ქეთო გოგოხია
22.06.2026

საზღვაო კურორტებზე  ახალი სეზონისგაიხსნა და პირველი ტურისტებიც გამოჩნდნენ. სექტორში  მოლოდინი დადებითია, თუმცა გეოპოლიტიკური მდგომარეობა ჯერჯერობით  მთავარ დაბრკოლებად რჩება.  მიმდინარე პერიოდში  აჭარის რეგიონი ნაკლებად განიცდის პრობლემას, განსაკუთრებით ანაკლიაში უჭირთ, სადაც კურორტი ადგილობრივი დამსვენებლების იმედადაა. 

ქეთო გოგოხია
18.06.2026

საქართველოს მთავრობა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებლების წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას აგრძელებს. წლებია, აზიური ფაროსანა გამოწვევად იქცა. მთავრობა აქტიურად აგრძელებს მიზნობრივ პროგრამებსა და მავნებლის საწინააღმდეგო მასშტაბურ ღონისძიებებს, რასაც მნიშვნელოვანი შედეგი მოაქვს, თუმცა გადამწყვეტი ნაბიჯი საბოლოოდ მაინც ფერმერებმა უნდა გადადგან, რათა სახელმწიფოსთან აქტიური კომუნიკაციით და აქტიური თანამონაწილეობით ებრძოლონ მავნებელს.

თამარ ვეფხვაძე
17.06.2026

ლარის კურსი იმაზე უფრო სწრაფად მყარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო. „თიბისი კაპიტალის“ შეფასებით, წლის ბოლოს, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2.60-2.65-ის ფარგლებში იქნება, თუმცა ამჟამად 1 აშშ დოლარის ღირებულება უკვე 2.65 ლარია. სპეციალისტების განცხადებით, ეს შეფასება სრულიად რეალურია და საკმაოდ მტკიცე საფუძველიც გააჩნია. სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად, ლარის გამყარებას აშშ დოლარის დასუსტებაც უწყობს ხელს. „თიბისი კაპიტალის“ შეფასების მიხედვით, საქართველოში სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის ჭარბი მიწოდება ივნისშიც შენარჩუნდა, რაც ლარის გამყარებას უწყობს ხელს. „თიბისი კაპიტალი“ ვარაუდობს, რომ წლის ბოლოს, აშშ დოლარისა და ლარის კურსი, დაახლოებით, 2.60-2.65 დიაპაზონში იქნება.

ირმა ჩიტაია
16.06.2026

ინვესტიციების მოცულობა მატულობს, რასაც ხელს უწყობს როგორც უცხოური კაპიტალის შემოდინება, ისე ეკონომიკური აქტივობის მაღალი დონე. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ დადებითი დინამიკა მომავალშიც შენარჩუნდება და უცხოური კაპიტალის ოდენობა საგრძნობლად მოიმატებს. წამყვანი კვლევითი ორგანიზაციები უცხოური ინვესტიციები შემოდინებაზე დადებით პროგნოზს აკეთებენ და ფიქრობენ, რომ წლის ბოლოსთვის 1,8 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

თამარ ვეფხვაძე
16.06.2026

უკვე ერთი თვეა, რაც ფასდაკლების შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ მუშაობა დაასრულა, თუმცა პროდუქტები თვალში საცემად არ გაიაფებულა. სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ ამ პერიოდში, სურსათი არ გაძვირებულა, მაგრამ ეს დიდი ვერაფერი შეღავათია.  დაზუსტებით მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მთავრობის განკარგულებით, კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტო ერთიანი ელექტრონული სისტემის - ვებ-გვერდის შექმნას გეგმას, სადაც ფასდაკლებების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსდება. სპეციალისტების ერთი ნაწილის შეფასებით, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს ვებგვერდი ფასდაკლებების კატალოგად არ გადაიქცეს. 

ირმა ჩიტაია
15.06.2026

ხორბლის წარმოებაში წელსაც პრობლემაა. 2-3 კვირაში ალოობა იწყება. მოსავლიანობა, შენარჩუნებულია, თუმცა ხორბლის რეალიზაცია კვლავ გადაუჭრელი საკითხია. ქართულ მარცვლეულზე მოთხოვნა დაბალია და შარშანდელი მოსავლის 10-15% ჯერ ისევ გაუყიდავია. ფასი კი მხოლოდ დაბლა მიიწევს, რაც ფერმერებს მძიმე ტვირთად აწვება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ისინი შიშობენ, რომ შესაძლოა, გაწეული ხარჯების დაფარვაც ვერ შეძლონ.  

ქეთო გოგოხია
15.06.2026

ტექნოლოგიების განვითარება შრომის ბაზარს რადიკალურად შეცვლის, თუმცა ადამიანს იგი სრულად ვერ ჩაანაცვლებს, რაც დღეს დასაქმებულებს ყველაზე მეტად აშინებთ. როგორც აღმოჩნდა, განვითარებულ ქვეყნებში ამ საკითხით სერიოზულად არიან შეშფოთებულები, ვინაიდან. არის გარკვეული დარგები, სადაც ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია სრულად შეითავსოს ადამიანის ფუნქცია, თუმცა სადაც საქმე ინტელექტს, წარმოსახვის უნარს და კრეატიულობას ეხება, ხელოვნური ინტელექტი მოწოდების სიმაღლეზე იქნება. ხელოვნული ინტელექტი განსაკუთრებით ძლიერია იქ, სადაც საქმე ეხება დიდი მოცულობის მონაცემების დამუშავებას, შაბლონურ დავალებებს და ტექსტთან თუ კოდთან მუშაობას.

ქეთო გოგოხია
15.06.2026

აშშ-სა და ირანის სამშვიდობო შეთანხმებას გლობალურ ბაზრებზე მყისიერი რეაქცია თითქმის ყველა მიმართულებით მოჰყვა. განსაკუთრებით ეს შეეხეხო ნავთობის ფასს, რომელიც ბოლო დროს სწორედ ახლო აღმოსავლეთის კრიზისის გამო ძვირდებოდა. დღეს ეს მოცემულობა შეიცვალა. სამხედრო კონფლიქტი, ფაქტობრივად, დასრელებულია. ნავთობის ფასი  83 დოლარამდე დაიცა, რაც დღიურ ჭრილში 4%-იანი კლებაა. ოქროს ფასი კი დიდხნიანი გაიაფების შემდეგ ცოტათი გაძვირდა. 

თამარ ვეფხვაძე
11.06.2026

ევროკომისიასა და საქართველოს ოფიციალური პირების დელეგაციას შორის შეხვედრის მიზანი იმ გარემოებების გამოსწორებაა, რამაც სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვია. სპეციალისტების შეფასებით, დიდი ალბათობით, ევროკავშირის საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას არ შეაჩერებს, თუმცა ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ევრობიუროკრატებმა მუქარა აასრულეს და ვიზალიბერალიზაცია შეგვიჩერეს. ხომ საინტერესოა, რა ეკონომიკური შედეგი მოჰყვება ამას? ჰოდა, ირკვევა, რომ არავითარი უარყოფითი შედეგი ამ ფაქტს არ მოჰყვება. 

თამარ ვეფხვაძე
10.06.2026

გამკაცრებული და თითქმის გაორმაგებული ჯარიმების ფონზე, ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა მაინც ყოველწლიურად მზარდი და შემზარავია. ერთია გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევები და მეორე - მახრჩობელა ჯარიმები, რაც გამოსავალი ნამდვილად არ აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ, ხელისუფლებამ ჯარიმების შემცირება გადაწყვიტა, თუმცა სპეციალისტების აზრით, გამოსავალი არც ჯარიმების შემცირებაა. აუცილებელია, რომ კანონის აღსრულება დაიხვეწოს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით და მართვის მოწმობის ქულათა სისტემა მიებას  ვიდეომონიტორინგის კამერებს. 

ქეთო გოგოხია
10.06.2026

ჩინეთთან როგორც სავაჭრო-ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური  ურთიერთობები გაღრმავდება. დასავლეთის მოთხოვნას, რომ ქვეყნებს შორის ამ ტიპის ურთიერთობები შესუსტდეს, მთავრობა საპირისპირო ნაბიჯს დგამს. სპეციალისტების განცხადებით, ჩინეთთან ურთიერთობას აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით და ამ  მხრივ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისა და მთლიანად მოსახლეობისთვის. გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკის სათანადოდ განვითარება  სწორედ ჩინეთთან თანამშრომლობით არის შესაძლებელი.

ირმა ჩიტაია
09.06.2026

საქართველოს მთავრობა საჯარო და კერძო უნივერსიტეტებს უცხოელი სტუდენტების ლიმიტს განუსაზღვრავს. აღნიშნულის ახალ კანონპროექტშია საუბარი, რომელიც შსს-მ მოამზადა. სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ განათლების სისტემაში ამ ცვლილების აუცილებლობას ვერ ხედავს, ნაწილი კი ახალ ინიციატივას მიესალმება, რადგან უცხოელი სტუდენტის სტატუსს ბევრი საეჭვო პიროვნებაა ამოფარებული.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×