
მაკა კვიციანს სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. ის ცნობილი ქართული ბრენდის, Dalood-ის კრეატიული დირექტორია. მაკა რამდენიმე წლის წინ პოპულარულ კულინარიულ შოუში იღებდა მონაწილეობას, მოგვიანებით კი ერთ-ერთი პროექტის ჟიურის წევრიც იყო. მაკა პირად თუ ოჯახურ ფოტოებს „ინსტაგრამზე“ ხშირად აზიარებს.
მაკას სამი ვაჟი ჰყავს. მისი მეუღლე კი ბიზნესმენი შოთა ბერეკაშვილია, რომელიც 2017 წლიდან "მ² უძრავი ქონების" მმართველი პარტნიორი და მშენებლობის მენეჯმენტის მიმართულების ხელმძღვანელია. ბერეკაშვილი ახლა "ქართული ოცნების" სიით პარლამენტის დეპუტატია და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეა.
ამჯერად მაკა კვიციანი მეგობრებს სასიხარულო სიახლეს უზიარებს - ის და მისი მეუღლე მეოთხე შვილს ელოდებიან. ფოტოები დიზაინერმა სულ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა - ის ანუკი არეშიძის მიერ ორგანიზებულ წვეულებას ესწრებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე