ნინო მიქიაშვილი
28.09.2023

ერაყში საბრძოლო მისიით ნამყოფი და პენტაგონის მიერ სპეციალური მედლით დაჯილდოვებული სამხედრო მზვერავ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 სექტემბერს ჩანიშნული წინა სასამართლო სხდომა არ გამართულა; დაცვის მხარემ სხდომის ორი თვით გადადება მოითხოვა, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა; სასამართლომ კი მკვლელობაში ბრალდებულების ადვოკატების ეს მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და წინა სასამართლო სხდომის თარიღად 2023 წლის 25 ოქტომბერი ჩანიშნა. ამ სტატიაში გიამბობთ გასული 15 წლის განმავლობაში შავაძის მკვლელობის საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე.

ელზა პაპოშვილი
27.09.2023

ბერლინში, 27 წლის ქართველი ქალი მეუღლის თვალწინ ჯგუფურად გააუპატიურეს, ქმარი კი  სასტიკად სცემეს. ის ხელკეტებით დაუნდობლად სცემეს. გერმანიის პოლიციის გამოძიებით დადგინდა, რომ სამი მამაკაცი ქართველ ცოლ - ქმარს გვიან საღამოს დაესხა თავს. ფიზიკური და სექსუალური ძალადობის შემდეგ გაიტაცეს დაზარალებულების კუთვნილი ნივთები და თანხა. 

ელზა პაპოშვილი
27.09.2023

უკრაინელების შეტევა მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებებზე - რუსების განადგურებული სამეთაურო პუნქტი და საბრძოლო მასალის საცავი. უკრაინის არმია  დონეცკის მიმართულებაზე წინ მიიწევენ.  უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით,  ბოლო მონაცემებით, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებებზე.

გვანცა წულაია
27.09.2023

საჯარო სამსახურში სტაჟირების ანაზღაურება მალე კანონით დარეგულირდება. შესაბამის ცვლილებას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა გუშინ მხარი დაუჭირა, რომელიც მინიმუმ 400-500-ლარიან, ხოლო მაქსიმუმ 1000-ლარიან ანაზღაურებას (დეფიციტურ პროფესიებზე) ითვალისწინებს.

ნაზი ბერიძე
27.09.2023

მოსკოვს ომის დაფინანსება თანდათან სულ უფრო შეიძლება გაუჭირდეს - აშშ-მ 9 მილიარდი დოლარის მოცულობის რუსეთის სუვერენული აქტივები გაყინა, რომელთა უდიდესი ნაწილი ევროკავშირსა და იაპონიაში იყო განთავსებული. ინფორმაციას ფაინენშალ თაიმს-ი ავრცელებს.

გვანცა წულაია
27.09.2023

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის შეჩერება საქართველოს ეკონომიკისთვის დამაზიანებელი არ იქნება. ასე ფიქრობს ეკონომისტთა ერთ ნაწილი და კითხვასაც სვამენ, საერთოდ საჭირო თუ არა ქვეყანაში სსფ-ს არსებობა. თუ თანამშრომლობის შეჩერების სურვილი არსებობს, მაშინ, ჯერ ვალების გადახდა უნდა მოხდეს. ასეთი პრაქტიკა კი საქართველოს უახლოეს ისტორიას ნამდვილად გააჩნია.

თამთა ჩაჩანიძე
27.09.2023

სომხეთის საპარლამენტო კომისიის დღის წესრიგში რომის სტატუტის რატიფიცირების საკითხი შევიდა, ქვეყნის მთავრობა კი მოითხოვს, რომ რუსებმა გიუმრში სამხედრო ბაზისთვის გადასახადი გადაიხადონ. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, მოსკოვსა და ერევანს შორის სიტუაცია უფრო მეტად გამწვავდება, რადგან კრემლს რომის ქარტიის რატიფიცირებაზე მწვავე რეაქცია უკვე ჰქოდა.

ია აბულაშვილი
27.09.2023

კახეთის მთავარი სალოცავის "ალავერდის" აგების ისტორია ერთ-ერთი ასურელი მამის იოსების სახელს უკავშირდება. გადმოცემის თანახამად მამა იოსები იოანე ზედაზენის კურთხევით კახეთის სხვადასხვა კუთხეში ქადაგებდა და ალავერდის ახლოს დასახლდა.

ნაზი ბერიძე
27.09.2023

ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში იანეზ ლენარჩიჩმა ევროკავშირს მოუწოდა, მოემზადოს მთიანი ყარაბაღიდან ლტოლვილების სავარაუდო ნაკადისთვის. მის განცხადებას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, მხარი დავუჭიროთ ათასობით ადამიანს, რომლებიც გაიქცნენ მთიანი ყარაბაღიდან, მითუმეტეს, რომ მომავალი ზამთარი, სავარაუდოდ, დამატებით გამოწვევებს შეუქმნის ლტოლვილებს" , - განაცხადა ლენარჩიჩმა.

თამთა ჩაჩანიძე
27.09.2023

ეროკავშირი უკვე კონკრეტულ თარიღს ასახელებს თუ როდიდან შეიძლება დაიწყოს უკრაინის წევრობაზე მოლაპარაკება - ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა ამბობს, რომ ეს კონკრეტული დრო ამა წლის შობამდეა. მისი განცხადებით, ევროკავშირმა თავისი ინსტიტუტების რეფორმირება უნდა განახორციელოს იმისთვის, რომ გაფართოების შემდეგი ტალღებისთვის მოემზადოს და ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხზე უკრაინასთან ფორმალური მოლაპარაკებები დაიწყოს.

ია აბულაშვილი
27.09.2023

პოლიტიკური სეზონი დაიწყო, თუმცა, ჯერ-ჯერობით პოლიტიკურ ძალთა ქმედებებში რადიკალური ცვლილებები არჩანს, თუ არ ჩავთლით ცალკეულ პოლიტიკოსთა მხრიდან გაკეთებულ ხმაურიან განცხადებებს, რომ 2024 წელი იქნება სწორედ საქართველოს მომავლის განმსაზღვრელი.

ელზა პაპოშვილი
26.09.2023

აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობასთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ, სულ უფრო ხშირად კეთდება მინიშნებები, რომ მმართველი პარტიის მიერ წამოწყებულ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას საპარლამენტო ოპოზიციაშიც ჰყავს მხარდამჭერები. შეძლებს თუ არა „ქართული ოცნება“ იმპიჩმენტისათვის საჭირო 100 ხმის მოგროვებას? ანალიტიკოსები ამაზე წინასწარ ვერაფერს ამბობენ, თუმცა აცხადებენ, რომ წესით პრეზიდენტის გადაყენება არც „ოცნებას“ უნდა აწყობდეს და არც ენმ-ს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×