გვანცა წულაია
10.10.2023

ფქვილის იმპორტზე გადასახადი კიდევ ერთხელ ამოქმედდა, თუმცა ამჯერად განსხვავებლად. ცვლილება ის არის, რომ გადასახადი გაიზარდა და ფქვილთან ერთად დაიბეგრება ქერიც და ქატოც. პირდაპირ ითქვა, რომ ფქვილზე გადასახადის დაწესების გამო პური არ გაძვირდება, მაგრამ საინტერესოა, ქატოს და ქერის დაბეგვრა ხომ არ მოახდენს გავლენას მეცხოველეობაზე?

თიკა სიბოშვილი
10.10.2023

ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა, ხოლო სიღარიბე მცირდება. ეს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო. ბოლო 10 წელში, სიღარიბე თითქმის 13%-ით, ხოლო უმუშევრობის მაჩვენებელი, 12%-ით შემცირდა. ეს სოფიცილური მონაცემებია და საინტერესოა, რამდენად შეესაბამება არსებული მაჩვენებლები რეალობას?

ქეთო გოგოხია
09.10.2023

ყველაზე მწვავე პრობლემა, რაც დღეს ბზინესს აწუხებს, კადრებთან დაკავშირებული საკითხია. დეფიციტია როგორც კვალიფიციური კადრის, ასევე სამუშაო ძალასთან დაკავშირებით. ფაქტობრივად არ მოიძებნება არც ერთი სფერო, სადაც ეს პრობლემა არ შეინიშნება. ოფიციალური კვლევებითაც დადასტურდა, რომ კომპანიებში კიდევ უფრო გამწვავდა კადრების დეფიციტის პრობლემა.

ქეთო გოგოხია
09.10.2023

ისრაელში მიმდინარე ომი გლობალური მასშტაბით უამრავი ქვეყნის ეკონომიკას უქმნის პრობლემას. გარკვეული დაძაბულობა მოსალოდნელია საქართველოშიც, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი არ არის ჩვენი ქვეყნის მჭიდრო სავაჭრო პარტნიორი, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვერაფერი გადაწონის იმ დანაკარგს, რაც ომს მოაქვს მსოფლიოსთვის. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ამას შეიძლება ჯამურად სერიოზული პრობლემები მოჰყვეს, რადგან უკრაინაშიც ომია, სომხეთ-აზერბაიჯანს შორისაც დაძაბული ვითარებაა, რასაც წინ უძღოდა საომარი მოქმედებები. შესაბამისად, ისრაელში მიმდინარე ომმა შეიძლება სერიოზული პრობლემა გამოიწვიოს საერთაშორისო მასშტაბით და რეცესიაც დაიწყოს.

გვანცა წულაია
09.10.2023

უძრავი ქონების ბაზარზე ქაოსური სიტუაცია ეტაპობრივად წესრიგდება და ვითარება ნელ-ნელა სტაბილიზაციისკენ მიდის. მიმდინარე ეტაპზე მოთხოვნა თანდათან მცირდება და ბინების ყიდვა-გაყიდვის კუთხით ფასიც ნელ-ნელა იკლებს, მაგრამ ღირებულება ჯერჯერობით მაინც მაღალ ნიშნულზეა.

ქეთო გოგოხია
05.10.2023

ნამოხვანის ჰესის მშენებლობის საკითხი მალე დაიძვრება. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, მთავრობა ევროპეული ინვესტორის შემოყვანასა აპირებს. პროექტი, სავარაუდოდ, თავიდან გადაიხედება, თუმცა ენერგეტიკოსები რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას ნაკლებად ელოდებიან. თურქულ მხარესთან ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს პროტესტი ხელშეკრულების კაბალური პირობების გამო ჰქონდათ. რაც შეეხება მათ პოზიციას დღეს, აღმოჩნდა, რომ ჰესის მშენებლობას კატეგორიულ წინააღმდეგობას გაუწევენ მომავალშიც და პროტესტი გაგრძელდება, თუკი კითხვებზე პასუხს არ მიიღებენ.

გვანცა წულაია
05.10.2023

საქართველოს ეროვნული ბანკის სკანდალი თვალსა და ხელს შუა დასრულდა. საბჭოს ახალი წევრები - ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი სებ-ში მუშაობას უკვე შეუდგნენ. ეკონომისტთა ერთი ნაწილის აზრით, ეს იმას ნიშნავს, რომ ფინანსური სექტორის სტაბილურობას, რომელიც საფრთხის ქვეშ იდგა, პრობლემები აღარ ემუქრება და არც ისაა გამორიცხული, რომ ლარი, რომელიც ცენტრალურ ბანკში მიმდინარე პროცესების კვალდაკვალ გაუფასურდა, გამყარების ახალ გზას დაადგეს.

გვანცა წულაია
05.10.2023

ქვეყანაში მალე "სურსათის ბანკი” შეიქმნება. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტმა მოამზადა და უკვე დაამტკიცა კიდეც. ცვლილება ბევრ სიახლეს მოიცავს და მოლოდინია, რომ კანონის ამოქმედების შემდეგ,  სურსათის უვნებლობა უფრო მეტად იქნება დაცული, ხოლო საქველმოქმედო მიმართულება გაქტიურდება.

ქეთო გოგოხია
04.10.2023

თბილისში დღის გარკვეულ მონაკვეთში დიდი გამავლობის ავტომობილების მოძრაობის შეზღუდვა სამომავლოდ ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებას შეეხება, რომლის წონაც 3,5 ტონას აღემატება. ასეთი მიდგომით, აკრძალვაში უნდა მოჰყვეს სადისტრიბუციო მანქანებიც, რამაც უკმაყოფილება უკვე გამოიწვია. არ არის გამორიცხული, დისტრიბუცია გამონაკლისად განიხილონ, ვინაიდან მერიასთან ამ საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაცია მიმდინარეობს. სპეციალისტები კი რეგულაციის აუცილებლობაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ სხვა მიდგომა და რეცეპტი, როგორ შეიძლება ეს პრობლემა მოგვარდეს, ჯერჯერობით არ არის შემოთავაზებული.

გვანცა წულაია
04.10.2023

ნავთობმა მკვეთრი გაიაფება დაიწყო. უკვე რამდენიმე დღეა, რაც საერთაშარისო ბაზრებზე ნავთობის ღირებულება საგრძნობლად იკლებს. ტენდენცია შეიცვალა და მოლოდინი კლებისა და სტაბილუბისკენ არის მიმართული. ამაზე ნაწილობრივ მეტყველებს შემდეგი თვეების ფიუჩერსის, გარიგებების ღირებულებაც, რომელიც ყოველ შემდგომ ეტაპზე შემცირებულია.

თიკა სიბოშვილი
03.10.2023

საცობები დედაქალაქისთვის, თითქოს, ჩვეულებრივ ამბად იქცა. თბილისში გადატვირთულმა მოძრაობამ ყოვლდღიური სახე მიიღო და ამას მოქალაქეებიც შეეგუენ. გაუვალ ქუჩებში საათობით დგომა დროის ფუჭი კარგვაა და ამას გარდა, სხვადასხვა სახის პრობლემებსაც იწვევს, უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზეc. კვლევების საფუძველზე ირკვევა, რომ წელიწადში რიგით თბილისელს 240 საათის გატარება უწევს საცობში.

გვანცა წულაია
03.10.2023

ბიზნესში დასაქმებულთა შორის ხელფასების ზრდის მოთხოვნა ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა არა იმ მასშაბითა და სიხშირით, როგორც წინა წელს იყო. კერძო სექტორმა კადრების დეფიტიცის პრობლემის გამოსწორება, ერთი მხრივ, საკუთარ თავზე აიღო და ხელფასები ნაწილობრივ გაზარდა, მაგრამ, როგორც ჩანს, არასაკმარისად, რადგან მუშახელის პრობლემა მაინც ყველა მიმართულებითაა და თანაც ეფრო მაღალი ანაზღაურების მოთხოვნაც არსად გამქრალა.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×