ქეთო გოგოხია 04.03.2024

თბილისში მოსახლეობის ზრდას და კორპუსებზე გაზრდილი მოთხოვნას ბიზნესი მშენებლობების გააქტიურებით პასუხობს. ტემპი იმდენად მაღალია, რომ ხშირ შემთხვევაში კანონზომიერებას აცდენილია და ქალაქის განაშენიანება მიმდინარეობს ქაოსურად, რასაც ურბანისტები უპირისპირდებიან. მათი რეკომენდაციაა, გაკეთდეს კონკრეული კლასტერი უბნების მიხედვით, სადაც მაღალი შენობები, ე.წ. ცათამბჯენები განთავსდება.
|
ელზა პაპოშვილი 04.03.2024

რუსეთმა, მას შემდეგ, რაც ავდიივკა აიღო, სწრაფი წინსვლის სერია დაიწყო და ცდილობს უკრაინის თავდაცვის ახალ ხაზის გარღვევა მოახერხოს, რაც დასავლეთში აძლიერებს იმის შიშს, რომ კიევის ტაქტიკა ახლა ფრონტის ხაზზე იმპულსურია, რაც დადებით შედეგებს არ მოიტანს.
|
გვანცა წულაია 04.03.2024

საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ პატრნიორთან არც თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული და არც უვიზო ავიამიმოსვლის რეჟიმი მოქმედებს ამერიკასთან. ორივე საკითხე მუშაობა წლებია მიმდინარეობს, თუმცა ხელშესახები შედეგი ისევ არ არსებობს. ექსპერტები ამბობენ, რომ გადაწყვეტილება უმეტესად ვაშინგტონის მისაღებია.
|
თამთა ჩაჩანიძე 04.03.2024

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მითხოვნით ხელმოწერების კამპანია გრძელდება და როგორც სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ თქვა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ამ ხელმოწერებს სამშაბათს წარუდგენენ. ენმ-ს წარმომადგენლების მტკიცებით, მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას ასიათასობით ადამიანი ითხოვს, თუმცა, ანალიტიკოსებთ ეეჭვებათ, რომ მხოლოდ ამის საფუძველზე შეცვალოს გადაწყვეტილება ზურაბიშვილმა.
|
თამთა ჩაჩანიძე 04.03.2024

ოპოზიციონერი ლიდერები, „ქართული ოცნება" და დასავლელი დიპლომატები არ გამორიცხავენ, რომ რუსეთი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩაერიოს. პოლიტიკურ მხარეებს განსხვავებული პროგნოზები აქვთ - ოპოზიციას მიაჩნია, რომ რუსეთს საქართველოში ხელისუფლების ცვლილება არ აწყობს, ამიტომაც „ფარული ჩარევა არ სჭირდება". მმართველი პარტიის მტკიცებით კი, „არავინ იცის მოსკოვი ვის სასარგებლოდ ჩაერევა" და რა პოლიტიკას განსაზღვრავს.
|
თამთა ჩაჩანიძე 03.03.2024

აშშ-ში უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით შექმნილი გაურკვევლობის ფონზე, ევროპაში უკრაინის საკითხზე არსებული აზრთა სხვადასხვაობა გამძაფრდა და საფრანგეთსა და გერმანიას შორის გარკვეული სკანდალიც კი აგორდა. ანალიტიკოსთა შეფასებით, უთანხმოების ძირითადი მიზეზი შესაძლოა ის იარაღი იყოს, რომლის გადაცემის შემთხვევაში უკრაინა რუსეთის ტერიტორიებს თავისუფლად მისწვდება და არაა გამორიცხული, რომ გერმანია ამაზე უკან იხევდეს. ასევე ერთ-ერთი თემაა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადება უკრაინაში დასავლეთის ქქვეყნების საჯარისო ნაწილების შესაძლო შეყვანის შესახებ, რომლის წინააღმდეგაც ნატოს თითქმის ყველა წევრი ქვეყანა წავიდა.
|
ელზა პაპოშვილი 03.03.2024

იგეგმება თუ არა მთავრობაში ახალი საკადრო ცვლილებები? ჯანდაცვის მინისტრის გადადგომის შემდეგ, მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, შეიძლება იგივე ბედი ეწიოს საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს. ანალიტიკოსთა შეფასებით, საკადრო ცვლილებები ლოგიკურიცაა, რადგან ახალი პრემიერი ირაკლი კობახიძე საპარლამენტო არჩევნების წინ ეცდება შემოიკრიბოს ისეთი გუნდი, რომლის მიმართაც საზოგადოებას ნაკლები კითხვა და პრეტენზია ექნება.
|
ელზა პაპოშვილი 02.03.2024

თვითმკვლელობა თუ მკვლელობა - რა გახდა 19 წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. რუსთავში, თორდიას ქუჩაზე მე-8 სართულის ფანჯრიდან ახალგაზრდა ბიჭი გადმოვარდა თუ გადმოაგდეს, ჯერჯერობით უცნობია. ცნობილია ის, რომ სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ახალგაზრდა გარდაიცვალა.
|
თამთა ჩაჩანიძე 02.03.2024

თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, მისი შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ლეო პალეტა საუბრობს. ანალიტიკოსთა შეფასებით, ის, რომ ომის შესაძლო შედეგებზე უკვე არის მსჯელობა ნატოს ქვეყნებში, დასავლური ჯარის უკრაინაში შესაძლო განთავზებაზე საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებაც ნათლად ადასტურებს.
|
ელზა პაპოშვილი 01.03.2024

პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მთავრობაში ცვლილებების მეორე სერია დაიწყო. ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა - ღარიბაშვილის ერთგული კადრად მიჩნეული აზარაშვილი პოსტიდან დილით გაუშვეს. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამაზე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ აზარაშვილის გადაყენება წინასაარჩევნო სიტუაციასთანაა დაკავშირებული - პრობლემურ მინისტრებს თავიდან იშორებენ . მისი თქმით, ჯანდაცვის მინისტრის მიმართ დაწყებული უკმაყოფილება ახალი არ არის და ეს უკვე დიდი ხანია გრძელდება.
|
თამთა ჩაჩანიძე 01.03.2024

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოკავშირეების კრიტიკული გამოხმაურებების მიუხედავად, უკან არ იხევს და აცხადებს, რომ მისი გამონათქვამი უკრაინაში ჯარის განთავსებაზე „კარგად აწონ-დაწონილი და გააზრებული იყო". სხვა დასავლელი ლიდერები კი ამ დრომდე კატეგორიულად უარყოფენ ამის შესაძლებლობას.
|
თამთა ჩაჩანიძე 01.03.2024

„ნაცმოძრაობა" 20%-ს ძალიან დიდი ხანია ჩამოცილებულია. ვერც ერთი სხვა პარტია დღევანდელი მოცემულობით 5%-იანი ბარიერის გადალახვას ვერ ახერხებს. ჩვენი მხარდაჭერა დღეს 60%-მდეა, „ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნება სალომე ზურაბიშვილის აუხდენელ ოცნებად რჩება - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების" რეიტინგის ფონზე, კოალიციური მთავრობა პრაქტიკულად გამორიცხულია.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|