ირმა ჩიტაია 04.05.2026

უცხოელ გიდებს ჯგუფური ტურები აეკრძალათ. ახალი კანონმდებლობა ძალაში პირველი მაისიდან შევიდა, რომლის მიხედვითაც, შრომითი საქმიანობის დაწყებამდე აუცილებელია შესაბამისი უფლების მიღება, რომელსაც დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო გასცემს, თუმცა განსაზღვრულია ლიმიტები. კანონის დარღვევის შემთხვევაში ისინი დაჯარიმდებიან. სფეროს სპეციალისტები მიესალმებიან ახალი რეგულაციების შემოღებას, მაგრამ მიიჩნევენ, რომ აუცლებელია კანონპროექტში ჩადებული იყოს აღსრულების მექანიზმები, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ეფექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
|
ქეთო გოგოხია 04.05.2026

სავაჭრო ქსელები ფასების საგრძნობ შემცირებას იწყებენ. განისაზღვრა ,,საოჯახო კალათა", რომლის ფარგლებშიც ,,რითეილ ასოციაციის“ წევრებმა იმ პროდუქტების იდენტიფიცირება დაიწყეს, რომლებზეც მუდმივ რეჟიმში განსაკუთრებული შეთავაზებები გავრცელდება. გადაწყვეტილება სპეციალისტების მხრიდან უმეტესად დადებითად ფასდება, თუმცა საუბარია იმაზეც, რომ ცვლილება ადრეც შესაძლებელი იყო, სანამ სექტორის წარმომადგენლებს კუთხეში მიიმწყვდევდნენ. ყოველ შემთხვევაში, მაშინ ფასის მდგენელი ყველა პარამეტრი მეტნაკლებად მწყობრში იყო: საწვავიც უფრო იაფი ღირდა და გადაზიდვების ტარიფიც, ლარის კურსის სტაბილურობის კუთხითაც პრობლემა არ შეინიშნებოდა.
|
ირმა ჩიტაია 30.04.2026

ნავთობპროდუქტები მსოფლიო ბაზარზე გაძვირებას აგრძელებს, საქართველოში ჯერ კიდევ გაურკვევლობაა. ამასობაში ფასების შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ მუშაობა დაასრულა. მოსალოდნელია, რომ კორექცია მოხდება, თუმცა რა ცვლილება შეიძლება განხორციელდეს სექტორში ვერ აკონკრეტებენ. ჯერ გაიაფება გამორიცხულია, მაგრამ ბიზნესი ცდილობს, რომ როგორმე არსებული ფასი შეინაჩუნოს. ყველაფრის მიზეზი კი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებია.
|
თამარ ვეფხვაძე 30.04.2026

2026 წლის მარტში, ბოლო 14 თვის მანძილზე პირველად, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის - „საქსტატის“ ინფორმაციით, 2026 წლის მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეალური მშპ-ს ზრდა 10.7%, ხოლო პირველი კვარტლის საშუალო რეალური ზრდა - 9.1% იყო. ეკონომისტებისა და დარგის სპეციალისტების განცხადებით, გლობალური ეკონომიკური შოკის, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და მაღალი გაურკვევლობის ფონზე, საქართველოს ეკონომიკამ მაღალი ტემპი შეინარჩუნა.
|
რეზონანსი 30.04.2026

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" - აფბა ყურადღებით აკვირდება ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის მცდელობას, ხანგრძლივი დუმილის შემდეგ ღიად დაიწყონ საუბარი მათ მიერ ლონდონის სასამართლოში შეტანილი სარჩელის დეტალებზე და მოუწოდებს მათ უფრო მეტი საჯაროობისკენ. საკითხი შეეხება "ბრიტანულ-ქართული აკადემიის" გარშემო განვითარებულ დავას, რომელიც ყოფილმა დირექტორმა ნათია ჯანაშიამ აკადემიის მაჟორიტარი აქციონერის - "საქართველოს განათლების ჯგუფის“ წინააღმდეგ ლონდონის სასამართლოში წამოიწყო. დავის საზოგადოებრივი მონიტორინგით „აფბაა“ დაკავებული და საზოგადოების ინფორმირებას პროცესების განვითარების კვალდაკვალ ახდენს.
|
ქეთო გოგოხია 29.04.2026

ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გამო, ლოგისტიკური მიმართულება მნიშვნელოვნად დაზარალდა. მართალია, უშუალოდ გადაზიდვების კუთხით პრობლემა არ არის, მაგრამ ტარიფები მკვეთრად გაიზარდა, რაც კონკრეტულად ნავთობის გაძვირებას უკავშირდება. საფასო ცვლილება შეეხო როგორც საჰაერო და საზღვაო, ისე სახმელეთო გზით ტვირთის გადაზიდვას, რაც, თავის მხრივ, იმპორტირებული პროდუქტის ფასზე აისახება.
|
თამარ ვეფხვაძე 29.04.2026

ირანსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი გლობალურ ფარმაცევტულ ბაზარსაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის. იმის გამო, რომ ჰორმუზის სრუტე ჩაკეტილია, სპარსეთის ყურიდან წამლების მთავარი ნედლეულის - ნავთობქიმიური პროდუქტების ექსპორტი შეფერხდა, გაორმაგებულმა ლოგისტიკურმა ხარჯებმა კი პირველადი მოხმარების მედიკამენტები უკვე გააძვირა. „რეზონანსი“ დაინტერესდა, როგორ აისახება ეს საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე, რომელიც ბევრი სხვა დარგის მსგავსად, ძირითადად, იმპორტზეა დამოკიდებული და გაიზრდება თუ არა ისედაც კატასტროფულად გაძვირებული მედიკამენტების ფასი?
|
თამარ ვეფხვაძე 28.04.2026

სანავთობო ბაზრებზე დიდი დაძაბულობაა და კრიზისის დაძლევა ვერ ხერხდება. „გოლდმან საქსის“ ანალიტიკოსების პროგნოზით, მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში, ნავთობის საშუალო ფასი ბარელზე 80-დან 90 აშშ დოლარამდე გაიზრდება. მიზეზი ირანსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო დაკეტილი ჰორმუზის სრუტეა. მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა, თუმცა ქართველი სპეციალისტები აცხადებენ, რომ საქართველოში დეფიციტი არ გველის. რაც შეეხება საწვავის ფასს, რასაკვირველია, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მალე მოგვარდება კონფლიქტი.
|
ირმა ჩიტაია 28.04.2026

გახანგრძლივებული უამინდობა სირთულეებს უქმნის სოფლის მეურნეობას. უხვი ნალექი კი - მოსავალს. ფერმერები დ სფეროს სპეცილისტები ვარაუდობენ, რომ თუ ასეთი ვითარება გაგრძელდება, მოსავლის ხარისხი და რაოდენობა შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ეს არ არის მხოლოდ წლევანდელი პრობლემა, ზედიზედ რამდენიმე წელია, დარგის სპეცილისტები ცდილობენ კლიმატის შესაბამისად იმოქმედონ და ნაკლებად დაზარალდნენ, თუმცა, შედეგის მიღწევა დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მაინც რთულდება.
|
ქეთო გოგოხია 27.04.2026

ახლო აღმოსავლეთში შექმნილმა კონფლიქტმა უარყოფითი გავლენა თითქმის ყველა ქვეყანაზე მოახდინა. განსაკუთრებით სავალალოა სანავთობო ბაზარზე არსებული ვითარება, რამაც ნავთობპროდუქტების მკვეთრი გაძვირება გამოიწვია და მისი პირდაპირი თუ ირიბი გავლენა მთელ დედამიწაზე შესამჩნევია. გამწვევის წინაშეა საქართველოსც, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამ კონფლიქტს მაინც არ მოჰყოლია ის უარყოფითი შედეგი, რასაც ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ.
|
ქეთო გოგოხია 27.04.2026

მთავრობა ელექტრომობილების წარმოების საკითხით კიდევ ერთხელ ინტერესდება. ჯერ კიდევ 7 წლის წინ დიდი ზარზეიმით დაანონსებული პროექტი ქუთაისში, რომელიც ჩინურ კომპანია პარტნიორობით უნდა განხორციელებულიყო, მალევე შეჩერდა. დიდ პერსპექტივას საავტომობილო სფეროს წარმომადგენლები ვერც ამჯერად ხედავენ და არგუმენტად ასახელებენ ნედლეულის არქონას და რიგ ტექნიკური ხასიათის პრობლემას, რაც ელექტრომობილების მასშტაბური წარმოებისთვის სერიოზული დაბრკოლებაა. საუკეთესო შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს საამწყობო საამქრო, რომელიც ჩინური მოდელებისგან ააწყობს ავტომობილ და ძირითადად შიდა ბაზარზე გაიყიდება.
|
ქეთო გოგოხია 27.04.2026

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აგროსექტორის მხარდაჭერის თანამედროვე და გაუმჯობესებული მოდელი შეიმუშავა. მისი მიზანი ინტეგრირებული, გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული სისტემის ჩამოყალიბებაა. ინიციატივა გათვლილია არა მხოლოდ მცირე მასშტაბის მეურნეობებზე, არამედ განვითარებაზე ორიენტირებულ საშუალო და მსხვილ პროექტებზეც. ახალმა პროგრამამ უნდა უზრუნველყოს აგრობიზნესისა და წარმოების გაძლიერება და სასურსათო უსაფრთხოების გარანტად იქცეს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|