ქეთო გოგოხია
26.07.2022

 პანდემიამ, შემდეგ უკვე რეგიონში მიმდინარე ომმა სასურსათო უსაფრთხოების რისკები გაზარდა. საქართველოში პრობლემაა როგორც მოსავლიანობა, ასევე არასაკმარისი მუშახელი, რის გამოც მოსავლის დროული დაბინავებაც შეიძლება ვერ მოხერხდეს. მართალია, რაოდენობრივად 2022 წლის მოსავალი გასული წილის მაჩვენებლებს არ ჩამორჩება, მაგრამ არც გაუმჯობესებაა. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, წლევანდელი მოსავლის მარაგი რამდენიმე თვესაც ვერ გასტანს.

თამთა ჩაჩანიძე
26.07.2022

58-ე არმია, რომლის დიდი ნაწილი უკრაინაში განადგურდა, ეს პირადი შემადგენლობა იყო, თორემ სტაციონარული ტექნიკა 2008 წლის მერე საქართველოზე, სამხრეთ კავკასიაზეა მობჯენილი, ეს საარტილერიო დანადგარები იქნება თუ სხვა. ის ტექნიკა იქიდან არავის არ გაუყვანია, მუდმივად სამხედრო მორიგეობაზეა. საარტილერიო თვალსაზრისით, ის შეიარაღება, რომელიც 58-ე არმიას ჰქონდა, მისი 80% ისევ ადგილზეა და ისევ საქართველოსკენაა დამიზნებული - ამის შესახებ „რეზონანსთან" ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ განაცხადა, რომელმაც ასევე ისაუბრა იმაზეც, თუ რა მსხვერპლი აქვს ოკუპირებულ ცხინვალს და აფხაზეთს უკრაინის ომში.

თამთა ჩაჩანიძე
25.07.2022

ევროკომისია მიიჩნევს, რომ რუსეთი საიმედო ენერგომიმწოდებელი არაა და ევროკავშირი ადრე თუ გვიან რუსული გაზის იმპორტის სრულ შეწყვეტასთან დაკავშირებით მზად უნდა იყოს. ამასთან, ევროპის მხრიდან ალტერნატიული ბაზრების მოძიება უკვე მიმდინარეობს. ანალიტიკოსთა შეფასებით, ვლადიმერ პუტინისგან ყველაფერი მოსალოდნელია და ბუნებრივი აირის მიწოდების კუთხით შესაძლოა 2022 წლის ზამთარი განსაკუთრებით კრიზისული აღმოჩნდეს, რადგან რუსეთს ენერგორესურსი გეოპოლიტიკურ იარაღად აქვს.

თამთა ჩაჩანიძე
25.07.2022

შემოდგომით უკრაინა-რუსეთის ომში შესაძლოა კიევის სასარგებლოდ დიდი გარდატეხა მოხდეს - უკრაინული ოფიციალური პირების პროგნოზით, სექტემბრისთვის ქვეყნის შეიარაღებული ძალები თავდაცვიდან კონტრშეტევაზე გადადიან, შედეგად ხერსონის ოლქს გაათავისუფლებენ. ამის პარალელურად ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.

თეონა ვეშაგური
25.07.2022

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები საქართველოს მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებენ. მათი განმარტებით, საპანიკო არაფერი არის, რადგან „მიმუნის ყვავილს" სწრაფი გავრცელება არ ახასიათებს და დაავადების გავრცელების კუთხით საქართველოში საგანგაშო მდგომარეობა ნამდვილად არ არის.

თეონა ვეშაგური
25.07.2022

ოპოზიცის მიერ ალტერნატიული სამუშაო ჯგუფების შექმნა პოლარიზაციას კიდევ უფრო გაამწვავებს, რაც ევროკომისიის მოთხოვნას პირდაპირ ეწინააღმდეგება, პოლარიზაციის აღმოფხვრის საკითხზე - ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ განაცხადა. მისივე შეფასებით, თუ ოპოზიციას 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით მუშაობა მართლაც სურს, მმართველი გუნდის ღონისძიებებში ჩაერთვებოდა.

თამთა ჩაჩანიძე
24.07.2022

უკრაინა დასავლეთისგან 100 კილომეტრზე მეტი რადიუსის ნაღმებს ითხოვს „ჰაიმარსებისთვის" და აცხადებს, რომ ასეთი იარაღი მინიმუმამდე შეამცირებს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის რაოდენობას და ევროპაზე ეკონომიკურიზეწოლა ნაკლები იქნება. როგორც სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, ეს საკმაოდ ოპტიმალური ვარიანტია, თუმცა, შესაძლოა აშშ-მა გადაცემაზე თავი შეიკავოს.

თამთა ჩაჩანიძე
24.07.2022

„მაიმუნის ყვავილი" გლობალურად უკვე 75 ქვეყანაში გამოვლინდა, საგანგაშოა შემთხვევების რაოდენობა - დაფიქსირდა ლეტალობაც, რასთან დაკავშირებითაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. როგორც ჯანდაცვბის ექსპერტები ამბობენ, მსოფლიო მასშტაბით 17 ათასამდე ინფიცირებული საგანგაშოა, ჯანმო კი ამ გადაწყვეტილებით ფრთხილობს, რათა ის სცენარი არ განმეორდეს, რაც კოვიდ-19-ის შემთხვევაში მოხდა.

თამთა ჩაჩანიძე
23.07.2022

უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტთან დადებული შეთანხმება შესაძლოა ჩაიშალოს - მოლაპარაკებებიდან 24 საათის შემდეგ, საოკუპაციო ძალებმა ოდესის პორტზე სარაკეტო იერიში განახორციელეს, ეს კი იმ პორტებიდან ერთ-ერთია, საიდანაც ექსპორტი უნდა განხორციელებულიყო. უკრაინის საგარეო უწყებამ ამ ფაქტს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშისთვის სახეში შეფურთხება უწოდა.

თამთა ჩაჩანიძე
23.07.2022

უკრაინის ხელისუფლება ცეცხლის შეწყვეტას ოკუპირებული მიწების დაბრუნების გარეშე არ აპირებს და კიევის მხრიდან ომში პაუზა არ იქნება. ამის პარალელურად ამერიკა და ევროპა შუფერხებლად იმ იარაღს აწვდის, რისი დახმარებითაც ფრონტის ხაზზე უკვე რამდენიმე კვირაა რუსები წინ ვერ მიიწევენ და მეტიც, უკრაინელები გარკვეულ ლოკაციებზე წარმატებულ კონტრშეტევებსაც აწარმოებენ.

თამთა ჩაჩანიძე
22.07.2022

რუსეთს იმდენად მტკივნეული სამხედრო და ეკონომიკური პრობლემები ექმნება, რომ მორიგების გზებს ეძებს. ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ მარცვლეულთან დაკავშირებით გარკვეულ დათმობებეზე წასულიყო, აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას პროფესორი ნიკა ჩიტაძე. საუბარია სიახლეზე, რომლის თანახმადაც, გაეროსა და თურქეთის ორთვიანი მუშაობის შედეგად, რუსეთი უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტზე დათანხმდა. ეს კრემლმაც დაადასტურა. პარასკევს ამის გამო ქვეყნის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ანკარაში გაემგზავრა.

თამთა ჩაჩანიძე
22.07.2022

სასაცილოა, თან(„ნაცმოძრაობიდან") ამბობენ, რომ სავარაუდოდ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ხელისუფლების მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მიიღებენ მონაწილეობას, პარალელურად აქციებს იწვევენ, ეს როგორ წარმოგიდგენიათ?! პრაქტიკულად გამოდის, რომ ეს ყველაფერი ჩაშლილია - ამის შესახებ „რეზონანსთან" ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შეფასებისას განაცხადა.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×