თამთა ჩაჩანიძე
03.09.2022

ენმ, „ლელო" და „სტრატეგია აღმაშენებელი" გენპროკურორის არჩევის წესის ცვლილებას იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუ პირველი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღება მოხდება, რომელიც მომდევნო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებასა და ბარიერის შემცირებას ითვალისწინებს. ეს პოლიტიკური ვაჭრობა უცნაურია, რადგან ანალიტიკოსთა შეფასებით, „ოცნებას" ახლა არც აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებები აწყობს და გენპროკურორის არჩევის წესის შემთხვევაშიც „ნაღმია" ჩადებული და „ხელისუფლება მაინც შეძლებს საკუთარი კანდიდატურის გაყვანას".

თამთა ჩაჩანიძე
02.09.2022

ძალიან მკაფიო ნაბიჯი გადადგეს, საკუთარ პარტიაში ყველა და ყველაფერი მიატოვეს და ცალკე გამოეყვნენ, არ გამოვრიცხავ იმას, რომ მათ საფუძველზე ახალი პარტიული ჯგუფი შეიქმნას. რაც შეეხება იმ ვარიანტს, რომ ისინი უკან დაბრუნდნენ, ეს ცოტა კომიკური იქნება და ალბათ ასეთი წინ და უკან სიარული მათ ავტორიტეტს არ გამოადგება - ამის შესახებ „რეზონანსთან" პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ იმ ოთხეულის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა, რომელიც „ოცნებას" სულ ცოტა ხნის წინ გამოეყო. საუბარია საზოგადოებრივი მოძრაობაზე „ხალხის ძალა".

ია აბულაშვილი
02.09.2022

ოპოზიციური ფლანგი სცოდავს, როცა იწყებს მოსაზრებების კრიტიკას - გარკვევით უნდა უთხრას ხელისუფლებას, დადეთ დოკუმენტი და მერე ვიმსჯელოთო. მოსაზრებებზე კრიტიკა არარელევანტურია - აცხადებს „რეზონანსთან" მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციის ანალიზისას პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.

თეონა ვეშაგური
02.09.2022

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ მისი ყოფილი თანაგუნდელებისგან შემდგარი ოთხეულის მიერ დასავლეთის კრიტიკის შემდგომი გაღრმავება და გადაჭარბება ქვეყნის ინტერესებში არ შედის. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ „ოცნებას" ერთი მხრივ კრიტიკული განცხადებებისთვის ოთხეულის პარტიიდან გასვლა აწყობდა, მაგრამ ახლა პოლიტიკას ცვლიან, რაც შესაძლოა შიდა კონტაქტებისა და დისკუსიის დამსახურება იყოს. ზაალ ანჯაფარიძე კი ფიქრობს, რომ ახლა „ოთხეულს" რამდენიმე არჩევანი დარჩა, იყოს ჩრდილში ან დასავლეთის კრიტიკა გააგრძელოს, თუმცა ძველებურად მწვავედ აღარ.

თამთა ჩაჩანიძე
02.09.2022

უკრაინელებს ახლა შეტევის აქცენტი სამხრეთით, ხერსონი-ზაპოროჟიეს მიმართულებაზე აქვთ გადატანილი. ჯერჯერობით სამწუხაროდ ცრუ მოლოდინია, რომ ხვალ ხერსონს აიღებს, ზეგ მელიტოპოლსა და ბერდიანსკს, მაგრამ მგონია, რომ ეს მალე არ მოხდება, ფაქტია, რომ უკრაინა და მსოფლიო ხანგრძლივი ომისთვის უნდა მოემზადონ - აცხადებს „რეზონანსთან" უკრაინაში ომზე საუბრისას გენერალი ვახტანგ კაპანაძე.

თამთა ჩაჩანიძე
01.09.2022

მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისითვის 12 რეკომენდაცია გასცა, ორთვენახევარი გავიდა და ჯერ კიდევ ბუნდოვანია გარკვეულ პუნქტებთან დაკავშირებით მოხდება თუ არა შეთანხმება. როგორც ოპოზიცია ამბობს, „ქართული ოცნება" რეკომენდაციების შესრულების ილუზიას ქმნის, ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ოპონენტების „სპორტული ინტერესია" მაგალითად ომბუდსმენის არჩევის წესზე გააკრიტიკოს „ოცნების" იდეა და შეთავაზება, რომელიც, ხელისუფლების აზრით, უნაკლოა.

თამთა ჩაჩანიძე
01.09.2022

„რადიკალური ოპოზიციის საბოტაჟის ფონზე, „ქართული ოცნება" აქტიურად მუშაობს ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებაზე" - ამის შესახებ „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მიმდინარე პოლიტიური მოვლენების შეფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, მმართველი გუნდისთვის ევროკომისიის რეკომენდაცის შესრულება პრიორიტეტია, გამონაკლისის სახით, უმრავლესობა ერთჯერადად თვალს დახუჭავს სამართლებრივ პრინციპებზე და გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მიიღებს.

თეონა ვეშაგური
01.09.2022

რამდენიმე დღეა უკრაინული ძალები კონტრშეტევაზე არიან გადასული დროებით ოკუპირებულ ხერსონში. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საურისას ამბობს, რომ ახლა თავდაცვის მეორე ხაზე მიდის ბრძოლები. რუსებისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალბის კონტრშეტევა მოულოდნელი აღმოჩნდა, ამიტომ დაბნეულები და შეშინებულები არიან. მათთვის საკმაოდ შემაშფოთებელია სიტუაციაა, მეტიც პუტინმა გადაწყვეტილება მიიღო, ის აპირეს შეცვალოს თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და დანიშნოს ეროვნული გვარდიის მთავარსარდალი, არმიის გენერალი ვიქტორ ზოლოტოვი.

თამთა ჩაჩანიძე
31.08.2022

უკრაინა რუსეთის ძალების წინააღმდეგ სამხრეთ უკრაინის მასშტაბით შეტევას აგრძელებს, ამასთან, ორ ლოკაციიაზე ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებებით სასტიკი ბრძოლებია. პარალელურად, მოსკოვი უკრაინის ოკუპირებუილ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმებისთვის ემზადება, რასაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, უშუალოდ კრემლის ოფიციალური პირი ხელმძღვანელობს.

თამთა ჩაჩანიძე
31.08.2022

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხუთშაბათს დილით მივლენ, მანამდე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სააგენტოს გენერალურ დირექტორს რაფაელ მარიანო გროსისა და მისი დელეგაციის წევრებსშეხვდა. ანალიტიკოსთა შეფასებით, ვიზიტი მნიშვნელოვანია და თუ აეს-ის დათვალიერების შემდეგ აღმოჩნდა, რომ საფრთხე არის, შესაძლოა საგანგებო განცხადება გააკეთონ და რუსეთს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვონ.

ია აბულაშვილი
31.08.2022

ევროპული რეკომენდაციების მეთორმეტე პუნქტზე შეთანხმება, რომელიც სახალახო დამცველის არჩევას ეხება, შეიძლება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მწვავე დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ევროპული რეკომენდაციის მიხედვით, სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა დამოუკიდებელ კანდიდატს უნდა მიენიჭოს და პროცესი უნდა წარიმართოს გამჭვირვალედ.

თამთა ჩაჩანიძე
31.08.2022

ვლადიმერ პუტინის მორიგი შანტაჟი ევროპას - რუსეთმა მილსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი 1"-ით ევროპისთვის გაზის მიწოდება სარემონტო სამუშაოების მიზეზით მთლიანად შეაჩერა. საგარეო პოლიტიკის ექსპერტები ამბობენ, რომ ევროპა ახლა ზამთრისთის რეზერვებს ავსებს და მოსკოვმა ახლავე გადაკეტა, რომ სიცივეში დასავლეთზე ზეწოლის ბერკეტი ჰქონდეს.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×