ირაკლი ლომიძე 05.04.2021
პანდემიის გამო დაუძლურებულ ეკონომიკას ლარის კურსი და ინფლაცია სერიოზულ პრობლემას უქმნის, საიდანაც გამოსვლის რეალური გეგმა ქვეყანას არ გააჩნია. ვხედავთ, რომ ვერც ინფლაციის მოთოკვა და ვერც კურსის დაჭერა ხერხდება. ასეთ პირობებში ქვეყნის ეკონომიკას განვითარება არ უწერია. ხალხი და ბიზნესიც კი გაკოტრებისთვის არის განწირული.
|
ირაკლი ლომიძე 02.04.2021
ეკონომიკური ჩაკეტილობისა და ბიზნესის რეგრესის ფონზე აქტიურად დაიწყო საუბარი, რომ ბიუჯეტს შეკვეცა სჭირდება. მთავრობას საქმე ისე წაუვიდა, რომ შემოსავლებში ბიუჯეტს დეფიციტი ელის და დიდი ალბათობით, ამ მხრივ იგი ვერ შესრულდება. გამოსავალი თითქმის არ არსებობს, გარდა იმისა, რომ საგარეო ვალის აღება მოხდეს ან ბიუჯეტი დაკორექტირდეს. ფინანსისტები უკანასკნელ მოსაზრებას უფრო იზიარებენ და აცხადებენ, რომ ცვლილება აუცილებელია, თუმცა ეს რეალურად წლის მეორე ნახევრიდან იქნება შესაძლებელი.
|
გვანცა წულაია 01.04.2021
ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. ამიტომ, ეროვნულმა ბანკმა კურსის გასამყარებლად, გუშინ, გასაყიდად 40 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიტანა, თუმცა აქედან აუქციონზე მხოლოდ 27.5 მლნ გაიყიდა. ეს ნიშნავს, რომ უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა აღარ არის. მიუხედავად ამისა, კურსი უმნიშნვნელოდ გამყარდა და მხოლოდ 3.4250-მდე ჩამოვიდა, ისიც გვიან საღამოს. „რეზონანსი“ შეეცადა გაერკვია, რა უცნაური ტენდენციებია სავალუტო ბაზარზე.
|
გვანცა წულაია 01.04.2021
პროდუქტები გაძვირების მოლოდინშია. ეროვნული ვალუტის გაუფასურება და არასტაბილურობა ძალიან დიდ პრობლემებს იწვევს, რაც საბოლოო ჯამში, როგორც იმპორტირებულ, ისე ადგილობრივ პროდუქციას აძვირებს. იმპორტიორები და მეწარმეები კურსის ძველ ნიშნულზე დაბრუნებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ფასების „დაჭერა“ ვერაფრით ვეღარ მოხდება.
|
ირაკლი ლომიძე 31.03.2021
პრემიერ-მინისტრსა და ბიზნესს შორის შეხვედრამ შედეგი რეალურად ვერ გამოიღო. ბიზნესმენებმა ვერ მიიღეს ქვეყნის მეთაურისგან არგუმენტირებული პირობა, რომ ლარს შეიძლება რამე ეშველოს. ყოველ შემთხვევაში, მთავრობამ ვერ შეძლო კერძო სექტორის დამშვიდება, რომ კურსი მოკლევადიან პერიოდში გამყარდება. ამის წინაპირობას ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები არ იძლევა.
|
გვანცა წულაია 31.03.2021
საქართველოში უახლოეს დღეებში შეზღუდვების მორიგი ეტაპი ამოქმედდება. რეგულაციების გატარება თავდაპირველად სოფლებიდან დაიწყება, შემდეგ კი, დიდი ალბათობით, წერტილოვანი შეზღუდვები რეგიონებში და ქალაქებშიც დაწესდება. საგანგაშოდ მძიმე იქნება ლოქდაუნის მორიგი ეტაპი ეკონომიკისთვის. სპეციალისტები ამბობენ, რომ ახლა, ქვეყანაში რეგულაციების გატარების წინაპირობა ნამდვილად არ არსებობს და ამ გზით მხოლოდ უმძიმეს შედეგს მივიღებთ.
|
გვანცა წულაია 30.03.2021
ეროვნული ვალუტის თავბრუდამხვევი დევალვაცია გრძელდება. ბოლოს „ბლუმბერგის" სავაჭრო პლატფორმაზე ერთი დოლარის ღირებულებამ 3.44 ლარს მიაღწია, ხოლო ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში 3.50-ს გადააჭარბა. დღეს მოქმედი კურსი 2021 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება ჯერ კიდევ გაგრძელდება და არ არის გამორიცხული, ისტორიული ანტირეკორდიც დამყარდეს.
|
გვანცა წულაია 30.03.2021
ქართველი მწარმოებლები და დისტრიბუტორი კომპანიები ჰიპერმარკეტ „კარფურს“ სასამართლოში უჩივიან. საუბარია რამდენიმე სარჩელზე. საქმე ეხება „კარფურის“ მხრიდან მიმწოდებლებისათვის თანხების უკანონო ჩამოჭრის პრაქტიკას, რაც კომპანიებს სოლიდური თანხებით აზარალებს. თავად „კარფურში” აცხადებენ, რომ ისინი საქართველოში შემოსვლის დღიდან მაღალი სტანდარტებითა და ყველა ადგილობრივი კანონისა თუ რეგულაციის დაცვით მუშაობენ.
|
თიკა სიბოშვილი 30.03.2021
პანდემიის პირობებში საგანგაშოდ დაზარალებულ ბიზნესსექტორთან ქვეყნის ახალმა პრემიერმა შეხვედრა გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესისთვის თითქმის ყველანაირი შეზღუდვა მოიხსნა, კერძო სექტორი მაინც მძიმე ვითარებაშია. ახლა, ირაკლი ღარიბაშვილთან ჩანიშნული შეხვედრით, ბიზნესს იმედი გაუჩნდა. „რეზონანსმა“ ის დეტალები გაარკვია, რომელთა განხილვასაც ბიზნესი პრემიერთან აპირებს.
|
ირაკლი ლომიძე 29.03.2021
ხელისუფლება, შეზღუდვების მესამე ტალღაზე საუბარს ყოველდღე უმატებს, მიუხედავად იმისა,რომ ჯერ ამისთვის არავითარი ობიექტური წინაპირობა არ არსებობს. თანდათან მკაცრდება ეპიდემიოლოგების ტონიც, რომელთაც დიდი გავლენა აქვთ უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებებზე. ,,ბიზნეს-რეზონანსი“ დაინტერესდა, მესამე ტალღის შეზღუდვების შემთხვევაში, რა რესურსი აქვს ბიუჯეტს, რომ მორიგ ლოქდაუნსა თუ წერტილოვან შეზღუდვებს გაუძლოს.
|
ირაკლი ლომიძე 29.03.2021
პანდემიამ საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესს დიდი პრობლემა შეუქმნა. დარგი, რომელიც წესით, ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს, დღითი დღე კარგავს პოზიციებს. მართალია, ეს ტენდენცია შესამჩნევია ყველა ქვეყანაშია, მაგრამ ჩვენთან განსაკუთრებით მძიმეა ეს პროცესი, რადგან ფაქტობრივად, არანაირი ნიშნები არ ჩანს, რომ მთავრობა ამ პრობლემის მოგვარებას და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობას ცდილობდეს. ტენდენცია თუ გაგრძელდა, ბიზნესის ეს მიმართულება საერთოდ გაქრება და მხოლოდ ოლიგოპოლისტებსა და მონოპოლისტებზე გავხდებით დამოკიდებული, რისი რისკიც, კვლევებს თუ ვერწმუნებით, არცთუ მცირეა.
|
ირაკლი ლომიძე 29.03.2021
საქართველოს რეგიონებში მუშახელის სერიოზული დეფიციტია. მაშინ, როცა სამუშაო ძალის დიდი ნაწილი, 100 ათასამდე ადამიანი მზადაა, გერმანიაში სამუშაოდ გაიქცეს, სამშობლოში მუშაობის სურვილი მოქალაქეებს თითქმის აღარ აქვთ. ამ დროს არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ მოქალაქეებმა თვეში, საშუალოდ, 1200 ლარი გამოიმუშავონ. მიუხედავად ამისა, ბევრი ადამიანი ამ შესაძლებლობაზე უარს ამბობს და ცდილობს დატოვოს ქვეყანა. ასეთ დროს, არ არის გამორიცხული, მათი ადგილი სხვა ქვეყნების მოქალაქეებმა დაიკავონ, რომლებიც მზად იქნებიან, ნებისმიერი გასამრჯელოს ფასად იმუშაონ საქართველოში. მომავალში ამგვარი საფრთხე საკმაოდ მაღალია.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|