მარიამ ვეკუა
24.09.2025

აშშ-ს პრეზიდნეტის დონალდ ტრამპის განცხადებამ, რომ „უკრაინა ახლა ისეთ ფორმაშია, რომ შეუძლია ქვეყანა თვდაპირველ ფორმაში დააბრუნოს", ხოლო რუსეთი „ქაღალდის ვეფხვია", უკრაინის პრეზიდნეტი სასიამოვნოდ გააკვირვა, ხოლო კრემლი უკმაყოფილი დატოვა. რას უკავშირდება ტრამპის კარდინალურად შეცვლილი რიტორიკა და როგორ იმოქმედებს ეს ომზე?

თამთა ჩაჩანიძე
24.09.2025

საქართველოს ხელისუფლებისა და ევროკავშირის ურთიერთობა მწვავე ფაზაშია - პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის პრესსპიკერის, ანიტა ჰიპერის განცხადებაზე ამბობს, რომ 4 ოქტომბრის აქციის სოლიდარობის გამოცხადება "ძალადობის თანამონაწილოებას" ნიშნავს. პაპუაშვილის თქმით, თუ იქნება ძალადობა, "პასუხისმგებლობა დაეკისრება ევროკომისიასაც".

თამთა ჩაჩანიძე
24.09.2025

პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი გენერალური დებატების ფარგლებში გაეროს ტრიბუნიდან 25 სექტემბერს გააკეთებს მიმართვას, როგორც თავად წერს, ორგანიზაციის გენმდივანმა ანტონიო გუტიერეშმა მას მე-80 სესიის გახსნის ცერემონიაზე უმასპინძლა. ასევე, ცნობილი ხდება, რომ ყაველაშვილმა "კომუნიკაცია გამართა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთანაც".

მარიამ ვეკუა
24.09.2025

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" 31 - წლიანი არსებობის განმავლობაში პირველად, 2025 წლის 4 ოქტომბერს დანიშნულ არჩევნებს ტრადიციული სადამკვირვებლო მისიით ვერ დააკვირდება. ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განცხადებაშია აღნიშნული. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საიას არყოფნა არჩევნებზე არ იმოქმედებს, რადგან საარჩევნო პროცესს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები დააკვირდებიან.

გვანცა წულაია
23.09.2025

საქართველოში სულ მალე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. რადიკალური ოპოზიცია 4 ოქტომბრისთვის აქციებით ემზადება, ამიტომ საინტერესოა, არჩევნების შემდეგ არის თუ არა ისეთივე საფრთხე მოსალოდნელი, როგორც გასული წლის საპარლამენტო არჩვენების მერე იყო. იმ პერიოდში ლარის კურსი მერყეობდა, ინვესტიციების კლება შეინიშნებოდა და ტურიზმის მიმართულებაც მცირედით დაპაუზდა. როგორც ჩანს, ამჯერად ეკონომიკას მსგავსი მასშტაბის საფრთხე არ ემუქრება.

ქეთო გოგოხია
23.09.2025

თხევადი საავტომობილო გაზის ხარისხის კონტროლი აუცილებელია. სპეციალისტები ამის აუცილებლობას განიხილავენ განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ამ ტიპის საწვავზე მოთხოვნა სწრაფად მატულობს, მაგრამ უსაფრთხოების მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები არ იდგმება. თხევად გაზზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა თვალსა და ხელს შუა მატულობს, ამიტომ ხარისხზე მათი შემოწმება ინტენსიურად უნდა ხდებოდეს. 

ნატალია ჯვარიძე
23.09.2025

მმართველ პარტიას იმედი აქვს, რომ დასავლეთი დაასრულებს „არჩევნების უარყოფის პოლიტიკას“ და სცნობს 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს. ისინი ფიქრობენ, რომ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწევს რეალობასთან შეგუება და საქართველოს ხელისუფლების მიმართ დასავლეთის პოზიცია დადებითისკენ შეიცვლება.

მარიამ ვეკუა
23.09.2025

მოლდოვის ხელისუფლება რუსეთს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში ჩარევისა და დესტაბილიზაციის მცდელობებში ადანაშაულებს. მოსკოვში კი პირიქით აცხადებენ, რომ ევროკავშირს „მოლდოვის ოკუპაციის გეგმა" აქვს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო დაზვერვის („ეს-ვე-ერი") საგანგებო განცხადებაშია საუბარი. დაახლოებით მსგავსი შინაარსის განცხადება „ეს-ვე-ერ"-მა 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინაც გაავრცელა.

მარიამ ვეკუა
23.09.2025

„ლელოს" ბოლნისის მერობის კანდიდატმა ასეფ ჩირაგოვმა საკუთარი კანდიდატურა „ქართული ოცნების" კანდიდატის, ზამურ ჭითანავას სასარგებლოდ მოხსნა. „ლელოში" აცხადებენ, რომ ოპოზიციურ კანდიდატებზე საარჩევნო წნეხი იზრდება, ხოლო ჩირაგოვის მიმართ განხორციელებულმა წნეხმა გადაწყვეტილების მიღებაზე პირდაპირ იმოქმედა. რა მოხდა რეალურად და შესაძლებელია თუ არა, რომ მსგავსი პრეცედენტები წინასაარჩევნოდ განმეორდეს?

ნატალია ჯვარიძე
23.09.2025

თბილისის მერის არჩევნებზე „ლელოსა" და პარტიის „გახარია საქართველოსთვის" კანდიდატის, ირაკლი კუპრაძის გამარჯვების შემთხვევაში, ის მერიის საქალაქო სამსახურების გაფიცვას გამოაცხადებს - „ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ამ განცხადებას ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილშიც კი მკვეთრად ნეგატიური გამოხმაურება მოყვა. ანალიტიკოსები კი მის ამ მოსაზრებას „წარმოუდგენელსა" და „არაადეკვატურს" უწოდებენ.

ქეთო გოგოხია
23.09.2025

,,რთველი 2025" აქტიურ ფაზაში შევიდა. სახელმწიფო აგრძელებს მევენახე-ფერმერების მხარდაჭერას ყურძნის მოსავლის შეუფერხებლად რეალიზაციის მიზნით.  მთავარი აქცენტი ყურძნის ხარისხზე კეთდება. როგორც ცნობილია, შეიცვალა მიდგომაც და კახეთის ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ყურძნის იმ ჭარბ რაოდენობას, რომელზეც კერძო სექტორიდან მოთხოვნა არ იქნება, სახელმწიფო საწარმომ, შპს ,,მოსავლის მართვის კომპანია“ ჩაიბარებს.

ირმა ჩიტაია
22.09.2025

ბიზნესი კლინიკების მართვაში სახელმწიფოს ჩამოშორებას ცდილობს, რასაც სპეციალისტები მკვეთრად უპირისპირდებიან. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ჰოსპიტალური სექტორის პერსპექტივას  სახელმწიფოს როლის გაძლიერებაში ხედავენ. ბიზნესის ინტერესებს ისინი ქვეყნისთვის საზიანოდ მიიჩნევენ და ირწმუნებიან, რომ კერძო ინვესტორები კლინიკების მართვის პროცესს უნდა ჩამოშორდნენ, რადგან მათთვის ავადმყოფი ხდება უბრალოდ კლიენტი და ასეთი მიდგომა დარგის დასასრულს მოასწავებს. 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×