ქეთო გოგოხია 04.11.2025

კრიპტოვალუტის ცენტრების მხრიდან ელექტროენერგიის ჭარბი მოხმარება ენერგოსექტორს და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკას საფრთხეს უქმნის. იმის გამო, რომ კრიპტოვალუტის გამომუშავება დიდ ელექტროენერგიას მოითხოვს, ხოლო სექტორი გადასახადისგან თავისუფალია, ენერგოსისტემა შეიძლება გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდეს. კოლოსალურ მოგებაზე გასული ბიზნესს ეკონომიკისთვის, ფაქტობრივად, არანაირი სარგებელი არ მოაქვს და არაფერს იხდის ბიუჯეტში, რაც ცალკე პრობლემაა.
|
მარიამ ვეკუა 04.11.2025

პარლამენტის წინ „კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, გედევან ფოფხაძისა და რამდენიმე აქტივისტის შიმშილობა მე-8 დღეა გრძელდება. ისინი ახალ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ ფოფხაძე ამ აქციით ცდილობს „თავი შეახსენოს" საზოგადოებას. ანალიტიკოსები კი ფიქრობენ, რომ შიმშლობის აქცია ჯერჯერობით ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს პოლიტიკურ პროცესებზე.
|
თამთა ჩაჩანიძე 04.11.2025

სომხეთის სამოციქულო ეკლესიასა და მთავრობას შორის დაპირისპირება თანდათან იძაბება და სავარაუდოდ, ადგილობრივ და საპარლამენტო არჩევნების პერიოდებში კულმინაციას მიაღწევს. მუნიციპალური არჩევნების წინ დააკავეს კათოლიკოს გარეგინ II-ის ძმა და ძმისშვილი, მათზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლაში სდებენ ბრალს, რასაც თავად უარყოფენ.
|
მარიამ ვეკუა 04.11.2025

ნიუ-იორკის ამომრჩევლები სამშაბათს ქალაქის ახალ მერს აირჩევენ, სადაც ბრძოლა ახალგაზრდა დემოკრატ ზოჰრან მამდანის, ნიუ იორკის ყოფილ გუბერნატორ და ასევე დემოკრატ ენდრიუ კუომოსა და რესპუბლიკელ კერტის სლივას შორის მიმდინარეობს. ნიუ-იორკის მერის არჩევნებს ყოველთვის ყურადღებით აკვირდებიან, რადგან ამ ქალაქის ლიდერების გადაწყვეტილებები ხშირად გავლენას ახდენს ეროვნულ პოლიტიკურ დისკურსზე.
|
ნატალია ჯვარიძე 04.11.2025

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ კამპანიაში ყოფილ თანამოაზრეებს - პალიკო კუბლაშვილსა და ნიკა გილაურს ადანაშაულებს. მისი ცნობით, კუბლაშვილი, 2014 წლიდან მოყოლებული ახალისებდა ენმ-ის ფაქტობრივ დაშლას, გილაური კი თავისი ფინანსური რესურსების გამოყენებით ხელს უშლიდა ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას და მედია სივრცეში სააკაშვილის სახელის ხსენებას.
|
ირმა ჩიტაია 03.11.2025

მოსწავლეებს, ვისაც სურთ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება და 12-წლიანი სკოლის დამთავრება, სახელმწიფო დააფინანსებს. ცალსახაა, რომ ასეთი ალტერნატივა კარგია, მათთვის ვინც თავისი ცოდნის გაღრმავებას ევროპის ქვეყნებში ფიქრობს. რაც შეეხება სასაწავლო ბარიერის დაწევას, სფეროს სპეციალისტები ფიქრობენ, რომ 11 კლასის შემოღება შრომით ბაზარს გამოაცოცხლებს და ახალგაზრდების დროულ დასაქმებას ხელს შეუწყობს. ნაწილი კი ამ დამოკიდებულებას სკეპტიკურად უყურებს და ფიქრობს, რომ არ შეიძლება განათლების რეფორმა ბიზნესის საჭიროებებზე დაიგეგმოს.
|
მარიამ ვეკუა 03.11.2025

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვლავაც თავს იკავებს, რომ უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი „ტომაჰავკის" რაკეტები გადასცეს, მიუხედავად ამისა , კიევი რაკეტებს ისევ ითხოვს, თუმცა, ტრამპი ამტკიცებს, რომ მას ომის ესკალაცია არ სურს. მისი ბოლო განცხადებები ცხადყოფს, რომ თეთრი სახლის პოზიცია გაურკვეველი რჩება, მაშინ როცა მოსკოვი ფრონტზე შეტევას აგრძელებს.
|
ნატალია ჯვარიძე 03.11.2025

გაერთიანებული სამეფომ უკრაინას Storm Shadow-ს ტიპის ფრთოსანი რაკეტების ახალი პარტია მიაწოდა, რათა კიევისთვის რუსეთში შორ მანძილზე დარტყმების კამპანიის გაგრძელების საშუალება მიეცა, - ინფორმაციას Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებმაც გამოცემასთან ანონიმურად ისაუბრეს.
|
ქეთო გოგოხია 03.11.2025

ბოლო პერიოდში არაერთი ეკონომიკური ტიპის დანაშაული გამოვლინდა, რაც კორუფციის სერიოზულ ეჭვებს აჩენს. ცალკე პრობლემაა ტენდერით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობა, როცა პროექტების დიდი ნაწილი ან უხარისხოდ სრულდება ან ზოგიერთ შემთხვევაში, სულ არ შენდება და ტენდერში გამარჯვებულები თანხებს არაკეთილსინდისიერი გზით ითვისებენ. ბოლო პერიოდში ბევრი ასეთი ფაქტი ამოტივტივდა. პრობლემას ხედავს მთავრობაც, შესაბამისად, აქტიურად დაიწყო მუშაობა, რათა მახინჯი ფორმა როგორმე შეიცვალოს და აღმოიფხვრას კორუფცია, ვინაიდან არსებული მეთოდი არ მუშაობს.
|
ქეთო გოგოხია 03.11.2025

ქონების გადასახადის მოსახლეობისთვის დაკისრებას იმ ფორმით, რასაც კანონმდებლობა გვთავაზობს აუდიტორთა დიდი ნაწილისთვის მიუღებელია. 40 000-ლარიანი ზღვარი სპეციალისტებს საკანონმდებლო ხარვეზად მიაჩნიათ და მთავრობას გადასახადთან დაკავშირებული პირობების შეცვლისკენ მოუწოდებენ. საერთოდ, ამ საკითხის დაყენება საქართველოსთვის არარელევანტურად მიიჩნევა და ფიქრობენ, რომ შემოსაღებია მოდელი, რომელიც საქართველოსთან უფრო ახლოსაა. ამასთან, აუცილებელია დივერსიფიცირება სოციალურ ფენებს შორის, რათა მოსახლეობა არ დაიჩაგროს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ხარჯები მუდმივად იზრდება.
|
თამთა ჩაჩანიძე 03.11.2025

გასული წლის 28 ნოემბრიდან ქვეყანაში უწყვეტი აქციები მიდის, რომლის თავდაპირველი მოთხოვნააა ახალი საპარლამენტო არჩევნები და ქვეყნის ევროინტეგრაციისკენ შეუფერხებლად სვლა. ამ დრომდე "ოცნებას" ახალ არჩევნებზე საუბარიც კი არარეალურად ეჩვენება და არც იმ კანონების გაუქმებას აპირებს, რაც ევროკომისიამ ერთი წლის წინ 9 რეკომენდაციაში მოაქცია.
|
ნატალია ჯვარიძე 03.11.2025

ბელგიის სამხედრო ბაზების თავზე მფრინავი დრონები გამანადგურებლებისა და საბრძოლო მასალის შესახებ ინფორმაციას აგროვებენ, - ამის შესახებ ბელგიის თავდაცვის მინისტრმა, თეო ფრანკენმა განაცხადა. „ისინი დაფრინავენ ჯაშუშობისთვის, F-16-ების ადგილმდებარეობის, საბრძოლო მასალის ადგილმდებარეობის და სხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფორმაციის დასაფიქსირებლად", - აღნიშნა ფრანკენმა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|