თამთა ჩაჩანიძე
13.11.2023

შესაძლოა კეზერაშვილს მიაჩნია, რომ სააკაშვილი პარტიის საქმიანობაში ცუდად ერევა და ამიტომაც გააფრთხილა, რომ შეიძლება დაფინანსება შეწყვიტოს, რაც ფაქტიურად იგრძნობა „პროექტის დახურვის" უკან, შეიძლება ეს სიგნალი იყოს, რომ ენმ ძალიან სერიოზული ფინანსური რესურსების გარეშე რჩება - ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფრიძემ განაცხადა წერილთან დაკავშირებით, რომელიც, „რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ყოფილმა თავდავის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მისწერა.

ლაშა გელოვანი
12.11.2023

საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის რეკომენდაციის გამოქვეყნების შემდეგ, საქართველის პრემიერ-მინისტმა ირაკლი ღარიბაშვილმა „პარიზის მშვიდობის ფორუმში" მიიღო მონაწილეობა, სადაც ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების საქმეში მთავრობის მიღწევების თაობაზე ისაუბრა. 

თამთა ჩაჩანიძე
12.11.2023

საქართველოს კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის გადაწყვეტილების მერე, გარკვეული თვალსაზრისით მიძინებული შიდა პოლიტიკური პროცესები თანდათან აქტიურდება. პოლიტიკური პარტიები უკვე ღიად იწყენებ რებრენდინგს, ასევე კეთდება მინიშნებები ახალი პოლიტიკური ძალების გაჩენაზე. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება ჯერ ადრეა, თუმცა ტენდენცია კარგია და შესაძლოა გადაჯგუფებები და ალიანსები კიდევაც ვიხილოთ.

ნაზი ბერიძე
11.11.2023

„ნაციონალურ მოძრაობაში" არსებული მწვავე კრიზისის მოგვარება პრექტიკულად შეუძლებელია და ოპტიმალური გამოსავალი პარტიის გაყოფა იქნება. ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე საუბრობს, რომელიც მიიჩნევს, რომ პარტიას ერთიანობას ვერც მიხეილ სააკაშვილის მიერ შეთავაზებული ერთობლივი დეკლარაცია გადაარჩენს და ვერც ნიკა მელიას იდეა ნდობის უფლებამოსილი საბჭოს შექმნის შესახებ.

ნაზი ბერიძე
11.11.2023

8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. რა შეიცვალა ამით ოპოზიციისათვის და უნდა ველოდოთ თუ არა მათგან პოლიტიკური ბრძოლის სტრატეგიის შეცლას? ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე ანალიტიკოსთა დიდი უმრავლესობა შეცდომად მიიჩნევდა ოპოზიციის სტრატეგიას, რომელიც ხელისუფლების პრორუსულობაზე იყო დამყარებული. მათი შეფასებით, კანდიდატის სტატუსის საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში ეს სტრატეგიული ხაზი ჩამოიშლებოდა და ოპოზიცია რთულ ვითარებაში აღმოჩნდებოდა.

ნაზი ბერიძე
10.11.2023

დიდი აჟიოტაჟის შემდეგ, ეუთო/ოდირმა სახალხო დამცველის მიმართის საფუძველზე დასკვნა მოამზადა, სადაც აღნიშნულია, რომ შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა არ უნდა მიიღოს. ექსპერტ-ანალიტიკოსებიც იზიარებენ საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციას და ხელისუფლებას რეკომენდაციას უწევენ კანონპროექტი პარლამენტიდან გამოიწვიოს, ვინაიდან ახლა კანდიდატის სტატუსის მოლოდინში ვართ.

თამთა ჩაჩანიძე
10.11.2023

„თუ გვექნება დემოკრატიული არჩევნები, ეს საშუალებას მისცემს წარმოიშვას ახალი კოალიცია", - ეს განცხადება პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საფრანგეთში ვიზიტისას გააკეთა. რა ერთობას გულისხმობს პრეზიდენტი „კოალიციაში", არ დაუკონკრეტებია, თუმცა „რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია აბაშიძე არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტს ჰქონდეს მომავალი გეგმები ქართულ ოპოზიციაში გადაბარგების შესახებ და ეს განცხადება შეიძლება „წამოცდენასავით იყოს".

თამთა ჩაჩანიძე
10.11.2023

ევროკომისიის დათქმებში უფრო ზოგადი სურვილებია გამოთქმული, რაც პრინციპში ყველა სახელმწიფოს შეიძლება მოერგოს, თუმცა პროცესი მაინც უნდა დაიწყოს, აცხადებს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე.

თამთა ჩაჩანიძე
10.11.2023

თუ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაიწყო, ის შეიძლება 10 წლამდე გაიწელოს, თუმცა საბოლოოდ წარმატების შანსები ძალიან მაღალია და ამ კუთხით თურქეთის მაგალითის მოშველიება, რომელიც 50 წელია ამ რიგში დგას, არ არის უპრიანი, აცხადებს „რეზონანსთან" კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.

თამთა ჩაჩანიძე
10.11.2023

ნიკა მელია ენმ-დან წასვლას კვლავ არ აპირებს და პარტიის წევრებს სთავაზობს შეიქმნას ნდობის უფლებამოსილი საბჭო, რომელიც გახდება გადაწყვეტილების მიმღები ერთადერთი ორგანო და დაეფუძნება პარიტეტულ საწყისებს. ლევან ხაბეიშვილის ფლანგს ეს ინიციტივა არ მოსწონს და აცხადებს, რომ ეს შემოთავაზება პირიქით ხელს უშლის ერთობას.

ია აბულაშვილი
10.11.2023

"უახლოეს პერიოდში პოლიტიკური სპექტრი დალაგდება და საერთო პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდება გვარმია-ზურაბიშვილის ტანდემი, რომელსაც ოპოზიციის დიდი ნაწილი გაჰყვება," - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა.

თამთა ჩაჩანიძე
09.11.2023

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპაში კვლავ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე გაემგზავრა. არსებული ინფორმაციით, ის საფრანგეთში მშვიდობის ფორუმს დაესწრება და პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას. საფრანგეთში ამავე ღინისძიებაზეა მიწვეული პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილიც. იგი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს უკვე შეხვდა. ზურაბიშვილმა გამგზავრებამდე იმედი გამოთქვა, რომ პრემიერთან ერთად ღონისძიებაზე დასწრება დეპოლარიზაციისკენ წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, თუმცა ყველა მოელის, რომ ეს დაპირისპირებას კიდევ უფრო გააღრმავებს.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×