის სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა.
|
ნატალია ჯვარიძე 14.11.2025

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სპეციალისტები ისტორიული ძეგლების სერიოზულ პრობლემებზე ალაპარაკდნენ. ამის სავარაუდო მიზეზი წინა წლებში არასწორი სარესტავრაციო სამუშაოები სახელდება. კულტურული მემკვიდრეობისდაცვის ეროვნული სააგენტოსხელმძღვანელი, თეა ონიანი სასწრაფოდ უცხოელ სპეციალისტებს ითხოვს, რადგან „ყველა მნიშვნელოვან ძეგლს დიდი გასაჭირი აქვს".
|
თამთა ჩაჩანიძე 14.11.2025

მმართველი პარტია ბერლინთან გაუარესებული ურთიერთობის ფონზე, გახარიას ექსტრადირების მოთხოვნას არ გამორიცხავს. რეაგირება როგორი იქნება ამის პროგნოზირება ანალიტიკოსების ნაწილს უჭირს, თუმცა როგორც რამაზ საყვარელიძე აცხადებს, გერმანია ერთ-ერთი „მომხრეა იმ ზეწოლისა", რასაც ევროპული სტრუქტურები საქართველოს ხელისუფლებაზე ახორციელებენ.
|
მარიამ ვეკუა 14.11.2025

პედოფილიასა და სხვა დანაშაულებზე მსჯავრდებულ ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებული დოკუმენტების მორიგი პარტია გამოქვეყნდა და, როგორც ამბობენ, ამის უკან ტრამპის პოლიტიკური ოპონენტები დგანან. ეს მასალები ერთმნიშნვნელოვნად სცხებენ ჩირქს პრეზიდენტს, რომელზეც ადრეც დადიოდა ხმები, თითქოს ეპშტეინის არასრულწლოვანი გოგონების სექსუალურ მომსახურებას იღებდა. სხვათაშორის ამაში ტრამპს ერთ დროს მისმა მოკავშირე ილონ მასკმაც დასდო ბრალი, მას შემდეგ, რაც შიდა დაპირსპირების გამო მათი გზები გაიყო. თუმცა მოგვიანებით მასკმა ეს შეურაცხმყოფელი პოსტი თავის იქს-იდან წაშალა.
|
მარიამ ვეკუა 14.11.2025

ონლაინგამოცემა პრაიმ ტაიმის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ოპოზიციას 13 ნოემბრის ბრიფინგზე წასაკითხი დოკუმენტი ბრიუსელიდან გამოუგზავნეს, ისევ განხილვის ეპიცენტრშია. ოპოზიცია ამ ყველაფერს აბსურდულ ბრალდებას უწოდებს, ხელისუფლება კი გარე დირექტივებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამჯერად უკვე ფაქტებით დადასტურდა, რომ ოპოზიციას „გარედან კარნახობენ".
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|