თამარ ვეფხვაძე 09.06.2026

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, შარშანდელთან შედარებით, 48%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სამეული ასე გამოიყურება: დიდი ბრიტანეთი, აშშ, ნიდერლანდები. „რეზონანსი“ დაინტერესდა, რამ განაპირობა საქართველოში ინვესტიციების ზრდა, განსაკუთრებით იმ ქვეყნებიდან, რომლებიც საქართველოს გამუდმებით აშანტაჟებენ სანქციებით? ეკონომისტების შეფასებით, რეგიონის ქვეყნებთან შედარებით, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობაა, რის გამოც ინვესტორები თავს უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობენ.
|
ქეთო გოგოხია 08.06.2026

საერთაშორისო რეზერვების მოცულობა რეკორდულ მაჩვენებელზეა. ქვეყნის წამყვანი ფინანსური ორგანიზაციების პროგნოზი წლის ბოლოსთვის 7 მილიარდი დოლარი იყო, თუმცა მაისის მაჩვენებელი უკვე ამ დონეზეა, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში უცხოური ვალუტის სიჭარბეა. შესაბამისად, ეროვნულ ბანკს გარკვეული ზომების მიღება, ე.წ. ოქროს შუალედის დაჭერა უწევს, რომ ლარი ზედმეტად არ გამყარდეს და ჭარბი ვალუტა ამოიღოს ბრუნვიდან, რასაც აკეთებს კიდეც. სამომავლოდ ამ მიმართულებით უფრო აქტიური ნაბიჯის გადადგმა მოუწევს, როცა დაანონსებული ინვესტიცია შემოვა ქვეყანაში და უცხოური ვალუტის მოცულობა გაიზრდება.
|
ირმა ჩიტაია 08.06.2026

საქართველოში ავტომანქანები ჭარბი რაოდენობით შემოდის. მიზეზი 2 აპრილს ამოქმედებული ახალი კანონმდებლობაა. როგორც სპეციალისტები ვარაუდობდნენ, წინასწარ დაჭრილი თადარიგის გამო ზაფხულში ავტობაზარი სრულიად გაჯერდება, რაც ფასზეც ჰპოვებს ასახვას. მოკლევადიან პერიოდში მიწოდების სიჭარბე მანქანებს გააიაფებს. რას უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში, როდის გაიწოვება დაგროვებული ავტომობილების გაწოვა ბაზრიდან?
|
ქეთო გოგოხია 08.06.2026

უძრავი ქონების ბაზარზე დიდი გამსხვილების პროცესი დაიწყო. ამის მთავარი განმაპირობებეი ფაქტორი უცხოური ინვესტიციების შემოდინებაა. განსაკუთრებით ეს ეხება არაბული ქვეყნების საინვესტიციო კაპიტალს, რაც ბოლო წლების განმავლობაში მზარდი ტენდენციით ხასიათდება. სექტორში აცხადებენ, რომ მოსალოდნელია მსხვილი საერთაშორისო კომპანიების შემოსვლა საქართველოში, შესაბამისად, ქართული კომპანიები ეძებენ რესურსს კონკურენციის გასაწევად, ხოლო გამსხვილების პროცესი ამ მიმართულებით ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.
|
თამარ ვეფხვაძე 04.06.2026

2026 წლის პირველ კვარტალში, ბიზნეს სექტორში საშუალო თვიური ხელფასი 2 335 ლარამდე გაიზარდა, ხოლო სექტორის ბრუნვის მოცულობა - 62 მილიარდ ლარამდე. თუმცა, „საქსტატის“ ინფორმაციას დეტალურად თუ გავეცნობით, აღმოვაჩენთ, რომ სინამდვილეში, ხელფასიც და ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობაც მომსახურების ზრდის ხარჯზე გაიზარდა და არა - რეალური ეკონომიკის (მეორნეობების, მრეწველობის) განვითარების კვალდაკვალ. სწორედ ამ საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას სტატისტიკოსები და ეკონომისტები, რომლებიც აცხადებენ, რომ წინსვლა თუ არ აისახა ხალხის კეთილდღეობაზე, ვერავითარ ზრდაზე ვერ ვილაპარაკებთ.
|
თამარ ვეფხვაძე 04.06.2026

ყინული დაიძრა, სახელმწიფომ პირველი ნაბიჯი გადადგა და სამართალდამცავებმა მესტიის მუნიციპალიტეტში, კრიპტოვალუტის მწარმოებელი სპეციალური მოწყობილობები - 148 მაინერი ამოიღეს. პარალელურად, უკვე ცნობილია, რომ სახელმწიფო სვანეთის გამრიცხველიანებას იწყებს. ენერგეტიკოსები ამ ნაბიჯს მხოლოდ მიესალმებიან და ვარაუდობენ, რომ სახელმწიფო ელექტროენერგიის უკანონო მოხმარებასთან ბრძოლას მომავალშიც გააგრძელებს.
|
თამარ ვეფხვაძე 03.06.2026

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.5%-ით, 6%-მდე გააუმჯობესა. ყველაზე მნიშნელოვანი ის არის, რომ „იბიარდმა“ საქართველო რეგიონის ქვეყნებს შორის გამოარჩია და მხოლოდ ჩვენს ქვეყანაზე გასცა დადებითი რეკომენდაცია. ეკონომისტების ერთი ევროპის ცენტრალური ბანკის ამ პროგნოზს სკეპტიკურად უყურებს და დიდად არც ენდობა, ხოლო მეორე ნაწილს ევრობანკის პროგნოზი არ გაჰკვირვებია, რადგან სწორედ ამ გადაწყვეტილებას ელოდნენ.
|
ქეთო გოგოხია 03.06.2026

ინფლაციის შემცირების ტენდენცია დაწყებულია. მაისში წლიურმა მაჩვენებელმა 5.7%-მდე დაიკლო, რაც იძლევა იმედს, რომ სამომავლოდ კიდევ შემცირდება. ამ მხრივ გარკვეულ გავლენას სეზონური ფაქტორიც მოახდენს. როგორც კი ქართული პროდუქტით გაჯერდება ბაზარი, ცვლილება უფრო შესამჩნევი გახდება. მიხედავად ამისა, ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაახლოება წარმოუდგენელია და ამ ამოცანის გადაჭრას ეროვნული ბანკი ვერ შეძლებს.
|
ირმა ჩიტაია 02.06.2026

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა, რაც რეგიონში საქართველოს როლს მნიშვნელოვნად გააძლიერებს. მთავრობის წევრები ცალსახად აღნიშნავენ, რომ და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი ერთიორად გაიზრდება. დარგის სპეციალისტები კი საკითხს სკეპტიკურად უყურებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ მოლოდინი გადაჭარბებულია და კარგი იქნება თუ მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში რკინიგზა წონასწორობის ზღვარზე მაინც შეძლებს მუშაობას.
|
ქეთო გოგოხია 02.06.2026

ევროკავშირში მიგრანტების დეპორტაციის ახალი წესები დამტკიცდა. 12 ივნისიდან, ძალაში შევა შეთანხება, რომლის მიხედვით, ორწლიანი დაკავება მუდმივი აკრძალვა ელის პირს, რომელიც მიგრაციის შესახებ კანონს დაარღვევს. ეს გადაწყვეტილება ააჩქარებს ევროკავშირიდან დეპორტაცვიის პროცესს და დეპორტირებულთა რაოდენობასაც გაზრდის. საინტერესოა, რა მოჰყვება ახალ რეგულაციას და როგორ აისახება ეს პროცესი საქართველოზე. აქ ქართველი სპეციალისტების აზრი ორად გაიყო. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ახალი რეგულაცია უმუშევრობას გაზრდის, ხოლო მეორე ნაწილის მოსაზრებით, ეს აუცილებელი და საჭირო ნაბიჯია.
|
ირმა ჩიტაია 01.06.2026

შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემა, საქართველოში მეტ-ნაკლებად მოგვარდა, თუმცა, გამოწვევები მაინც რჩება. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო ადგილებზე სიკვდიალიანობის მაჩვენებელი არ გაზრდილა, უბედური შემხვევების სტატისტიკა დიდიად არ გაუმჯობესებულა. სპეციალისტები ითხოვენ ისეთი მექანიზმის შემუშავებას, რომელიც დასაქმებულებს მოსალოდნელი რისკებისგან დაიცავს. საქმე არ ეხება, მხოლოდ გარდაცვალების ფაქტებს. შრომით ბაზარზე არსებული ვითარება ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის ხშირად საზიანოა, რაც დარგში არსებულ პრობლემებზე მეტყველებს.
|
ქეთო გოგოხია 01.06.2026

კრიპტომაინინგის პროცესი სვანეთში მკაცრად გაკონტროლდება. სპეციალურად ამ მიზნით მთავრობა გამრიცხველიანებას იწყებს. ბოლო წლების განმავლობაში პრობლემებზე სექტორში მუდმივად საუბრობდნენ, თუმცა ქმედითი ნაბიჯის გადადგმა მხოლოდ ახლა იწყება. სპეციალისტების შეფასებით, ახლო მომავალში გამოჩნდება, როგორ დარეგულირდება ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიის შემოსავალი და რა დონეზე შემცირდება მოხმარება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|