თეონა ვეშაგური
30.07.2022

უკრაინა ახალ საშუალებებს მიიღებს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად - აღნიშნულზე ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსი რეზნიკოვი ავრცელებს. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" იმ ტექნიკის ჩამონათვალზე საუბრობს, რომელსაც აშშ გადასცემს უკრაინას და აცხადებს, რომ ახალი შეიარაღება კიდევ უფრო დიდ ზიანს მიაყენებს რუსეთის არმიას, რაც ფრონტის ხაზზე უპირატესობას მიანიჭებს უკრაინას.

თეონა ვეშაგური
30.07.2022

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოლდოვა დახმარებისთვის რუმინეთს მიმართავს, თუ კონფლიქტი უკრაინაში მის ტერიტორიაზეც გავრცელდება. ანალიტიკოსთა მოსაზრებით, რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ მოლდოვა მარტო არ იქნება თავდასხმის შემთხვევაში. რუმინეთი ორ იმდენს გააკეთებს, რაც ახლა უკრაინაში კეთდება და არა მარტო ის.

თამთა ჩაჩანიძე
29.07.2022

პარასკევს დონეცკში ოლენოვკის ის კოლონია დაიბომბა, სადაც უკრაინელი ტყვეები, მათ შორის მარიუპოლში ჩაბარებული „აზოვის" მებრძოლები იმყოფებიან. გავრცელებული ცნობებით მსხვერპლი დიდია და ყოველ საათში იზრდება. ბოლო ცნობებით, დაღუპულთა რიცხვი 50-ს აჭარბებდა. მომხდარში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ - მოსკოვი სამხედროების დაღუპვას უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აბრალებს, თითქოს კოლონიას „ჰაიმარსით" დაარტყეს. რაც შეეხება უკრაინის არგუმენტებს, ქვეყნის გენშტაბის მტკიცებით, იერიში კრემლმა განახორციელა, რათა ტყვეთა წამების და დახვრეტის ფაქტები დაემალა და უკრაინა ომის დანაშაულის ჩადენაში დაედანაშაულებინა.

თამთა ჩაჩანიძე
29.07.2022

რამდენიმედღიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს უპასუხა - მისი შეფასებით, მთავრობა და ზოგადად მმართველი გუნდი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად მოქმედებს და მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რათა ურთიერთობები, რომელიც ქვეყანას აშშ-სთან და ევროპასთან აქვს, კიდევ უფრო გაძლიერდეს და განმტკიცდეს. პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მთავრობამ ქვეყანას დიდი განსაცდელი, ომი აარიდა თავიდან. ამ განცხადებებს კრიტიკული შეფასებები მოჰყვა ოპოზიციიდან.

თამთა ჩაჩანიძე
29.07.2022

როცა საპარლამენტო დებატები დაიწყება, ოპოზიციამ ალბათ ქუჩაც უნდა გააქტიუროს, ეს ყველაზე ქმედითი პროცესი იქნება. ოპოზიციამ არ უნდა დასვას თემა, რომ ხელისუფლებას შეცვლის, ასეთი მეთოდებით არ უნდა დაიწყოს. საპროტესტო აქციებს მობილიზება უნდა გაუკეთოს, მაგრამ 12 პუნქტთან მიმართებაში. რომელი საკითხიც შესასრულებელი იქნება, იქ ოპოზიციის მხადრაჭერა ქუჩის მხრიდანაც იყოს, რომ კონკრეტული კანონპროექტი სწორედ ისეთი გავიდეს, როგორიც ქვეყნისთვის უკეთესი იქნება - ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე საუბრისას.

თამთა ჩაჩანიძე
29.07.2022

ადამიანი, რომელმაც ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, სავარაუდოდ, დ. ჯ. -ა, მას პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს. მკვლელობის საქმეზე შვიდი პირია დაკავებული, როგორც შსს-ში აცხადებენ, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დანაშაული ერთ-ერთი არასრულწლოვანის იუბილეს აღნიშვნის დროს მოხდა.

გვანცა წულაია
28.07.2022

საქართველოში საგრძნობლად გაძვირებული უძრავი ქონების ღირებულება კიდევ მოიმატებს. ბინებზე ფასის მომატების მთავარი მიზეზი სამშენებლო მასალების გაძვირებაა. სექტორის მოლოდინით, უძრავ ქონებაზე ღირებულების ზრდა მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

ქეთო გოგოხია
28.07.2022

 2022 წელი აფხაზეთის ტურისტული სეზონისთვის აშკარად გამორჩეულია. სანქციების გამო რუსი დამსვენებლები იძულებული არიან, არჩევანი აფხაზეთზე გააკეთონ. რუსული ტურისტული კომპანიები აქტიურად მოუწოდებენ მოსახლეობას, დაისვენონ აფხაზეთში. დასვენების გაძვირების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობა მათ ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე გააფრთხილეს. წინა წელტან შედარებით, მომსახურება 30%-ით გაძვირდა. ცვლილება შეეხეო როგორც განთავსების ადგილებს, ასევე მენიუს და სხვადასხვა ტურისტულ სერვისს. ამჟამად რუსი ტურისტები აქტიურად ისვენებენ როგორც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე, ასევე ოკუპირებულ რეგიონში, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს.

თამთა ჩაჩანიძე
28.07.2022

რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სამოქალაქო დანიშნულების ობიექტების დაბომბვას პერმანენტულად განაგრძობს - იბომბება დასახლებული პუნქტები, დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ყოველდღიურად ვრცელდება. როგორც სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, კრემლის მიზანია მოსახლეობა ისე დააშინოს, რომ უკრაინის ხელისუფლებას ცეცხლის შეწყვეტის შეათხმებაზე ხელის მოწერა აიძულოს მოსკოვის პირობებით.

თამთა ჩაჩანიძე
28.07.2022

პარლამენტისა და საკრებულოებიდან გასული „ოცნების" დეპუტატები საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნიან - როგორც ისინი აცხადებენ, ეს გადაწყვეტილება მას შენდეგ მიიღეს, რაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის წერილი გამოქვეყნდა და მასზე აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა უპასუხა. მოძრაობის მიზანი კი მათი თქმით, ქვეყნისათვის ომის თავიდან აცილება, საჯარო პოლიტიკაში არსებულ კითხვებზე პასუხის ღიად გაცემა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეუქცევადობაა.

თეონა ვეშაგური
28.07.2022

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ქართველ პოლიტიკოსებს ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით, ერთიანობა საუკეთესო გზაა წინსვლისთვის. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ლიდერებმა გვერდზე გადადონ უთანხმოება და გაერთიანდნენ საქართველოს ხალხის ევროატლანტიკური მომავლის სახელით. ანალიტიკოსთა შეფასებით, ამერიკის ელჩის მთავარი მოწოდება პოლარიზაციის დასრულება და პოლიტიკოსთა ერთობლივი მუშაობაა - მაგრამ საკითხავია რამდენად გაითვალისწინებენ მის მოწოდებებს მხარეები.

თეონა ვეშაგური
28.07.2022

„სიტუაციის გაუარესებას არ ველოდებით ზაფხულში, ეს მოხდება, ალბათ, უფრო შემოდგომის პერიოდში, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში იმატა ინფიცირების რიცხვმა, როგორც მთელს მსოფლიოში, ისე საქართველოშიც" - ამის შესახებ „რეზონანსთან" ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა საუბრობს და მოსახლეობას, განსაკუთრებით კი რისკჯგუფებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×