გვანცა წულაია
19.09.2024

ქართული ბიზნესი კადრების დეფიციტს ისევ განიცდის და ამის მთავარი მიზეზი ხელფასი და კვალიფიკაციაა. დასაქმებულებს ანაზღაურება არ აკმაყოფილებთ, ბინზესი კი ამბობს, რომ ხელფასებს მეტად ვეღარ გაზრდის, წინააღმდე შემთხვევაში პროდუქციის გაძვირება მოუწევს. 

გვანცა წულაია
18.09.2024

ლარის კურსმა გაუფასურება დაიწყო. ერთ დღეში ეროვნული ვალუტა ორი პუნქტით დაეცა. თუ კი აქამდე კურსი ეტაპობრივად მყარდებოდა და სტაბილურ ნიშნულზე იყპ, ახლა მდგომარეობა შეიცვალა. "რეზონანსი” შეეცადა გაერკვია, რას უკავშირდება ლარის გაუფასურება და რა პროცესები დაიწყება მოახლოებული არჩევნებისა და ამოქმედებული სანქციების ფონზე?

გვანცა წულაია
17.09.2024

აშშ-დან საქართველოს მოქალაქეების მისამართით სანქციები ახალი პაკეტი დაიძრა. ამჯერად საუბარია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელძღვანელ ზვიად ხარაზიშვილსა და მის მოადგილეზე. სანქციების ქვეშ მოხვდნენ ასევე "ალტ ინფოს” დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე. მათ გარდა, სავიზო შეზღუდვა დაუწესა 60-ზე მეტ ქართველს და მათ ოჯახის წევრებს. სანქციები ქართველების მიმართ აშშ-ს აქამდეც დაუწესებია, მაგრამ მაშინდელ გადაწყვეტილებას ქვეყნის ეკონომიკაზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია, ამჯერად უნდა ველოდოთ თუ არა პრობლემების ტალღას? 

გვანცა წულაია
17.09.2024

საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე წელსაც სტაბილურად იზრდება და როგორც მთავრობაში ითქვა, ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ განვითარება მომავალშიც გაგრძელდეს, თუმცა წინ არჩევნებია. საინტერესოა, 26 ოქტომბრის შემდეგ ხომ არ შეიქმნება საფრთხე, მით უმეტესს, რომ სანქციების საკითხი საქართველოსთვის ხელახლა დაიძრა. 

ირმა ჩიტაია
16.09.2024

ავარიული სკოლების დემონტაჟისა და რეაბილიტაციის პრობლემა კვლავ აქტუალურია. ახალი სასწავლო წლის დაწყება ბავშვების ნაწილს ისევ სხვადასხვა სკოლებში შეხიზნულებს უწევთ. ბოლო რამდენიმე წელია, რაც ავარიული სასწავლო დაწესებულებების მასობრივი დემონტაჟი მიმდინარეობს. ზოგიც დათქმულ დროზე შენდება და ახლდება, მაგრამ არის სკოლები, სადაც მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესი უსასრულოდ გაიწელა.

ქეთო გოგოხია
16.09.2024

სამშენებლო სფეროს რეგულირების მიუხედავად, დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებშიც მშენებლობები ისე მიმდინარეობს, რომ გარშემო ინფრასტრუქტურა ზიანდება და მოქალაქეების უსაფრთხოება რისკი ექმნება. კერძო სექტორი და არც მერია მოსახლეობასთან კომუნიკაციას და არც გაცემული ნებართვების გადახედვას არ ცდილობენ, რაც საბოლოოდ მობინადრეებს დიდ პრობლემას უქმნის. განსაკუთრებით უჭირთ ახლომდებარე დაბალ შენობებს, რადგან მიმდინარე მშენებლობის გამო იშლება ქანები და იბზარება საცხოვრებელი კორპუსები აღარაა უსაფრთხო. პრობლემას სპეციალისტები კანონმდებლობის ხარვეზს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ ნებართვების გაცემამდე არ ხდება მშენებლობასთან დაკავშირებული გარკვეული საკთხების შესწავლა, მათ შორის, მოსახლეობასთან ურთიერთობა,  ჰიდროგეოლოგიის გათვალისწინება და სხვა, რაც საერთოდ კანონმდებლობის მიღმაა.

ქეთო გოგოხია
16.09.2024

მომსახურების სფეროში უცხოელი იაფი მუშახელი მომრავლდა. განსაკუთრებით საკურიერო ბიზნესში, სადაც მიმტანებად არაერთი ჩინელი, ინდოელი და ირანელია დასაქმებული. როგორც ჩანს, საქართველოში არსებული კადრების დეფიციტის შევსებას ბიზნესი  უფრო დაბალანაზღაურებადი ქვეყნებიდან სამუშაო ძალის  მოზიდვით ცდილობს. პრობლემას ამ შემთხვევაში ენის ბარიერი ქმნის, რაც მომსახურების ხარისხზე უარყოფითად მოქმედებს და მომხმარებლებშიც გარკვეულ დისკომფორტს ქმნის. მიუხედავად ამისა, ეს უცხოელების დასაქმებას ხელს არ უშლის. 

გვანცა წულაია
12.09.2024

ზაფხულის სეზონზე ბათუმი ტურისტებით განსაკუთრებით დაიტვირთა. მათი სიმრავლე იგრძნობოდა გზებზე, სხვადასხვა ობიექტის რიგებში თუ სანაპირო ზოლზე. აქტივობა შეიმჩნეოდა სხვა ზღვისპირა ქალაქსა თუ საქართველოს მთებში, მაგრამ განსაკუთრებულად დატვირთული სწორედ ბათუმი აღმოჩნდა. მაღალი აქტივობის გამო სხვადასხვა სახის პრობლემა შეიქმნა, გზებზე და კვების ობიექტებში, თუნდაც გასართბ სივრცეებში. 

გვანცა წულაია
12.09.2024

საქართველოში სესხებზე ხელმისაწვდომობა მზარდია, თუმცა პრობლემა კრედიტების სიძვირეა და ამ სიძვირით ქვეყანა მსოფლიოში 23-ე ადგილზეა. მაღალი საპროცენტო განაკვეთის გამო მსესხებლების ნაწილი ე.წ. შავ სიაში ხვდება. 

გვანცა წულაია
12.09.2024

მალე საქართველოში იქნება თანამედროვე სისტემა, რომელიც საგრძნობლად გააუმჯობესებს ამინდის პროგნოზს და ადრეული შეტყობინების სისტემას. ამ მიზნით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ფინეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა. ვიზიტის ფარგლებში განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: მეტეოროლოგია და კლიმატოლოგია. 

ირმა ჩიტაია
11.09.2024

საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი დაბალ ნიშნულს ინარჩუნებს. ბოლო დროს მან საგრძნობი კლება განიცადა და დიდი ხანია უკვე საბაზო მაჩვენებელზე ქვემოთაა. თუ ეს ტენდენცია  გაგრძელდება, შესაძლოა,  მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კიდევ შემცირდეს. ეს კი ცხადია, წამახალისებელი და სტიმულის მომცემი იქნება, როგორც ბიზნესისთვის, ასევე მოსახლეობისთვის. მაინც რა განაპირობებს ინფლაციის ასეთ დაბალ დონეზე შენარჩუნებას?

გვანცა წულაია
11.09.2024

საქართველოში ჩინური ავტომობილების შემოყვანა ძალიან გახშირდა. უმთავრესი მიზეზი, რასაკვირველია, მანქანების სიიაფეა. ავტობიზნესის წარმომადგენლები და ექსპერტები ამბობენ, რომ ბაზარზე ჩინეთის გააქტიურებამ შესაძლოა, სერიოზული პრობლემები მოიტანოს.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×