ნატალია ჯვარიძე 06.11.2025

მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ხუთშაბათს „ექსპო ჯორჯიაში" თბილისის მერის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებთან გარე ჩარევებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „საქართველოში ვერავინ მივა სამოქალაქო რეესტრში და ვერავინ გადაკეთდება კაცად თუ ქალია, ან პირიქით". ასევე აღნიშნა, რომ თბილისის მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს ქალაქთან დაკავშირებით „შთამბეჭდავი გეგმები" აქვს.
|
ირმა ჩიტაია 05.11.2025

აცივებასთან ერთად, ბუნებრივი აირის უსაფრთხოების საკითხი გააქტიურდა. მართალია, წინა წლებისგან განსხვავებით, გაზის გაჟონვის ფაქტებმა იკლო, თუმცა რისკი მაინც დიდია. განსაკუთრებით ეს ეხება გაქირავებულ ბინებს, რომლის მობინადრეებიც ყველაზე მეტად არიან საფრთხეში, ამიტომ მნიშვნელოვანია შესაბამისი ზომების მიღება და უსაფრთხოება ბუნებრივ აირთან მიმართებით.
|
მარიამ ვეკუა 05.11.2025

უკრაინის აღმოსავლეთით, პოკროვსკის მიმართულებაზე ბრძოლები მწვავდება -მოსკოვი ალყაზე საუბრობს, კიევი კი უარყოფს. ექსპერტები ამბობენ, რომ ფრონტის ამ მონაკვეთზე ვითარება შესაძლოა დონბასის ბრძოლისათვის გადამწყვეტ ნაწილად იქცეს, რა ვითარებაა ადგილზე და რა ინფორმაციები ვრცელდება ფრონტის ხაზიდან?
|
თამარ ვეფხვაძე 05.11.2025

საქართველოს ეროვნულ ბანკს ინფლაციის მართვის სადავები ხელიდან გაექცა და როგორც ჩანს, მის მართვას კიდევ დიდხანს ვერ შეძლებს. სებ-მა უკვე გაზარდა 2025 წლის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლი და გაისადაც ფასების უფრო მეტად ზრდას ვარაუდობს, ვიდრე აქამდე პროგნოზირებდა. ვითარება უკვე ძალიან დამაფიქრებელია. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ეკონომისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ცენტრალური ბანკი, კონსტიტუციით გაწერილ მისსავე უფლებას - მართოს ინფლაცია - ვერ ასრულებს.
|
თამთა ჩაჩანიძე 05.11.2025

მას შემდეგ, რაც ოპოზიცია ბოიკოტში ერთიანი აღარ არის და ამასთან, სამი პარტიის აკრძალვის საფრთხეც რეალურად დადგა, თავად პარტიებშიც დაიწყეს ფიქრი ბრძოლის გაგრძელების გზებზე. ნაწილი გამოსავალს გაერთიანებაში ხედავს, ნაწილს კი მიაჩნია, რომ ყველა საშუალება უნდა იქნას გამოყენებული.
|
ნატალია ჯვარიძე 05.11.2025

ლიეტუვის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ეტაპი: Rheinmetall-მა ჩვენს ქვეყანაში საარტილერიო საბრძოლო მასალის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა დაიწყო, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
|
მარიამ ვეკუა 05.11.2025

საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება - ამ გზავნილებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის გახსნაზე ვრცელი სიტყვით გამოვიდა. რამდენად იზრდება ჩინეთთან დაახლოების პერსპექტივა და რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს თანამშრომლობა - ამაზე ქართველ ექსპერტებს განსხვავებული შეფასებები აქვთ.
|
ნატალია ჯვარიძე 05.11.2025

ბელგიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ნატოს კლაინე ბროგელის საჰაერო ბაზის მახლობლად უცნობი დრონები დააფიქსირეს. მედიის ინფორმაციით, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა საჰაერო ბაზის მახლობლად სულ მცირე ექვსი უპილოტო საფრენი აპარატი შენიშნეს.
|
თამთა ჩაჩანიძე 05.11.2025

ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს თბილისში კვლავ აქტიურად განიხილავენ. ხელისუფლება ისევ კრიტიკულადაა განწყობილი ევრობიუროკრატიისადმი და ამტკიცებს, რომ ევროკავშირისკენ სვლა არ შეუჩერებია. ოპოზიცია კი ფიქრობს, რომ ამას ბრიუსელიდან ნაბიჯები მოჰყვება და პირველი ეს შესაძლოა ვიზალიბერალიზაციას შეეხოს.
|
თამარ ვეფხვაძე 04.11.2025

2026 წლის იანვრიდან, 70 წლამდე პირთა პენსია - 20 ლარით, ხოლო 70 წლისა და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია - 45 ლარით გაიზრდება. 70 წლამდე პირთა პენსია 370 ლარს, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია - 495 ლარს მიაღწევს. პენსია მაღალმთიან დასახლებებში 70 წლამდე - 444 ლარს, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთათვის 594 ლარს გაუტოლდება. სპეციალისტები აზრით, კარგი იქნება, თუ ნომინალური პენსია 20 ლარის ნაცვლად, 35 ლარით გაიზრდება, ხელისუფლების წარმომადგენლები კი ამას ციფრებით მანიპულირებას უწოდებენ.
|
თამთა ჩაჩანიძე 04.11.2025

ევროკავშრის 2025 წლის გაფართოების ანგარიში საქართველოსადმი უკიდურესად კრიტიკულია. ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ საქართველო მხოლოდ ფორმალურად ინარჩუნებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ამის საპირისპიროდ საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ევროპა საქართველოსთან ურთიერთობაში „ქედმაღლურ ტონს" ინარჩუნებს. ანალიტიკოსების შეფასებით კი, თბილისსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობების მორიგ გამწვავებას ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მოყვება და ეს არც ქვეყნის შიდაპოლიტიკურ სიტუაციაზე იმოქმედებს.
|
ნატალია ჯვარიძე 04.11.2025

საკონსტიტუციო სასამართლომ 3 პოლიტიკური პარტიის - ენმ-ის, „კოალიცია ცვლილებებისთვის" და „ლელოს" საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელი გამოაქვეყნა. ასევე გაირკვა სარჩელთან დაკავშირებული ზოგიერთი ტექნიკური დეტალი. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პარტიების აკრძალვის განხილვა დაევალა მოსამართლეს, რომელიც წარსულში თავად იყო დაკავშირებული ენმ-სთან.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|