თამთა ჩაჩანიძე
08.08.2022

ყარაბაღის კონფლიქტში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში სომხეთი და აზერბაიჯანი ისევ ერთმანეთს ადამაშაულებენ, ბოლო პერიოდში სიტუაცია უკვე მეორედ დაიძაბა, რომელიც თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების ორივე შეხვედრას დაემთხვა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ სიტუაციის ესკალაციას შესაძლოა ორი მიზეზი ჰქონდეს, პირველი, აზერბაიჯანი ფიქრობდეს, რომ რუსეთი უკრაინის ომში დასუსტდა და ყარაბაღისთვის არ სცალია და მეორე, შესაძლოა ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ ტაიპ ერდოღანის შეხვედრისას აზერბაიჯანზე გარკვეული კულუარული მოლაპარაკებებიც იყო.

ელზა პაპოშვილი
08.08.2022

ომის 166-ე დღე უკრაინაში - დონეცკის ოლქში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რუსების თავდასხმებს 5 ადამიანი ემსხვერპლა. 17 კი დაიჭრა. დნეპროპეტროვსკის ოლქში ოკუპანტებმა კვლავ დაბომბეს ნიკოპოლისა და კრივორიცკის რაიონები. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. მსხვერპლი არ არის.

თამთა ჩაჩანიძე
07.08.2022

რუსემა თავისი ძალების უკრაინის სამხრეთისკენ გადასროლა დაიწყეს, სადაც უკრაინელებმა ცოტა ხნის წინ კონტრშეტევა დაანონსეს. სამხედრო ანალიტიკოსთა შეფასებით, კიევის მხრიდან კონტრშეტევის ღიად გამოცხადება უცნაური იყო და მახეს ჰგავდა. შესაბამისად, ეს, დიდი ალბათობით, შესაძლოა საოკუპაციო ძალებს გააზრებულიც ჰქონდეთ და ამიტომ აღმოსავლეთ ფრონტსაც არ შეეშვებიან და შეეცდებიან, რომ სამხრეთის მიმართულებაზე კონტრშეტევა უკრაინელებს დაასწრონ.

ელზა პაპოშვილი
07.08.2022

უნდა დაწესდეს თუ არა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის - ეს საკითხი აგვისტოს ომის მორიგი წლისთავის მოახლოებასთან ერთად უკიდურესად აქტუალური გახდა. ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი რუსეთის მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის დაწესებას ითხოვს, ხელისუფლება კია მათ ამის გამო ქსენოფობიაში ადანაშაულებს. ანალიტიკოსთა უმრავლესობის აზრით, რუსებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება, მიოთუმეტეს საკურორტო სეზონის პიკზე, გაუმართლებელი იქნება. ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი პროცესები კი უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ დაიწყება, როდესაც საქართველოში მყოფი რუსების ნაწილი სამშობლოში დაბრუნდება და ნაწილი აქ დარჩენას გადაწყვეტს.

თამთა ჩაჩანიძე
07.08.2022

ერთი კვირის წინ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ იგი ქართული პოლიტიკიდან წასვლას აპირებს და ამაზე შესაბამის განცხადებას თავად გააკეთებს. თუმცა დღემდე მესამე პრეზიდენტს არაფერი განუცხადებია. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ მართლაც ოპოზიციის ნაწილის ეჭვები სიმართლეს შეესაბამება და სააკაშვილი „ოცნებასთან" გარიგებას ცდილობს, შესაძლოა ხელისუფლებასთან მისი ეს მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, ან ჯერჯერობით იმ კონდინციამდე არაა მისული, რომ სააკაშვილმა წასვლასთან დაკავშირებული განცხადება გააკეთოს.

ელზა პაპოშვილი
06.08.2022

საზარელი დანაშაული კახეთში - 14 წლის გოგონა ამტკიცებს, რომ მასზემამინაცვალი, მამინაცვლის მამადაშვილი წლებისგანმავლობაში სექსუალურად ძალადობდნენ. მისი ინფორმაციით,  ძალადობა 6 წლის ასაკში დაიწყო, თუმცა მას აშინებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ თუ ამის შესახებ დედას ან სხვა ვინმეს მოუყვებოდა, პრობლემები შეექმნებოდა - დედას სახლიდან გააგდებდნენ და მას ხალხში სახელი გაუტყდებოდა. 

თამთა ჩაჩანიძე
06.08.2022

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ამ თანამდებობაზე კიდევ ერთხელ წარდგენაზე უარი თქვა და პარლამენტს ასარჩევად ორი სხვა კანდიდატურა წარუდგინა. თავად კალანდარიშვილი, რომელიც მმართველიპარტიის სიმპატიითა და მხარდაჭერით სარგებლობს, ამბობს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება მისთვის სრულიად მოულოდნელი იყო. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი „რეზონანსთან" პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილების სავარაუდო მოტივებსა და შედეგებზე საუბრობს.

ელზა პაპოშვილი
05.08.2022

ექიმებს შორის სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები ხდება ცნობილი - რა მოხდა  კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერში.  როგორც „რეზონანსისთვის“ ხდება ცნობილი კლინიკის დირექტორი მისავე კოლეგამ საკუთარ კაბინეტში დაჭრა. ირკვევა, რომ სიხლიან ანგარიშსწორებას ექიმებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. დისპანსერის ხელმძღვანელს გიორგი გალდავას კოლეგისგან ცეცხლსასროლი იარაღიდან ნასროლი  ტყვია მხარში მოხვდა და მას სასწრაფო ოპერცია ჩაუტარდა. სავარაუდო თავდამსხმელი მედიკოსი კი ამ ჟამად  გაცეულია, მას პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით  ეძებს. 76 წლის თეიმურაზ ბეჟანიძე კლინიკდან გაქიცა და მის დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. 

თამთა ჩაჩანიძე
05.08.2022

პუტინსა და ერდოღანს შორის საუბრის თემები ბევრია, შესაძლოა საქართველოზეც იყოს საუბარი, რადგან როგორც ვიცი მერე თბილისს ეწვევა და თუ ჩამოვა, შეიძლება გარკვეული ინიციატივებიც წამოაყენოს, მაგრამ რა იქნება წინასწარ ამის თქმა ძნელია - ამის შესახებ „რეზონანსთან" სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ განაცხადა, სოჭში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და თურქ კოლეგა რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრაზე საუბრისას.

ელზა პაპოშვილი
05.08.2022

უკრაინა-რუსეთის ომი კვლავ აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. რუსეთი უკრაინის  ქალაქების დაბომბვას აგრძელებს. საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი მეთაური და გენერალ - მაიორი ვახტანგ კაპანაძე, „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ამ ეტაპზე ფრონტის ხაზზე ძალთა თანაფარდობაა და ორივე მხარე პოზიციურ ბრძოლებს აწარმოებს. თუმცა მცირე უპირატესობა რუსეთის მხარეს შეიმჩნევა. გენერალი ამბობს, რომ რუსებმა უკრაინის სამხრეთით ჯარის მობილიზება და დანაყოფების გადასროლა დაიწყეს. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ რუსეთი ომის მესამე ფაზისთვის ემზადება.    

თამთა ჩაჩანიძე
05.08.2022

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 163-ე დღეს ფრონტის ხაზზე ვითარება მძიმეა - უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის არმია შეტევას ორი მიმართულებიდან ცდილობს, ასევე დასახლებულ პუნქტებში ცეცხლს უხსნის სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, თუმცა რთული სიტუაციის მიუხედავად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს და ოკუპანტებისგან კიდევ ერთი სოფელი გაათავისუფლეს. თავის მხრივ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროც ავრცელებს.

თამთა ჩაჩანიძე
05.08.2022

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუს ტურისტებთან დაკავშირებით, სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, ფხიზლად და ფრთხილად იყვნენ, რათა ინციდენტები არ იყოს დაშვებული და მიიჩნევს, რომ სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნა, „ენმ-ს მიერ აგორებული ქსენოფობიური კამპანიაა, რომლის ერთადერთი მიზანია, საქართველო რამენაირად გახდეს მეორე ფრონტი", რასაც კობახიძის თქმით, მმართვლი პარტია „არ დაუშვებს". მის განცხადებას გამოხმაურება მოჰყვა ოპოზიციიდან.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×