ქეთო გოგოხია
10.07.2023

სავალუტო რყევების და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში მიმდინარე პროცესების მეტი სტაბილურობის გარანტად ფიქსირებული ლარის მოდელის შემოღებაზე საუბრობენ. საბანკო სფეროს სპეციალისტების ნაწილს მიაჩნია, რომ ეკონომიკური განვითარებისთვის მსგავსი გადაწყვეტილება ძალიან სასარგებლოა, რაზეც ქვეყნის მთავრობას გარკვეული ზომების მიღება მოუწევს და ყველაზე ოპტიმალური გზა ფიქსირებული კურსია.

გვანცა წულაია
10.07.2023

ევროკავშირის რუსეთთან ვაჭრობა გასაოცარ რიცხვებში არის წარმოდგენილი. ეს ხდება მაშინ, როდესაც ევროპარლამენტარების მხრიდან საქართველოს მისამართით არაერთი ბრალდება ისმის. მიუხედავად არაერთხელ დამტკიცებული ფაქტებისა, რომ საქართველოში არნაირი „შავი ხვრელების“ არ არსებობს,  ქართულ ოპოზიციასთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ჯიუტად „ამტკიცებენ“, რომ აქ სანქციების გვერდის ავლა ხდება და თანაც ირაკლი ღარიბაშვილის გუნდს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის გაწყვეტისკენ მოუწოდებენ. ამ დროს კი, 2023 წლის 6 თვეში ევროკავშირსა და რუსეთს შორის მარტო წიაღისეული საწვავით ვაჭრობამ 18 მლრდ დოლარს გადააჭარბა.

თამარ ვეფხვაძე
10.07.2023

მაღალმთიან დასახლებაში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით პროგრამა წარმატებით ამოქმედდა. მისი მიზანია ეკონომიკურ საქმიანობაში მეტი ადამიანის ჩართვა და  დასაქმების ზრდა, რაც საბოლოოდ რეგიონების განვითარების წინაპირობაა. მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის განვითარების ახალ პროგრამას „სოფლის განვითარების სააგენტო" ახორციელებს.

გვანცა წულაია
06.07.2023

საქართველოში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა იზრდება და სახელმიწიფოს ფულად დახმარებაზე სულ უფრო მეტი ადამიანი ხდება დამოკიდებული. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა მაქსიმუმზეა. საინტერესოა, როგორ გამოიკვეთა ასეთი გარემოება მაშინ, როცა ეკონომიკა იზრდება, უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა და გარკვეულწილად იზრდება ხელფასებიც?

ქეთო გოგოხია
06.07.2023

რეგიონის ქვეყნებში ეროვნული ვალუტები უფასურდება. როგორც რუბლი, ასევე თურქული ლირა განუხრელად განიცდიან დევალვაციას, რის ფონზეც ლარი საკმაოდ სტაბილურად გამოიყურება და დადებით დინამიკას ინარჩუნებს. რამდენად დააზარალებს ეს პროცესი საქართველოს და კონკრეტულად რა შედეგს გამოიწვევს, სპეციალისტებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ნაწილი ფიქრობს, რომ რეგიონული ვალუტების გაუფასურება ამ ქვეყნებიდან იმპორტირებულ პროდუქციას გააძვირებს. ნაწილი ასეთ მოსაზრებას ემიჯნება და მიაჩნია, რომ გავლენა ექსპორტ-იმპორტისთვის უმნიშვნელო იქნება და საქართველო  ნაკლებად იზარალებს.

გვანცა წულაია
06.07.2023

ევროკავშირის სანქციების 11 პაკეტის მიხედვით, რუსეთის ფედერაციაში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი იკრძალება. კონკრეტულად ამ სექტორში ოკუპანტი ქვეყნისთვის შეზღუდვა აქამდეც იყო დაწესებული, თუმცა მას ახალი გარემოება მიება. ავტომობილების რეექსპორტზე საქართველოს რუსეთის ბაზარზე გათვლა არასოდეს ჰქონია, ამიტომ ევროკავშირის გადაწყვეტილება ქვეყნისთვის ზიანის მომტანი არ იქნება.

გვანცა წულაია
05.07.2023

საქართველოს ეროვნულ ბანკში სიტუაციის შესცვლისა და ნათია თურნავას მოსვლის შემდეგ, ლარის კურსმა ძალიან ნელი ტემპით, მაგრამ ყოველდღიური გამყარება დაიწყო და იმ ნიშნულისკენ დაიძრა, რაც რეალურად ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას შეესაბამება. ეკონომისტები ლარის უცაბედ გაუფასურებას სხვადასხვა გარემოებებთან აკავშირებენ, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამბობენ, რომ ზაფხულის პერიოდში კურსი გამყარებული და სტაბილური იქნება.

თიკა სიბოშვილი
05.07.2023

უძრავი ქონების მფლობელების დიდი ნაწილი, ფინანსური სარგებლის ნაცვლად, მდგმურების თაღლითობის მსხვერპლი ისევ ხდება. მდგომარეობა განსაკუთრებით მას შემდეგ შეიცვალა, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო და უამრავი მიგრანტი შემოვიდა ქვეყანაში. სწორედ ამ მიზეზების გამო დღის წესრიგში საპოლიციო გამოსახლების წესის აღდგენა გახდა, შეცვლილი ფორმით, თუმცა ჯერჯერობით ქმედითი კიდევ არ გამოკვეთილა.

გვანცა წულაია
04.07.2023

კანონპროექტი, რომელსაც სურსათის ფასები უნდა დაარეგულიროს, დაპაუზდა. მთავრობაში საკითხს აქტუალურად აღარ მიიჩნევენ, ამიტომ პროექტი თაროზე შემოდეს. იგივე პოზიცია აქვთ სავაჭრო სექტორში, თუმცა დისტრიბურტორთა ასოციაცია შეჩერებას არ აპირებს და მუშაობას მაინც განაგრძობს. რა იქნება საბოლოოდ და რა გზით მოეღება ბოლო სიძვირეს?

გვანცა წულაია
04.07.2023

მოგების გადასახადის ესტონური მოდელით დასაბეგრი ობიექტთა ბაზა ფართოვდება. შესაბამისი პროექტი ფინანსთა სამინისტროს აქვს მომზადებული, სადაც საუბარია ინდმეწარმეებზე, რომლებიც დღეს კლასიკური მოდელით იბეგრებიან. ეკონომისტები სიახლეს მიესალმებიან, და ადასტურებენ, რომ ესტონურმა მოდელმა ეკონომიკაზე კარგი გავლენა მოახდინა.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×