ირმა ჩიტაია
30.06.2026

საქართველოში, 2 დიდი ქალაქის გარდა, რეალურად არც ერთი რეგიონი არ ვითარდება. თუ არ ჩავთვლით თბილისს და აჭარას, რეგიონების უმეტესობა როგორც ინფრასტრუქტურის კუთხით, ასევე ეკონომიკურად და ცხოვრების ხარისხითაც სერიოზულ პრობლემას განიცდის. ამ საკითხზე მუდმივად იყო საუბარი, თუმცა ვერც ერთმა ხელისუფლებამ საკითხის რეალური გადაჭრა ვერ შეძლო. შესაბამისად, მოსახლეობა ცდილობს თვითგადარჩენის მიზნით დიდ ქალაქებს მიაშუროს და ამასობაში რეგიონების უმეტესობა ცარიელდება.

თამარ ვეფხვაძე
30.06.2026

საქართველოს, როგორც მშვიდობიანი, უსაფრთხო და სტრატეგიული პარტნიორის მნიშვნელობა სულ უფრო მეტად იზრდება. მით უფრო, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო, ჩრდილოეთის კორიდორი, ხოლო აშშ-ირანის კონფლიქტის გამო, ჰორმუზის სრუტე, იგივე სამხრეთის კორიდორი არასაიმედოა. ამ ფონზე, საქართველოსა და მასზე გამავალ შუა დერეფანს ალტერნატივა არ აქვს. ამას მოწმობს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი ყაზახეთში, ხოლო მანამდე უზბეკეთში, თურქმენეთში, ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში. 

ქეთო გოგოხია
29.06.2026

ყირიმში ტურისტული სეზონი ჩავარდნის პირასაა, რის გამოც რუსი დამსვენებლების უმეტესობა საქართველოს ირჩევს და ეს სტატისტიკურადაც დადასტურებულია. უკვე გავრცელდა  სასტუმროებისა და აპარტამენტების ონლაინ-დაჯავშნის სერვის „ოსტროვოკის“ კვლევა, რომლის მიხედვითაც, რუსებს შორის საქართველოში მოგზაურობაზე მოთხოვნა, 2025 წელთან შედარებით, 66%-ით მოიმატა. კარგი მოლოდინი აქვთ შავიზღვისპირა კურორტებზეც, სადაც ადასტურებენ გაზრდილ ინტერესს.

ქეთო გოგოხია
29.06.2026

წელს თხილის ფასის მკვეთრი კლებაა მოსალოდნელი. ამის მიზეზი თურქეთში დიდი მოსავლიანობაა. გარდა ამისა, საქართველოშიც კარგ მოსავალს ელიან, რაც ფასზე იმოქმედებს. შარშან თურქული თხილის სიმცირემ გლობალურ ბაზრებზე პროდუქტის გაძვირება გამოიწვია. შესაბამისად, საქართველოში 1 კგ თხილის ფასი 10 ლარს აღწევდა, რითაც 2010 წლის რეკორდიც კი მოიხსნა. წელს დინამიკა იცვლება და  მწარმოებლები  დაბალ ფასს და ექსპორტიდან შემოსავლების კლებას ელიან. როგორც წესი, თურქთში მოსავლის ზრდა ქართულ თხილზე მოთხოვნას ამცირებს და რეალურად ახლა ეს მოცემულობა დადგა.

თამარ ვეფხვაძე
25.06.2026

ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის განვითარების მეორე ფაზა უკვე დაიწყო. ეს პროექტი პირდაპირი და ეფექტიანი პასუხია იმ მზარდ მოთხოვნაზე, რომელიც ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორის მიმართ არსებობს. სპეციალისტების შეფასებით, ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის განვითარების პროექტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ შუა დერეფნიდან ტვირთების მოცულობა საქართველოში საგრძნობლად გაიზარდა, არამედ ესაა აშშ-ის ინტერესების დაფიქსირება ჩინურ ინტერესებთან კონკურენციის პრიზმაში.

თამარ ვეფხვაძე
25.06.2026

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა, თუმცა, მათივე შეფასებით, უმუშევრობა მაინც გამოწვევად რჩება. სპეციალისტები საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებას იზიარებენ და ადასტურებენ, რომ ბოლო 10-15 წლის განმავლობაში, უმუშევრობა მართლაც შემცირდა და ისტორიულ მინიმუმს მიუახლოვდა.

თამარ ვეფხვაძე
24.06.2026

უკვე ორ კვირაზე მეტია, რაც მსოფლიო ბაზარზე, ნავთობის ფასი აშშ-ირანის ომამდე არსებულ ნიშნულს დაუახლოვდა. გლობალურ ბაზრებზე, 1 ბარელი ნავთობის უკვე 74 დოლარი ღირს. საინტერესოა, რომ ეს ტენდენცია საქართველოს ბაზარზე ჯერ არ ასახულა. სპეციალისტების ერთი ნაწილის შეფასებით, გლობალური ბაზრების ტენდენციის ადგილობრივ ბაზარზე ასახვას ორი-სამი კვირა სჭირდება, ხოლო მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოში, ნავთობის ბაზარზე კარტელური შეთანხმებაა, ამიტომ საწვავის მაღალ ფასს ისინი კიდევ ერთი თვით შეინარჩუნებენ.

ქეთო გოგოხია
24.06.2026

მაღაზიების მიერ ფასდაკლებული პროდუქტები მომხმარებლისთვის შეღავათი ნამდვილად არ არის. სულ ცოტა ხნის წინ გაძვირებული პროდუქტები მცირე საფასო სხვაობით წარმოდგენილია პლატფორმაზე ekalata.gov.ge. მართალია, მთავრობაში აცხადებენ, რომ შედეგი რეალური და ხელშესახებია, მაგრამ სპეციალისტები ასე არ ფიქრობენ, ასევე არც მომხმარებლები, რომლებსაც ძალ;იან კარგად ახსოვთ, რა ფასად უწევდათ ანალოგიური პროდუქციის შეძენა სულ რამდენბიმე კვირის წინ და ამ ეტაპზე რა ღირს პროდუქცია დახლებზე. 

ირმა ჩიტაია
23.06.2026

სათამაშო ბიზნესში საკანონმდებლო ცვლილება იგეგმება. მთავრობა აპირებს, შემოიტანოს ახალი საკანონმდებლო პაკეტი, სადაც, ონლაინ თამაშებში მონაწილეობის მიღების უფლება მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ექნებათ. სფეროს სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ამით ძირეულად არაფერი შეიცვლება და ქართველი მომხმარებლებს კაზინოებზე წვდომა რეალურად ვერ შეეზრუდებათ. 

თამარ ვეფხვაძე
23.06.2026

ფასების საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე, შოთა ბერეკაშვილი აცხადებს, რომ პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით, სულ მალე, საზოგადოება ბევრ კარგ სიახლეს შეიტყობს. დეპუტატი არ აკონკრეტებს რა სიახლეებს გვპირდება, თუმცა დარგის სპეციალისტების შეფასებით, ვინაიდან ხელისუფლებამ ფასების დასტაბილურების ბერძნული მოდელი აირჩია და თან ბერეკაშვილმა სწორედ ამ მოდელის დახვეწა ახსენა, საუბარია მოდელზე, როდესაც ქსელური მარკეტები ერთმანეთთან კონკურენციაში შედიან და ფასებსაც თვითონვე განსაზღვრავენ. სახელმწიფო მხოლოდ იმ ნაწილში ერევა, რომ ადგენს პროდუქციის ნუსხას, რომელსაც ფასდაკლება უნდა შეეხოს. 

ქეთო გოგოხია
22.06.2026

უცხოელი დასაქმებულების შესახებ კანონის ამოქმედებიდან პირველ ეტაპზე, შრომის ბაზარზე არსებითი ცვლილება არ გამოუწვევია. რისკი, რომ საკანონმდებლო ცვლილება  დეფიციტს გამოიწვევდა, ნამდვილად არ იგრძნობა. შესაძლოა იმის გამოც, რომ ჯერ კიდევ გრძელდება საშეღავათო პერიოდი და უცხოელებს დასაქმების პრობლემა ნაკლებად აქვთ. როგორც დამსაქმებლები აცხადებენ, ტენდენცია უფრო გრძელვადიან პერიოდში გამოჩნდება, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რეგულაციამ ბიზნესი დააზარალოს.

ირმა ჩიტაია
22.06.2026

სამშენებლო სექტორში დეველოპერული კომპანიების რიცხვი მკვეთრად იზრდება. ამან შესაძლოა, ჭარბი მიწოდება გამოიწვიოს. სპეციალისტების ნაწილი პროცესს ნეგატიურად აღიქვამს. ისინი ფიქრობენ, რომ პროცესების ამგავრმა განვითარებამ ესა თუ ის კომპანია შეიძლება გაკოტრებამდე. არის განსხვავებული შეხედულებაც. მათი ავტორები ფიქრობენ, რომ რაც მეტი მოთამაშე იქნება ბაზარზე, მით მეტი იქნება კონკურენციაც და ეს უკანასკნელი პროცესების გაჯანსაღებას ხელს შეუწყობს. 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×