რეზონანსი
22.02.2024

იუმორისტი, ვახო ბიჭიკაშვილი სოციალურ ქსელში მერაბ დვალიშვილთან დაკავშირებით ვრცელ მიმართვას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ სპორტსმენი ჰომოფობი არ არის:

„დავიწყებ იმით, რომ მერაბი თავმდაბლობისა და ადამიანობის, სწორი მაგალითია სამყაროსთვის, შრომა და თავდადება მას მისმა განვლილმა ცხოვრებამ მოუტანა, ის ღირსეული მშობლების ღირსეული შვილი, ძმა და მეგობარია, მას არ სჭირდება პატრიოტიზმზე მითითება, ის ასეთი ნაღდია, გულით პატრიოტია, მერაბი „ჰომოფობი“ არ არის! მას თავისი საკუთარი აზრი გააჩნია, ყველას გვაქვს ჩვენი აზრის გამოხატვის უფლება თავისუფალ სამყაროში, მერაბი კარგი ქართველი და მომავალი „ჩემპიონია”, თუმცა ის ჩემთვის უკვე დიდი ხანია, ძმობის, მეგობრობის და ადამიანობის ჩემპიონია, იმაზე თავმდაბალია, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია, ხანდახან მეც კი მაბრაზებს მისი ასეთი დამოკიდებულება, მაგრამ მერაბი ასეთი ჩემპიონია, სხვათა შორის, მერაბის ოჯახმაც აღნიშნა გამარჯვება და ძალიან ემოციურად ხდება ეს ყველაფერი, როცა საკუთარი შვილი ზედიზედ მეათედ იგებს ბრძოლას.

მინდა, მივმართო ყველა მედია საშუალებას, წლიდან წლამდე 365 დღეა და მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში ნუ დაიწყებთ „წიოკს” მერაბის რესპონდენტობაზე, მერაბს ზუსტად მაშინ ჭირდება გვერდით დგომა, როდესაც თქვენ გაქსუებულ პოლიტიკოსებს აშუქებთ, აშუქეთ, არ არის პრობლემა, უბრალოდ, ერთხელ და სამუდამოდ გაიგეთ, რომ სპორტით და ხელოვნებით სათქმელი სიტყვა თუნდაც პატრიოტული სხვანაირად ჟღერს სამყაროს ყურისთვის და ისმინება, ვიდრე ვიღაცის ძვირად ღირებულ ნივთებზე საუბარი, ამით ვუბრუებთ გაჭირვებულ საზოგადოებას ტვინს, რა ვერ მიხვდით, რომ გამარჯვება და სიხარული აკლია ერს, სხვა სულის ზეიმია საჭირო! არ შეიძლება, რომ მივაძაღლოთ ჩვენს სულებში ფსევდოპატრიოტიზმი და ნამდვილმა ქართულმა სისხლმა იდინოს ძარღვებში ისე, როგორც ეს მერაბის შემთხვევაში ხდება?

ნუ გეწყინებათ, მერაბს თუ არ აქვს ქართულ მედიასთან ან კომპანიებთან საუბრის სურვილი, ის ამ დროს ყველა ემოციისგან დაცლილია და მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორი უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯები, უფრო მაღლა როგორ შეიძლება თავისი ქვეყნის დროშის აღმართვა და ასე შემდეგ, ის უკვე დარბაზშია და ემზადება ჩემპიონობისთვის. წინ დიდი გამარჯვება გველოდება, მაინც მადლობა და ბოდიში ყველას ფიზიკურად ვერ გპასუხობთ, მაგრამ მე, როგორც სულით ხორცამდე შეყვარებულს ჩემს ხალხზე და ქვეყანაზე, იმედს ვიტოვებ, რომ შევიცვლებით სასიკეთოდ და ერთმანეთის ფასს უფრო მივხვდებით.

რაც შეეხება უგუნურ და დაუნახავ ადამიანებს, რომლებიც აქ რაღაცა ვირიშვილურ პოსტებს აფრიალებენ ჩემზე, ჯერ არ მცალია და თქვენთვისაც მოვიცლი!

წინ ქამარი გვაქვს მოსაგები!.. Let’s go“, - წერს ბიჭიკაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×