თამთა ჩაჩანიძე
25.08.2024

„ქართული ოცნება" წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში რეგიონალურ ტურნეს აგრძლებს, მცხეთის შემდეგ, ამჯერად ღონისძიებები რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში დაიგეგმა პროცესში პირადად პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია ჩართული, პარტიის ლიდერები ასახელებენ რამდენიმე მიზეზს, რის გამოც საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება სურს.

თამთა ჩაჩანიძე
25.08.2024

პოლიტიკური მხარეები საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს რეფერენდუმის მნიშვნელობას ანიჭებენ - ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ახლა საქართველოს მოქალაქის წინაშე დგას „არჩევანი დასავლეთსა და რუსეთს შორის". მმართველი პარტია კი მრავალვექტორულ პოლიტიკას უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ ხალხმა საბოლოოს უნდა გადაწყვიტოს „ირჩევს ომს თუ ირჩევს მშვიდობას".

ნატალია ჯვარიძე
24.08.2024

„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს" სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხიკვაძის განცხადებით, „მაიმუნის ყვავილს" კორონავირუსისგან განსხავევებით, მძიმე და ხანგრძლივი მიმდინარეობა აქვს, მაღალია ლეტალობის პროცენტული მაჩვენებელიც.

ნატალია ჯვარიძე
24.08.2024

უკრაინა უკვე მესამე წელია დამოუკიდებლობის დღეს ომში ხვდება - პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს დამოუკიდებლობის 33 წლის იუბილე მიულოცა და თქვა, რომ რუსეთი ყველაფრისთვის პასუხს აგებს. ანალიტიკოსების შეფასებით, ამ წელს უკრაინის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია. ამასთან, ისინი ამბობენ, რომ საბოლოოდ, უკრაინამ უფრო დიდი დარტყმა მიაყენა რუსეთს, ვიდრე რუსეთმა უკრაინას. ისინი ტერიტორიების გაცვლასაც ვარაუდობენ.

ნატალია ჯვარიძე
23.08.2024

მმართველი პარტიის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება და გეგმა ენმ-სა და „მისი სატელიტების" აკრძალვაა. თუმცა, როგორც ჩანს, ამაზე თავად „ქართულ ოცნებაში" არაა ერთიანი აზრი. დედაქალაქის მერი და „ოცნების" გენმდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ საუბარია არა ამა თუ იმ პარტიის აკრძალვაზე, არამედ „კონკრეტული დანაშაულებრივი ჯგუფის" გასამართლებაზე. პრემიერი ირაკლი კობახიძე კი სწორედ პარტიის აკრძალვაზე და იმაზე საუბრობს, თუ რა ელით ამ შემთხვევაში ამ პარტიის სიით პარლამენტში მოხვედრილ დეპუტატებს.

თამთა ჩაჩანიძე
23.08.2024

„ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ „ქართული ოცნება" ოქტომბრის არჩევნებზე „ნაცმოძრაობას" „ბუად" ვეღარ გამოიყენებს და ამას „აღარავინ ყიდულობს". როგორც ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, ენმ, როგორც საფრთხობელა - „ოცნების" ამ საარჩევნო სტრატეგიამ 2012 წლიდან დღემდე ყველა არჩევნებზე წარმატებით იმუშავა და ანალიტიკოსის აზრით, დიდია ალბათობა რომ ახლაც იმუშაოს.

ნატალია ჯვარიძე
23.08.2024

„მცხეთაში „ოცნების" გამართული შეხვედრაზე ვერ მოვისმინე რაიმე კონკრეტული მიზანი, თუ როგორ უნდა გამოსწორდეს სიტუაცია", - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა.

თამთა ჩაჩანიძე
23.08.2024

„ოცნებამ" საქართველოს მასშტაბით 30-ივე დელეგატი უკვე დაასახელა. 23 აგვისტოს გაირკვა მათი ვინაობაც, ვინც საარჩევნო პროცესს თბილისის ოლქებში გაუძღვება. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ოცდაათივე დელეგატი წარმოდგენილი იქნება „ქართული ოცნების" პროპორციულ სიაში ე.წ. გამსვლელ ადგილებზე და „საქართველოს პარლამენტში თავისი წარმომადგენელი ეყოლება ყველა ქალაქს და რეგიონს". უკვე ცნობილია ისიც, რომ არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური გაერთიანებები თავისი დელეგატების დანიშვნას არ აპირებს.

ქეთო გოგოხია
22.08.2024

წინასაარჩევნოდ ეროვნული ვალუტა საკმაოდ სტაბილურად გამოიყურება და  ამ მდგომარეობას, სავარაუდოდ, არჩევნების შემდგომ პერიოდშიც შეინარჩუნებს. ყოველ შემთხვევაში, მოლოდინი დადებითია, რაც გავლენიანი ფინანსური ორგანიზაციის კვლევითაც გამყარდა და გავრცელებულ მოსაზრებას ექსპერტთა უმეტესობაც ეთანხმება.

თამთა ჩაჩანიძე
22.08.2024

26 ოქტომბრის არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში, „ქართული ოცნება" კონსტიტუციაში ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის შეცლას გეგმავს, რათა სამართლებრივად მზად იყოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის. მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ეს თემა დღის წესრიგში ნებისმიერ დროს შეიძლება დადგეს. ამ წინასაარჩევნო დაპირებას „ოფიციალური" გამოხმაურება ჯერჯერობით მხოლოდ ცხინვალიდან მოჰყვა. ანალიტიკოსები კი „რეზონანსთან" ამბობენ, რომ ოკუპირებული ტეროტორიების მცხოვრებლები ამას ძირითადა მაინც წინასაარჩევნო პიარის ნაწილად მიიჩნევენ, თუმცა მათ შორის გარკვეული შეშფოთებაც შეიმჩნევა.

ირმა ჩიტაია
22.08.2024

შრომის ბაზარზე კადრებზე დიდი მოთხოვნა და დასაქმების მეტი შესაძლებლობაც გაჩნდა, თუმცა ამან მოსახლეობას დიდი შეღავათი ვერ მისცა. შედეგით კი ყველა უკმაყოფილოა, სამსახურის მაძიებელი და ბიზნესიც, რომელიც საჭირო კადრს დაბალი კვალიფიკაციის გამო ვერ შოულობს და ვერც ხელფასების ზრდის გარანტიას იძლევა. 

ნატალია ჯვარიძე
22.08.2024

საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, როგორც მმართველი პარტია, ისე ოპოზიცია, მაქსიმალურად ცდილობს თავისი მხარდამჭერების მობილიზებას. ორივე მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ 26 ოქტომბერს „ქუდზე კაცი" უნდა გამოვიდეს. როგორ მოქმედებს ეს მოწოდებები და რაც მთავარია, ვის უფრო აწყობს ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა - „ოცნებას" თუ ოპოზიციას?


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×