თამთა ჩაჩანიძე 31.03.2026
ირანის ისლამური რესპუბლიის ელჩი თბილისში მუქარანარევ განცხადებას ავრცელებს, სეიედ ალი მოჯანი აშშ-ს ადმინისტრაციასა და დონალდ ტრამპს ახსენებს და დასძენს, რომ „გუშინ ვინც მათ მხარი აუბა, დღეს იძულებულები არიან ამის ფასი გადაიხადონ". განცხადება დროში ემთხვევა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და პრემიერ ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარს.
|
ნატალია ჯვარიძე 31.03.2026

საპატრიარქოსთვის გაუგებარია, რა საფუძველი აქვს რუსეთის დაზვერვის განცხადებას, რომ თითქოს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს ეკლესიაზე გავლენის გაძლიერებას ცდილობს და პატრიარქის თანამდებობაზე ორ კანდიდატს უჭერს მხარს.
სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ რუსეთი უკვე პირდაპირ იყენებს „ბასრ ძალას", რაც ქართული საზოგადოების გახლეჩვას გულისხმობს.
|
ნატალია ჯვარიძე 31.03.2026

პოლიტოლოგი იგორ კვესელავა მიმდინარე პროცესების საუბრისას აღნიშნავს, რომ ქვეყანაში კრიტიკულად მძიმე ვითარებაა და ხელისუფლება ამას ხვდება, ამიტომ ვადამდელ არჩევნებს არ გამორიცხავს, რაც სიტუაციიდან გამოსვლის ერთ-ერთ გზად მიაჩნია. ბიძინა ივანიშვილს კი ურჩევს, ჩრდილიდან გამოვიდეს და არსებულ პრობლემებთან გამკლავებაში უშუალოდ ჩაერთოს.
|
თამთა ჩაჩანიძე 31.03.2026

ოპოზიციური ალიანსი „ეროვნული მობილიზაციის" ორთვიან კამპანიას იწყებს, ეს პროცესი კი კულმინაციას 26 მაისის დაგეგმილი მასშტაბური აქციით მიაღწევს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ თარიღის შერჩევა მიზანმიმართულია, რადგან ოპოზიცია დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ვითარების პოლიტიზებას და დაძაბულობის შეტანას ცდილობს.
|
თამთა ჩაჩანიძე 30.03.2026

სომხეთში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები უკვე აღიქმება როგორც არა მხოლოდ შიდა პოლიტიკური ბრძოლა, არამედ რეგიონული არჩევანი - დასავლეთსა და რუსეთს შორის. ჩანს, რომ მოქმედი პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის პოზიციები ჯერ კიდევ შედარებით ძლიერია, თუმცა ბევრი გარემოება ფაშინიანს გამარჯვების 100%-იან გარანტიას არ აძლევს.
|
თამთა ჩაჩანიძე 30.03.2026

„ქართული ოცნება" აცხადებს, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობის გაუმჯობესების ინიციატივა ახლა აშშ-ის ხელშია, ხელისუფლების შეფასებით, თბილისმა საკუთარი ნაბიჯები უკვე გადადგა, ხოლო შემდგომი პარტნიორობის აღდგენა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მზად იქნება ვაშინგტონი დიალოგისთვის, ვაშინგტონი კი ამბობს, რომ ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის, პირიქით, "ოცნებამ" უნდა გამოიჩინოს ინიციატივა.
|
მარიამ ვეკუა 29.03.2026

„ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია მასშტაბურ რეგიონულ ტურნეს იწყებს. მომდევნო თვეებში შეხვედრები ქვეყნის 10 რეგიონს მოიცავს და ახალგაზრდებთან პირდაპირ დიალოგზე იქნება ფოკუსირებული. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მიზანი ახალგაზრდების აქტიური ჩართულობაა, თუმცა ანალიტიკოსები ამ პროცესს უკვე წინასაარჩევნო სტრატეგიის ნაწილად აფასებენ.
|
თამთა ჩაჩანიძე 29.03.2026

ბრიტანეთის თემთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიშში საქართველო კრიტიკული შეფასებების კონტექტში მოხვდა. კომიტეტი საკუთარ მთავრობას მოუწოდებს, დააწესოს ახალი სანქციები „ქართული ოცნების" ოფიციალური პირებისა და იმ მედიაორგანიზაციების წინააღმდეგ, „რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებენ".
|
ნატალია ჯვარიძე 28.03.2026

საქართველოს ეკლესიის ახალი პატრიარქის არჩევამდე კიდევ საკმაო დროა დარჩენილი, თუმცა ამ საკითხზე „გარკვეული ვნებათაღელვა" უკვე შესამჩნევია. ამის შესახებ თავად საპატრიარქოში საუბრობენ. ანალიტიკოსების შეფასებით კი ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ყველაფერი მშვიდად ჩაივლის.
|
თამთა ჩაჩანიძე 27.03.2026

გიორგი ვაშაძე და შალვა პაპუაშვილი ერთმანეთს უპირისპირდენიან, პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციური ალიანსის მომავალთან დაკავშირებით „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის მიერ გაკეთებულ განცხადებას მწვავედ საჯაროდ აკრიტიკებს, რასაც ოპოზიციონერი პოლიტიკსისგან პასუხი მოჰყვა. მსგავსი ტიპის დაპირისპირებები კი ახალ დაძაბულ ფონს ქმნის პოლიტკურ ველზე და აჩენს კითხვებს აქვს თუ არა საერთოდ დიალოგს პერსპექტივა.
|
თამთა ჩაჩანიძე 27.03.2026

ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესი 1 აპრილს, 50-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საკითხს განიხილავს - დღის წესრიგის მიხედვით, დელეგატები იმსჯელებენ ქვეყანაში განხორციელებული ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშზე და კენჭს უყრიან შესაბამის რეზოლუციისა და რეკომენდაციის პროექტებს, რაც საქართველოს მიმართ საერთაშორისო შეფასებებისა და პოლიტიკური გზავნილების მნიშვნელოვან ეტაპად მიიჩნევა.
|
ნატალია ჯვარიძე 26.03.2026

26 მარტს, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ალიანსის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. ანგარიშის თანახმად, 2024 წლის არჩევნებისა და ამის შემდგომი მოვლენების გამო, მოხდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის „ზოგიერთი ასპექტის პრიორიტეტულობის ხელახალი განსაზღვრა". თუმცა, არის პოზიტიური ჩანაწერიც - რომ საქართველოს თავდაცვის ძალებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობამ წინსვლა განიცადა. რა ეტაპზეა ნატო-საქართველოს ურთიერთობები და რა პრიორიტეტები აქვს ალიანსს?
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|