ია აბულაშვილი
04.11.2022

ოპოზიციის გაერთიანებას, რასაც ბოლო დღეებია, აქტიურად აანონსებს ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე სკეპტიკურად უყურებს და ამბობს, ოპოზიციაში დიდი გაურკვევლობაა, ვინ რა თამაშს თამაშობს. როგორც ჩანს, „სტრატეგია ამღაშენებლის" ლიდერ გიორგი ვაშაძეს უნდა, რაღაც ნიშა დაიკავოს და ფუნქცია შეიძინოს.

თამთა ჩაჩანიძე
04.11.2022

ენმ-ს დაშლა გარდაუვალი იყო. პარტიამ ბოლო ათი წლის განმავლობაში ვერცერთ არჩევნებში ვერ გაიმარჯვა და პრეტენზიები აქვს, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს. ბუნებრივია პარტიაში რყევები და რღვევები დაიწყებოდა - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ენმ-დან პოლიტიკოს ნონა მამულაშვილის მიერ პარლამენტისა და „ნაციონალური მოძრაობის" დატოვებას. აბაშიძის შეფასებით, საკვირველია ისიც, რომ ენმ-ს ვეტერანი პოლიტიკოსების ხმა არ ისმის.

ია აბულაშვილი
04.11.2022

„ოპოზიციის გაერთიანების პერსპექტივას ამ ეტაპზე ვერ ვხედავ, არც ქარიზმატული ლიდერი ჩანს, მაგრამ პროცესის გააქტიურებას გაზაფხულზე უნდა ველოდოთ, ახალ რეალობაში კი ოპოზიციიდან ყველაზე დიდი შანსი აქვს გახარიას და მის გუნდს" - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

თეონა ვეშაგური
04.11.2022

აქამდეც იყო საქართველოში პრაიმერიზის შემოტანის მცდელობა, მაგრამ შედეგიანი არ აღმოჩნდა, ახლა მითუმეტეს არ იქნება - ასე აფასებს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" საუბრისას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გაჩენილ იდეაზე.

თამთა ჩაჩანიძე
03.11.2022

კრემლი მსოლფლიოს კვლავ ბირთვული იარაღით აშანტაჟებს - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითულობთ, რომ ბირთვულ იარაღს მხოლოდ მასობრივი განადგურების იარაღით მიტანილი იერიშის საპასუხოდ გამოიყენებს, ან თუ მათ წინააღმდეგ გამოყენებული იქნება ჩვეულებრივი, კონვენციური იარაღი, რომლით თავდასხმაც მათი სახელმწიფოს არსებობას საფრთხეს შეუქმნის.

ელზა პაპოშვილი
03.11.2022

ოპოზიციის ნაწილი პარალმენტის დატოვების შესახებ კვლავ ალაპარაკდა, თუმცა ნაწილისთვის  ეს იდეა მიუღებელი და პოლიტიკურად არაფრის მომცემია. ეს თემა კი აქტულური მას შემდეგ გახდა, რაც ამისკენ ოპოზიციას ექს-პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოუწოდა. 

მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ თუკი ოპოზიცია პარალმენტს დატოვებს, მაშინ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი დაიწყებს, ეს სიტუაციას დაძაბავს და დასავლეთი იძულებული გახდება ოპოზიციის გადაწყვეტილება მიიღოს, ხოლო  ხელისუფლებაზე  ზეწოლას გააძლიერებს.  

თეონა ვეშაგური
03.11.2022

ქვეყანას ნამდვილად სჭირედება დეოლიგარქიზაცია და ის განხორციელდება იმ ხალხის მიმართ ვინც „ხალხის ხარჯზე მიიღო სისხლიანი ფული, მილიონები და მილიარდები", მინიშვნელოვანია, რომ მათ არ დაიბრუნონ საქართველოში ძალაუფლება, აცხადებს „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

თეონა ვეშაგური
03.11.2022

თეთრი სახლი ჩრდილოეთ კორეას რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მხარდაჭერაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ჩრდილოეთი კორეა შესაძლოა რუსეთს საიდუმლოდ აწვდის საარტილერიო ჭურვებს. ინფორმაციას ამის შესახებ სიენენი ამერიკის დაზვერვასა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

თამთა ჩაჩანიძე
02.11.2022

ვლადიმერ პუტინი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინისთვის ზამთარი რაც შეიძლება გაუსაძლისი იყოს, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კრიტიკულ ინფრასტრუქტურებზე ავიაიერიშები ზუსტად ამის მანიშნებელია. ოფიციალური კიევი მოსახლეობას მოუწოდებს რთული ზამთრისთვის მოემაზდონ, თუმცა, აცხადებს, რომ რუსებს იმედი გაუცრუვდებათ, რადგან უკრაინა ამასაც გადალახავს.

ელზა პაპოშვილი
02.11.2022

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები კვლავ გრძელდება - რუსეთი უკრაინის ქალაქების დაბომბვას ამ დრომდე არ წყვეტს. ომის 252-ე დღეს ოკუპანტებმა 100-ზე მეტი ჭურვი ისროლეს სუმის ოლქის სასაზღვრო ტერიტორიის მიმართულებით. რუსულმა ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს რეგიონის 6 დასახლებას. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ადგილობრივი ენერგოსისტემა.

თეონა ვეშაგური
02.11.2022

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ჯერ კიდევ საკმაო დროა დარჩენილი, მაგრამ პოლიტიკურ სპექტრში გარკვეული გადაჯგუფებები უკვე დაიწყო. წინასწარი შეფასებით კი ჯერჯერობით 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი მხოლოდ ენმ-სა და „ოცნებას" აქვს.


Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×