რეზონანსი
20.01.2023

სოციალური ქსელის მომხმარებელი, გიორგი ლაფაჩიშვილი წერს, რომ საგარეჯოში მისი მეგობარი დაჭერეს.

„გიო, აუცილებლად უნდა გადარჩე მეგობარო! გიორგი წუხანდელი დაჭრილებიდან ერთერთია. მისი მდგომარეობა სამწუხაროდ რთულია...

„ამ წუთას რეანიმაციაშია. მეორე ჯგუფის დადებითი სისხლი გვესაჭიროება და ვისაც ექნება სურვილი და საშუალება ექნება, გთხოვთ, რომ დაგვეხმაროთ" სისხლის ჩაბარებას შეძლებთ სისხლის ნებისმიერ ბანკში", - წერს ლაფაჩიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავად თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ ათუაშვილი არის. შსს-ს ინფორმაციით, მან თავი მოიკლა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×