თამთა ჩაჩანიძე
10.08.2022

ქვეყანაში „ომიკრონ" შტამი კვლავ აქტიურად ვრცელდება, მონაცემები ყოველკვირეულად ახლდება - გაანგარიშებით გამოდის, რომ დღეში საშუალოდ 1800-ზე მეტი შემთხვევა ვლინდება, პარალელურად ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი მიდის. რისკ ჯგუფებზე დაშვებულია მეორე „ბუსტერ" დოზაც. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, რადგან შემთხვევები კვლავ ვლინდება და თან საკმაოდ ბევრი, პანდემიის დასასრული ჯერ კიდევ შორსაა, მათივე თქმით, ეს ჯაჭვი არ დასრულდება, სანამ ვირუსს გავრცელების შანსი ექნება.

ელზა პაპოშვილი
09.08.2022

სამშაბათს უკრაინაში მნიშვნელოვანი რამ მოხდა - ომის განმავლობაში პირველად უკრაინელებმა ყირიმის ნახევარკუნძულზე მიიტანეს სარაკეტო იერიში. სამხედრო ანალიტიკოსების შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ უკრაინულ არმიას უკვე აქვს შორსმსროლელი ზუსტი შეიარაღება, რაც, სავარაუდოდ, ომის მსვლელობაზე მოახდენს გავლენას. ამის პარალელურად ბრიტანეთის დაზვერვამ ანგარიში გამოაქვეყნა იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვალა ფრონტის ხაზი ბოლო ერთ თვეში. ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი ვლადიმირ პუტინთან მის შესაძლო შეხვედრაზე გააკეთა განცხადება.

თამთა ჩაჩანიძე
09.08.2022

ენმ აცხადებს, რომ მზად არის მმართველ პარტიასთან ერთად იმუშაოს ევროპული საბჭოს 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესასრულებლად. საშემოდგომო სესიაზე ენმ ოფიციალურ ფორმატში გამართულ ყველა შეკრებასა და დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას, იქნება ეს კომიტეტის, ბიუროს თუ პლენარული სხდომები. პარალელურად კი ოპოზიცია შემოდგომაზე აქციებს აანონსებს. ანალიტიკოსთა აზრით, ოპოზიციის გარკვეული ნაწილისა და „ოცნების" თანამშრომლობა რთული იქნება, თუმცა უნდა შეძლონ იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

ია აბულაშვილი
09.08.2022

„პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ჩვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს შევაგებებთ“ - ასეთია „ქართული ოცნების“ პოზიცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე დასამტკიცებლად მობმედი თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილი კანდიდატურა არ წარუდგინა.

ია აბულაშვილი
09.08.2022

კელი დეგნანმა ღიად დატოვა მხოლოდ ერთი კითხვა - არის თუ არა ივანიშვილი ოლიგარქი? მან ფაქტიურად ხელი დაიბანა ამ საკითხთან დაკავშირებით და გავიდა თამაშიდან - ასე აფასებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე საქართველოში აშშ-ის ელჩის ინტერვიუს „ფორმულასთან“, სადაც მან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

თამთა ჩაჩანიძე
09.08.2022

უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელის მხრიდან საქართველოს კრიტიკა გარკვეული ეჭვის საფუძველს ქმნის, რომ შესაძლოა ეს მოსკოვის ფარული გეგმის ნაწილი იყოს - ამის შესახებ „რეზონანსთან" პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველის მიხაილო პოდოლიაკის ინტერვიუს კომენტირებისას. მისივე თქმით, რუსეთი დაინტერესებულია საქართველოში დესტაბილიზაციით, ოღონდ ისე, რომ ეს თავად მას არ დაბრალდეს.

თამთა ჩაჩანიძე
08.08.2022

რუსეთი უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისთვის ემზადება, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით,საოკუპაციო ძალები ქვეყნის სამხრეთით ფსევდორეფერენდუმების ჩატარებას გეგმავენ. რუსული მედია კი წერს, რომ ზაპოროჟიეს ოლქის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ე.წ რეფერენდუმის ჩატარების შესახებ განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.

ია აბულაშვილი
08.08.2022

პრეზიდენტის მიერ ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილ კანდიდატებს მმართველი გუნდის მხარდაჭერა არ ექნებათ - ასეთია "ოცნების" პოზიცია და სავარაუდოდ წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ ახალი კონკურსი გამოცხადდება. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ვარაუდობს, რომ ახალი კონკურსი ოქტომბერში გამოცხადდება, მოქმედი თავჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი კი გააგრძელებს ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას.

თამთა ჩაჩანიძე
08.08.2022

ყარაბაღის კონფლიქტში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში სომხეთი და აზერბაიჯანი ისევ ერთმანეთს ადამაშაულებენ, ბოლო პერიოდში სიტუაცია უკვე მეორედ დაიძაბა, რომელიც თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების ორივე შეხვედრას დაემთხვა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ სიტუაციის ესკალაციას შესაძლოა ორი მიზეზი ჰქონდეს, პირველი, აზერბაიჯანი ფიქრობდეს, რომ რუსეთი უკრაინის ომში დასუსტდა და ყარაბაღისთვის არ სცალია და მეორე, შესაძლოა ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ ტაიპ ერდოღანის შეხვედრისას აზერბაიჯანზე გარკვეული კულუარული მოლაპარაკებებიც იყო.

ელზა პაპოშვილი
08.08.2022

ომის 166-ე დღე უკრაინაში - დონეცკის ოლქში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რუსების თავდასხმებს 5 ადამიანი ემსხვერპლა. 17 კი დაიჭრა. დნეპროპეტროვსკის ოლქში ოკუპანტებმა კვლავ დაბომბეს ნიკოპოლისა და კრივორიცკის რაიონები. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. მსხვერპლი არ არის.

თამთა ჩაჩანიძე
07.08.2022

რუსემა თავისი ძალების უკრაინის სამხრეთისკენ გადასროლა დაიწყეს, სადაც უკრაინელებმა ცოტა ხნის წინ კონტრშეტევა დაანონსეს. სამხედრო ანალიტიკოსთა შეფასებით, კიევის მხრიდან კონტრშეტევის ღიად გამოცხადება უცნაური იყო და მახეს ჰგავდა. შესაბამისად, ეს, დიდი ალბათობით, შესაძლოა საოკუპაციო ძალებს გააზრებულიც ჰქონდეთ და ამიტომ აღმოსავლეთ ფრონტსაც არ შეეშვებიან და შეეცდებიან, რომ სამხრეთის მიმართულებაზე კონტრშეტევა უკრაინელებს დაასწრონ.

ელზა პაპოშვილი
07.08.2022

უნდა დაწესდეს თუ არა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის - ეს საკითხი აგვისტოს ომის მორიგი წლისთავის მოახლოებასთან ერთად უკიდურესად აქტუალური გახდა. ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი რუსეთის მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის დაწესებას ითხოვს, ხელისუფლება კია მათ ამის გამო ქსენოფობიაში ადანაშაულებს. ანალიტიკოსთა უმრავლესობის აზრით, რუსებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება, მიოთუმეტეს საკურორტო სეზონის პიკზე, გაუმართლებელი იქნება. ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი პროცესები კი უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ დაიწყება, როდესაც საქართველოში მყოფი რუსების ნაწილი სამშობლოში დაბრუნდება და ნაწილი აქ დარჩენას გადაწყვეტს.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×