თამთა ჩაჩანიძე
10.09.2026

პრემიერი ირაკლი კობახიძე პარიზში კოსმოსის საკითხებზე გამართულ პირველ საერთაშორისო სამიტს დაესწრო. სამიტი საფრანგეთისა და გერმანიის თანათავმჯდომარეობით გაიმართა და მისი მთავარი თემები მეცნიერება, კვლევა, უსაფრთხოება და თავდაცვაა. კობახიძე საფრანგეთში ემანუელ მაკრონის მიწვევით ჩავიდა და ვიზიტის ფარგლებში სამიტის მონაწილე ლიდერების პატივსაცემად ელისეს სასახლეში გამართულ ოფიციალურ მიღებასაც დაესწრო.

თამთა ჩაჩანიძე
10.09.2026

ოპოზიციური გაერთიანებების იდეა კვლავ ბრუნდება - ინიციატივა ოპოზიციაში ერთობის ახალი ფორმულის ძიებას უკავშირდება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა წინა გაერთიანებებმა ხანგრძლივი და სტაბილური თანამშრომლობა ვერ უზრუნველყო და ოპოზიციური ძალები კვლავ ცალ-ცალკე აგრძელებენ პოლიტიკურ საქმიანობას. მეტიც, ასეთი მცდელობების მერე ოპოზიციურ ძალებს შორის დაპირისპირება არა თუ შემცირდა, არამედ კიდევ უფრო გაღრმავდა - ლიდერები ერთმანეთის საჯარო კრიტიკასა და ლანძღვაზეც გადავიდნენ, რაც განსაკუთრებით ბოლო ალიანსის მაგალითზე გამოჩნდა.

ნატალია ჯვარიძე
10.09.2026

საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ რუსეთში ქვედანაყოფი „გეორგიევსკი" ჩამოაყალიბა და „ქართული ლეგიონი" სამხედრო დამნაშავეებად გამოაცხადა. ექსპერტ მამუკა არეშიძის შეფასებით, რუსეთის მხარეს ასეთი რაზმის შექმნა „ამორალური მკრეხელობაა". რუსეთის მხარეს მებრძოლ ქართველებზე საუბრისას არეშიძე ამბობს, რომ მათი რაოდენობა ბევრად მცირეა, ვიდრე იმ ქართველებისა, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძვიან.

თამთა ჩაჩანიძე
09.09.2026

ბრიუსელისა და პრეზიდენტ დონალდ ტრაპმის ადმინისტრაციის პოლიტიკურ ხედვებს შორის არსებული განსხვავება შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირის გაფართოების პროცესზეც ახდენს გავლენას.

თამთა ჩაჩანიძე
09.09.2026

"ქართული ოცნება" ბრიუსელისგან ევროკავშირის პოლიტიკის შეცვლას და საქართველოს მიმართ უფრო "სამართლიან" მიდგომას ითხოვს. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას პრობლემა არა ევროპულ ინტეგრაციასთან, არამედ ევროკავშირის დღევანდელ პოლიტიკასთან და "ბრიუსელის ბიუროკრატიასთან" აქვს. მისივე თქმით, ევროკავშირმა "ნდობა დაკარგა" და, თუ საქართველოს წევრობა სურს, საკუთარი პოლიტიკის გადახედვა მოუწევს.

თამთა ჩაჩანიძე
08.09.2026

ყოფილმა გენპროკურორმა რუსეთის მოქალაქე ოთარ ფარცხალაძემ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მოხალისეთა ინტერნაციონალური ბატალიონი „გეორგიევსკი" შექმნა, რომლის მიზანიც რუსი სამხედროების დახმარებაა.ფარცხალაძის ფოტოს „ფრონტის ხაზიდან" მისი მეგობარი, პრორუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფია „ტელეგრამ" არხით ავრცლებს.

ნატალია ჯვარიძე
08.09.2026

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ევროკავშირის მკვეთრად გაუარესებული ურთიერთობების მიუხედავად, ვერც უკრაინა და ვერც მოლდოვა საქართველოზე ადრე ევროკავშირის წევრები ვერ გახდებიან. უმრავლესობის შეფასებით, ბრიუსელის მტკიცე პოზიციით გაფართოება ექსკლუზიურად დამსახურებაზეა დაფუძნებული და გამონაკლისები არ დაიშვება. ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით, ჩატარებული რეფორმების ფონზე და ევროკავშირთან ურთიერთკომპრომისების შემთხვევაში, საქართველოს შანსი აქვს, დაკარგული დრო სრულად აინაზღაუროს.

ნატალია ჯვარიძე
08.09.2026

ოპოზიციაში შიდა დაპირისპირების ახალი ტალღა დაიწყო. „კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია ამჯერად „ნაცმოძრაობასთან" ერთად „გირჩს" დაუპირისპირდა, რომელმაც ახლახანს შეიცვალა სახელი და ახლა „თავისუფალი ხალხის პარტია" ეწოდება. ამას გარდა, გვარამია გადაჭრით უარყოფს მისი პარტიის მიერ წინასაარჩევნოდ 40-მილიონიანი დაფინანსების მიღებას და იმაზეც წერს, თუ რატომ აირჩია ნიკა გილაურმა 2024 წლის არჩევნების წინ სწორედ მისი პარტიის და არა „ნაცმოძრაობის" დაფინანსება.

თამთა ჩაჩანიძე
08.09.2026

ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მეექვსე წერილსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა - ყოფილი პრემიერი ხელისუფლებას მისი „განაცების" მცდელობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესი სამართლებრივი კი არა, პოლიტიკური დევნაა. „ოცნებაში" კი ამბობენ, რომ ყოფილი პრემიერი პოლიტიკურად არ იდევნება და სასჯელს სამართლებრივი პროცესის ფარგლებში იხდის.

თამთა ჩაჩანიძე
07.09.2026

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ევროკავშირმა პრაგმატული მიდგომის შემთხვევაში საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან უნდა ისაუბროს. მათი შეფასებით, ხელისუფლება საკუთარი პოზიციისა და დამოკიდებულების შეცვლას ვერ დაიწყებს იმის მიხედვით, მოეწონება თუ არა ის ევროკავშირის რომელიმე პოლიტიკოსს.

თამთა ჩაჩანიძე
07.09.2026

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს და მთავრობის შესაძლო ცვლილებებზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. ამასთან, კობახიძე უარყოფითად აფასებს გავრცელებულ ცნობას, თითქოს პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებას ზურაბ პატარიძე გეგმავს და აღნიშნულ ინფორმაციას "ჩორტაობას" უწოდებს.

ნატალია ჯვარიძე
06.09.2026

„კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ნინა გვარამია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ნინო წილოსანს ღიად ემუქრება და აცხადებს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ვიცე-სპიკერს „ბევრი რამის მოყოლა" მოუწევს. ექსპერტების შეფასებით, მსგავსი მუქარის შემცველი განცხადებები, კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, თავად ოპოზიციას აზიანებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×