ირაკლი ლომიძე 19.04.2021
ბიზნესისა და ეკონომიკისთვის ბოლო დროის ყველაზე დიდ პრობლემად პანდემია მიიჩნევა, თუმცა არანაკლებია ისეთი ფაქტორების გავლენა, როგორიცაა ლარის კურსი და ქვეყნის პოლიტიკური არასტაბილურობა. განსაკუთრებით კი იმ დარგებს უჭირს, რომელთა საქმიანობა პირდაპირ თუ ირიბად ტურიზმის სფეროს უკავშირდება. ადგილობრივი მეწარმეები, ასევე იმპორტიორები ამბობენ, რომ მდგომარეობის გამოსწორება რეალურად შეუძლებელია, სანამ საქართველოს პანდემიურ კრიზისს არ დაძლევს.
| |
ირაკლი ლომიძე 15.04.2021
ნამოხვანჰესთან დაკავშირებით პროტესტი პიკშია. არც რიონის ხეობის მცველები და არც მთავრობა აპირებს დათმობას. ,,რეზონანსი“ დაინტერესდა, რამდენად გადაჭარბებულია პოზიცია ჰესის მშენებელთა და მოწინააღმდეგეთა მხრიდან, არის თუ არა სინამდვილეში კაბალური პირობები, რა მოსაზრებებია თუნდაც სასარგებლო წიაღისეულთან დაკავშირებით და არის თუ არა რისკები იმ "სიმძიმის", რასაც აქციის მონაწილეები წარმოგვიდგენენ.
|
გვანცა წულაია 15.04.2021
კორონავირუსის პანდემიამ უძრავი ქონების ბაზარზე დიდი ცვლილებები გამოიწვია. ეპიდემიის გავრცელების შემდეგ, სამშენებლო სფეროში ვითარება უფრო და უფრო იძაბებოდა. სახარბიელო მდგომარეობა არც ახლაა, რადგან ეპიდემიამ რეალიზაციაზე დიდი გავლენა მოახდინა. მისგან გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა მოსახლეობას ბინის შეძენის საშუალება გაუქრო, რის გამოს ბაზარზე აქტივობამ მკვეთრად იკლო.
|
გვანცა წულაია 15.04.2021
წელს ინფლაცია შარშანდელზე მეტი იქნება. ამის ნიშნები უკვე წინა თვეში გამოჩნდა, როდესაც 7.2%-იანი მაჩვენებელი დაფიქსირდა. წლის ბოლო შეიძლება კიდევ გაიზარდოს და საგანგაშო ნიშნულამდე მივიდეს. ,,რეზონანსი“ სპეციალისტებთან ერთად შეეცადა გაერკვია, როგორი იქნება ინფლაცია და რა უნდა გაკეთდეს მოკლე ვადაში მის მოსათოკად.
|
ირაკლი ლომიძე 14.04.2021
ლარს უკვე ვეღარაფერი შველის. გუშინაც მორიგი ნახტომისებური გაუფასურება მოხდა, რაც ადასტურებს, რომ მთავრობასა და ეროვნულ ბანკს კურსის გამყარების არანაირი ბერკეტი არ გააჩნიათ. ერთადერთი ინტერვენციებია და უკვე ამასაც თავს არიდებენ. ვერც პრემიერი ასრულებს ბიზნესთან დადებულ პირობას კურსის სტაბილურობასთან დაკავშირებით. მთავრობაში ღარიბაშვილის ხელმეორედ მოსვლიდან ორიოდ თვეში ლარი რეკორდულ ნიშნულს მიუახლოვდა და ამ პრობლემას ვერაფრით უპირისპირდებიან. ელემენტარულად, ვერ ახერხებენ, რომ სპეკულაციური მომენტები მაინც ჩააცხრონ. ექსპერტებს აქვთ სერიოზული ეჭვი, რომ გუშინ ლარი სწორედ ამ ფაქტორმა გააუფასურა.
|
გვანცა წულაია 14.04.2021
საქართველოში შეზღუდვების დაწესება, პრაქტიკულად, გადაწყვეტილია. ქვეყანა კიდევ ერთი „ლოქდაუნის“ წინაშეა. კორონავირუსის მესამე ტალღა უკვე დაიწყო, რაც იმის მანიშნებელია, რომ სულ მალე შეზღუდვების მორიგი ეტაპი ამოქმედდება, რაც ისედაც სულთმობრძავ ბიზნესს შეიწირავს კიდეც. მძიმე პროგნოზს აკეთებენ სპეციალისტები, რომლებიც პირდაპირ ამბობენ, რომ წელს ეკონომიკა რეცესიიდან ვერ გამოვა, ხოლო ბიზნესის დიდი ნაწილი გაკოტრდება.
|
გვანცა წულაია 13.04.2021
საქართველოს მთავრობა ახალ ვალს იღებს. ფინანსთა სამინისტრომ წინა კვირას 500-მილიონიანი ევრობონდების ძველი განთავსების ვალდებულება დაფარა და მაშინვე შეუდგა ახალ სესხზე მუშაობას. „რეზონანსი“ შეეცადა გაერკვია, რატომ აპირებს საქართველოს მთავრობა ახალი ბონდების განტავსებას მაშინ, როდესაც იგივე ოდენობის ვალი რამდენიმე დღის წინ ავად თუ კარგად დაფარა.
|
თიკა სიბოშვილი 13.04.2021
პანდემიამ საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესს დიდი პრობლემა შეუქმნა. დარგი, რომელიც ეკონომიკის მამოძრავებელი ძალაა დღითი დღე იძირება. ამ დროს ხელისუფლება შეზღუდვების მესამე ტალღაზე საუბარს ყოველდღე უმატებს. ფაქტია, ქვეყანაში არანაირი ნიშანი არ ჩანს იმისა, რომ მდგომარეობა გამოსწორდება და ეკონომიკა გამოცოცხლებას დაიწყებს. ტენდენცია თუ ასე გაგრძელდება და ახალი შეზღუდვები დაწესდება, ბიზნესი საბოლოოდ დასამარდება.
|
გვანცა წულაია 13.04.2021
მსხვილმა ექსპორტიორებმა რუსული ხორბლის შეძენა შეწყვიტეს. მიზეზი საბაჟო გადასახადის 50 ევრომდე გაძვირებაა, რომელიც 1-ლი მარტიდან ძალაში შევიდა. ამის გამო რუსული მარცვლეულის შეძენას ბევრი მსხვილი ექსპორტიორი გამოეთიშა, რადგან ამ ქვეყანის პროდუქტი უკვე არაკონკურენტუნარიანია. რა მოჰყვება ასეთ ნაბიჯებს ახლო მომავალში?
|
ირაკლი ლომიძე 12.04.2021
მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში გამოცხადებულ ლეგალური დასაქმების ვაკანსიებზე საქართველოში არნახული მოთხოვნაა. სამუშაოდაკარგული, ღარიბი და ხშირ შემთხვევაში, ხელმოცარული მოქალაქეები მზად არიან, ნებისმიერ ფასად დათანხმდნენ საზღვარგარეთიდან შემოთავაზებული შრომის პირობებს, რომელიც აქედან, ერთი შეხედვით, ნორმალური ჩანს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ პროგრამების მიღმა მიზერული თანხა და მონური შრომაა. შრომის ანაზღაურება, მინიმუმ, 3-ჯერ ნაკლებია იმასთან შედარებით, რასაც უცხოელი დამსაქმებლები საკუთარ მოქალაქეებს უხდიან. ქართველების დასაქმებით კი ეკონომიის გაწევის დიდი შესაძლებლობა უჩნდებათ.
|
რეზონანსი 12.04.2021
ენგურჰესი რეაბილიტაციის გამო გაჩერებულია, რითიც საქართველოს ელექტროგენერაცია 21%-ითაა შემცირებული. თუმცა მისი სრულად ამოქმედების დრო მოახლოვდა. აქამდე ენგურიდან გამომუშავებულ დენს აფხაზეთი უფასოდ იღებდა. რა მოხდება ჰესის ამუშავების შედეგ, როცა სიმძლავრე გაზრდილი იქნება, როგორ გადანაწილდება კვოტები და რამდენი უნდა მიიღოს ოკუპირებულმა ტერიტორიამ დანარჩენი საქართველოსგან?
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|