მარიამ ვეკუა
25.11.2025

აშშ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინასთან და რუსეთთან საიდუმლო სამშვიდობო მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამ ინფორმაციას „ფაინენშალ თაიმსი" ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. უფრო კონკრეტულად კი, აშშ-ის არმიის მდივანი დენ დრისკოლი მოლაპარაკებებს მართავს უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელ კირილ ბუდანოვთან და რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებთან მართავს. „ში-ბი-ეს ნიუსი" კი თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინა აშშ-ის შეთავაზებულ „სამშვიდობო გეგმას" დათანხმდა.

ქეთო გოგოხია
24.11.2025

მაღალი ინფლაციის პირობებში ეროვნულ ბანკს რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა მოუწევს. პრობლემა იმდენად მასშტაბურია, რომ თუკი ზომებს დროულად არ მიიღებენ, შეიძლება მერე ვერც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ უშველოს. წინ ზამთარია, იმპორტდამოკიდებულება მატულობს, სურსათი ძვირდება, მოიმატებს დენის გადასახადიც, შესაბამისად, პრობლემა უფრო გამწვავდება.  

ქეთო გოგოხია
24.11.2025

ევროპის  საფინანსო კომპანიები საქართველოსთან თანამშრომლობისთვის ფაქტობრივად მზად არიან. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის 300-მილიონიანი ინვესტირება შესაძლოა, სიგნალი აღმოჩნდეს სხვა ინვესტორებისთვის, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა აღადგინონ. ის ფაქტი, რომ წამყვანი ევროპული ფინანსური ორგანიზაცია არ ერიდება მასშტაბური კაპიტალის შემოტანას ქვეყანაში, ადასტურებს, რომ ინვესტორები რეალურად შეეგუენ არსებულ მოცემულობას, განსაკუთრებით იმ ფონზე. როცა რუსეთ-უკრაინის ომი დასასრულს უახლოვდება და სიტუაცია ნელ-ნელასხვა ფაზაში გადადის.

ნატალია ჯვარიძე
24.11.2025

გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო საბჭოს სასამართლო კომიტეტმა ბიძინა ივანიშვილისა და „კრედიტ სუისის" საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა - სასამართლომ ივანიშვილის წინააღმდეგ საჩივარი უარყო და მისთვის ზარალის ანაზღაურების ვალდებულება ძალაში დატოვა. მმართველი გუნდის წევრები გადაწყვეტილებით კმაყოფილი არიან, თუმცა ამბობენ, რომ „პრობლემა მის აღსრულებაშია, ბიძინა ივანიშვილს მის აქტივზე წვდომა ისევ შეზღუდული აქვს".

თამთა ჩაჩანიძე
24.11.2025

ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი და უწყვეტი პროტესტის მონაწილეები 28 ნოემბრის დიდი აქციისთვის ემზადებიან. მიტინგი პრემიერ ირაკლი კობახიძის ერთი წლის წინანდელ განცხადებას ეძღვნება, მოთხოვნები კი იგივეა - ახალი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება. მმართველ პარტიაში მოლოდინი აქვთ, რომ "შეიკრიბებიან და დაიშლებიან".

მარიამ ვეკუა
24.11.2025

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ვატიკანში რომის პაპ ლეო XIV-ს შეხვდა და პაპი საქართველოში მომავალი წლისთვის მოიწვია. პრემიერმა საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით პაპ ლეო XIV-ს რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრად არჩევა კიდევ ერთხელ მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში ვატიკანში მისი პირველი ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებული ურთიერთობის შემდგომ გაძლიერებას.

ნატალია ჯვარიძე
24.11.2025

გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი გამორიცხავს რუსეთის „დიდ რვიანში" დაბრუნების შესაძლებლობას, როგორც ეს აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ „სამშვიდობო გეგმაშია" გათვალისწინებული. „ამჟამად, ვერ ვხედავ რაიმე მზაობას „დიდი შვიდეულის" სხვა დანარჩენ ექვს წევრს შორის, რომ რუსეთი ამ ჯგუფში ხელახლა მიიღონ", - განაცხადა მერცმა.

მარიამ ვეკუა
24.11.2025

აშშ-ს პრეზიდენტის , დონალდ ტრამპის 28 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის ირგვლივ გლობალური დაპირისპირების ფონზე, „ქართული ოცნების" ლიდერები უკრაინას მძიმე არჩევანზე საუბრობენ, ხოლო ევროპა აცხადებს , რომ უკრაინის საზღვრების ცვლილება ძალდატანებით მიუღებელია. პარალელურად, თეთრი სახლი იმედოოვნებს, რომ კონსესუსი ხუთშაბათისთვის შედგება.

ქეთო გოგოხია
24.11.2025

ყულევში საქართველოში პირველი სრულმასშტაბიანი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა შენდება. მან სრული ციკლის გადამმუშავებლის ფუნქცია უნდა შეასრულოს და დასრულების შემდეგ ევრო 5-ის ბენზინი და დიზელი უნდა გამოუშვას. პროექტის მთლიანი საინვესტიციო მოცულობა 700 მილიონი დოლარია და დაგეგმილია რომ მისი წლიური წარმადობა წელიწადში 2.8 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავება იქნება. 

თამთა ჩაჩანიძე
23.11.2025

პრემიერ ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციამ ვერ შეძლო „უცხოელი პატრონების" დახმარებოთ „ძალაუფლების დაბრუნება", თუმცა „გარკვეულ წარმატებებს" აღწევენ, რადგან ქვეყანა ვერ დამშვიდდა და საზოგადოებაში განხეთქილებაა. ნიშნავს თუ არა ეს იმის აღიარებას, რომ შეკრებებსა და მანიფესტაციებზე კანონების გამკაცრებამ რეალურად ვერ იმუშავა და რა პერსსპექტივა აქვს პროტესტის გაგრძელებას?

მარიამ ვეკუა
23.11.2025

უკრაინაში ომის დასრულების ახალ 28-პუნქტინა გეგმასთან დაკავშირებით ოფიციალური ვაშინგტონის პოზიცია მნიშვნელოვნად შერბილა. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი სამშვიდობო წინადადება „საბოლოო არაა“, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს იმფორმაციით კი, მედიაში გაჟონილი გეგმის ვერსია აშშ-ის ადმინისტრაციის პოზიციას არ წარმოადგენს და ფაქტობრივად რუსების სურვილების სიაა. მანამდე კი ვითარება საკმაოდ დაძაბული იყო.

ნატალია ჯვარიძე
23.11.2025

28 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის ცნობილი გადაწყვეტილების წლისთავზე, ხელისუფლების ოპონენტები თბილისში მასშტაბურ აქციას გეგმავენ. ანალიტიკოსების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეს არ იქნება რაღაც ახალი ეტაპის დასაწყისი და ოპოზიცია, თავისი მომხრეების მაქსიმალური მობილიზებით, მხოლოდ იმის დემონსტრირებას შეეცდება, რომ საზოგადოებაში პროტესტი არ გამქრალა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×