ნატალია ჯვარიძე
15.11.2024

აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადმინისტრაციას უკვე ავსებს და საკვანძო თანამდებობებზე საკმაოდ "არა სისტემურ" პირებს ნიშნავს, ამიტომაც ზოგიერთი ექსპერტი ამერიკის შიდა და საგარეო პოლიტიკაში გარკვეულ ცვლილებებს პროგნოზირებს. სხვები კი მნიშვნელოვანს არაფერს ელოდებიან.

თამთა ჩაჩანიძე
15.11.2024

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ღამე სასწავლებელში გაათენეს, ისინი 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და 15 ნოემბერს, უნივერსიტეტის ეზოში აქციასაც აანონსებენ, მათ უერთდებიან თბილისიდანაც - ჯიპა-ს, სტუ-ს, ილიაუნის, თსსუ-სა, და თსუ-ს სტუდენტების ნაწილი პროტესტს მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს.

ირმა ჩიტაია
14.11.2024

დედაქალაქში კომუნალური სერვისის მიწოდების საკითხი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ფაქტობრივად, დენი, გაზი, წყალი მოსახლეობას მუდმივად შეფერხებით მიეწოდება და მიზეზად, უმეტესწილად, ავარიული მდგომარეობა სახელდება. ცალსახაა, რომ კომპანიები კეთილსინდისიერად ვერ ასრულებენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს. თითქმის ყოველდღიურად ხდება შეფერხება ამა თუ იმ უბანზე წყალის, შუქისა და ბუნებრივ აირის მიწოდების მხრივ. ეს კი ქმინს დისკომფორტს როგორც მოსახლეობაში, ასევე ხელი ეშლება ბიზნესს თავიანთი საქმიანობის უხარვეზოდ შესრულებაში და ა.შ. 

გვანცა წულაია
14.11.2024

საქართველოს რკინიგზის მმართველობითი ანგარიშიდან ირკვევა, რომ ყარსი-ახალქალაქის რკინიგზაზე საქართველოს რკინიგზის მთლიანი დატვირთვის 1%-იც არ მოდის. ახალქალაქის სადგურის გავლით, 2024 წლის ცხრა თვეში საქართველოში შემოვიდა 13 000 ტონა და გავიდა 9 000 ტონა ტვირთი, რაც მთლიანად რკინიგზის ტვირთბრუნვის - 10 400 000 ტონის ერთ პროცენტსაც არ შეადგენს. მაინც რატომ ვერ ამოქმედდა ახალი მაგსტრალური რკინიგზა სათანადოდ და რა არის ხელისშემშლელი ფაქტორები?

გვანცა წულაია
14.11.2024

რუსეთმა ბენზინის საექსპორტო ბაზარი შესაძლოა, დაგეგმილზე ადრე გახსნას. რუსეთიდან ნავთობპროდუტის შეძენა წლის ბოლომდე აკრძალულია, თუმცა, დიდი ალბათობით, ბაზარი მომავალი კვირიდან გაიხსნება. ასეთ შემთხვევაში საქართველო რუსულ საწვავს ისევ შემოიტანს, რაც სხვა ქვეყნის ნავთობპროდუქტთან შედარებით იაფია. 

თამთა ჩაჩანიძე
14.11.2024

"დაიბრუნე ხმა"- ამ ლოზუნგით პარლამენტთან 17 ნოემბერს აქცია კვლავ გაიმართება. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ანონსშია ნათქვამი, ადამიანები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდნენ, ხალხს თავად მოუყვებიან " რა ნახეს 26 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე", ასევე, იურისტები მომხდარს სამართლებრივად შეაფასებენ, აქციის ორგანიზატორები კი ხედვას და მოქმედების გეგმებს გააცნობენ.

ელზა პაპოშვილი
14.11.2024

ოპოზიცია კვლავ ამტკიცებს, რომ ბრძოლის მთავარი ხაზი ქუჩაში აქციებზე გადის, ამიტომ არცერთი დღე პროტესტის გარეშე არ უნდა იყოს. მათი თქმით,  გაყალბებული არჩევნების და მოპარული ხმების დასაბრუნებლად სამოქალაქო საზოგადოება დემონსტრაციებს განაგრძობს.

ნატალია ჯვარიძე
14.11.2024

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ნატოს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრაზე უკრაინისთვის „მიგ-29" ტიპის ავიაგამანადგურებელი თვითმფრინავების გადაცემის საკითხი განიხილა. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

ნატალია ჯვარიძე
14.11.2024

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეროვნული დაზვერვის დირექტორად კონგრესის ყოფილი წევრი, ტულსი გაბარდი დაასახელა, - ინფორმაციას „სიენენი" ავრცელებს. ტრამპის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ ტულსი გაბარდი აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოებას „უშიშარ სულისკვეთებას" მოუტანს.

თამთა ჩაჩანიძე
14.11.2024

ოთხშაბათს, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა, სადაც ევროპელმა დეპუტატებმა 26 ოქტომბრის არჩევნები გააკრიტიკეს და ევროკავშირის შემდგომ შესაძლო ნაბიჯებზე იმსჯელეს. რამდენიმე ევროპარლამენტარმა კი განაცხადა, რომ საქართველოში შექმნილი ვითარება ევროკავშირის და დასავლეთის სხვა ქვეყნების "უსამართლო პოლიტიკის შედეგია".

ელზა პაპოშვილი
13.11.2024

გერმანიაში, ქალაქ ბრემენში 40 წლის მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მკვლელობა 28 წლის ქართველმა მამაკაცმა სექტემბრის შუა რიცხვებში ჩაიდინა. გავრცელებული ინფორმაციით, ის მოკლულის ახლო წრიდანაა და მოკლულიც ქართველია. 

გვანცა წულაია
13.11.2024

საქართველოში პენსია ყოველწლიურად იზრდება, თუმცა დღევანდელი ეკონომიკური პირობების და ფასების გათვალისწინებით თანხა არასაკმარისია, მაგრამ ეკონომისტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ბიუჯეტს პენსიის მეტად ზრდის შესაძლებლობა არ აქვს. საინტერესოა, რამდენი უნდა იყოს პენსია, რომ პენსიონრებმა საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილება შეძლონ? 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×