რეზონანსი
23.02.2024

მომღერალმა დოდონა ნამორაძემ უპასუხა კითხვას პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით:

„არასოდეს! პოლიტიკას ბოლომდე ვემიჯნები. ამასთან დაკავშირებით ჩემი აზრი მაქვს, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, თავს არავის მოვახვიო. სხვადასხვა გადაცემაში, თითქმის ყველა ტელეარხზე ვარ ნამყოფი. ყოველ ჯერზე, როგორც კი რომელიმე არხზე გამოვჩნდები, მეკითხებიან, – ამ არხზე რატომ გამოდიხარ? ამა და ამ პარტიის მხარდამჭერი ხარო? ხან ერთი პოლიტიკური მხარე ცდილობს „მიმისაკუთროს” ან გამლანძღოს, ხან – მეორე. თავდაპირველად მწყინდა – მე ხომ თქვენთვის ვმღერი, თქვენ მიყვარხართ, ასე რატომ მექცევით-მეთქი?! ახლა ამაზე აღარ ვნერვიულობ, რადგან საქართველოში, ყველა საკითხთან დაკავშირებით მსგავსი სიტუაციაა… 

საბერძნეთის „ვოისში” მონაწილეობისას გადავწყვიტე, პოლიტიკასთან დაკავშირებით, საჯაროდ არაფერი ვთქვა ან დავწერო, რადგან იქ აბსოლუტურად სხვადასხვა აზრის, პარტიის წარმომადგენლები მიყურებდნენ. უფლება არ მაქვს, იმ ხალხს ჭკუის სწავლება დავუწყო. ამიტომ არც რომელიმე პოლიტიკური პარტიის სარეკლამო რგოლში მივიღებ მონაწილეობას. თუ ოდესმე ეს ნაბიჯი მაინც გადავდგი, შეგიძლიათ ჩემი ეს სიტყვები ძალიან მწარედ გამახსენოთ“ - განაცხადა ჟურნალ "გზასთან" დოდონამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×