გვანცა წულაია
02.10.2023

2024 წლის ბიუჯეტში უამრავი სიახლეა დაგეგმილი. მთავრობა რიგი მიმართულებით დაფინანსებას ზრდის, რაც მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიაზეა გათვლილი. მომავალი წლის ბიუჯეტი მოიცავს ყველა სეგმენტს და ხელფასებისა თუ პენსიების ზრდას. ასევე იქნება მხარდაჭერა და განვითარებისკენ მიმართული თანხები. ეკონომისტები ფიქრობენ, რომ მოსახლეობა გაზრდილი ბიუჯეტით სარგებელს მიიღებს.

გვანცა წულაია
28.09.2023

საქართველოში ახალგაზრდების დიდი ნაწილი ისევ ოჯახის ფინანსურ დახმარებაზეა დამოკიდებული. არასახარბიელო რეალობა სპეციალური კვლევითაც დასტურდება. თითქმის ყოველი მეორე ახალგაზრდა მშობლების კმაყოფაზე ცხოვრობს.

გვანცა წულაია
28.09.2023

ქონების გადასახადის დაბეგვრის პრინციპები შესაძლოა, შეიცვალოს. სიახლეზე ფინანსთა სამინისტროც მუშაობს და ოპოზიციაც. კანონპროექტის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთის ახლებური დიფერენციაცია მოხდება, გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით.

გვანცა წულაია
27.09.2023

საჯარო სამსახურში სტაჟირების ანაზღაურება მალე კანონით დარეგულირდება. შესაბამის ცვლილებას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა გუშინ მხარი დაუჭირა, რომელიც მინიმუმ 400-500-ლარიან, ხოლო მაქსიმუმ 1000-ლარიან ანაზღაურებას (დეფიციტურ პროფესიებზე) ითვალისწინებს.

გვანცა წულაია
27.09.2023

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის შეჩერება საქართველოს ეკონომიკისთვის დამაზიანებელი არ იქნება. ასე ფიქრობს ეკონომისტთა ერთ ნაწილი და კითხვასაც სვამენ, საერთოდ საჭირო თუ არა ქვეყანაში სსფ-ს არსებობა. თუ თანამშრომლობის შეჩერების სურვილი არსებობს, მაშინ, ჯერ ვალების გადახდა უნდა მოხდეს. ასეთი პრაქტიკა კი საქართველოს უახლოეს ისტორიას ნამდვილად გააჩნია.

გვანცა წულაია
26.09.2023

სებ-ში მიმდინარე პროცესების პარალელურად, ეროვნულ ბანკს დოლარი გამოაქვს გასაყიდად, თუმცა ინტერვენციების ბოლომდე ათვისება ვერ ხერხდება და ამასობაში კურსი მაღალ ნიშნულზე რჩება. საბანკო სფეროს სფეციალისტთა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ კომერციული ბანკების მხრიდან სპეკულაციას აქვს ადგილი. სებ-ი ცდილობს გაცვლითი კურსი რეალურ წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნოს, მაგრამ მას ამაში ეწინააღმდეგებიან.

თიკა სიბოშვილი
26.09.2023

საქართველოდან რუსეთში ევროპული ავტომობილების რეექსპორტი აიკრძალა. ცვლილებებზე საუბარი უკვე კარგა ხანია მიდის და იმპორტიორებზე ეს გარკვეულწილად მაინც იმოქმედებს. სექტორის წარმომადგენლების თქმით, ქართული ბაზარი დაახლოებით 5%-ს დაკარგავს, რაც დიდი დანაკლისი არ იქნება. "რეზონანსი" დაინტერესდა რა ხდება რეალურად ახლა ადგილობრივ ბაზარზე და ახლო მომავალში როგორ განვითარდება მოვლენები.

თამარ ვეფხვაძე
26.09.2023

გარემო ფაქტორებიდან და საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა შავი ზღვის წყლის ხარისხის მდგომარეობა  საქართველოს აკვატორიაში. საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა წყლის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიმართულებით - ფართოვდება მონიტორინგის ქსელი, იზრდება განსასაზღვრი პარამეტრების რაოდენობა.

ქეთო გოგოხია
25.09.2023

საქართველოში მსყიდველუნარიანი ტურისტების დიდი სიმცირეა. ტენდენციაზე სექტორის წარმომადგენლები დაუფარავად საუბრობენ, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მომსახურების მაღალი ტარიფია, რაც ხშირ შემთხვევაში ტურისტული სერვისის ხარისხთან შეუსაბამოა. ტარიფები კი იმდენად მაღალია, რომ ადგილობრივი დამსვენებლები მშობლიურ კურორტებს უკვე ქვეყნის გარეთ დასვენებას არჩევენ, მათ შორის უკვე საბერძნეთსა და ბულგარეთშიც კი. რაც შეეხება ეგვიპტესა და თურქეთს, ტარიფები ამ ქვეყნებში გაცილებით იაფია, ვიდრე საქართველოში.

ქეთო გოგოხია
25.09.2023

ინფლაცია მომდევნო პერიოდის განმავლობაში შეიძლება გაიზარდოს. ამის ერთ-ერთი მთავარი საფუძველკი ნავთობპროდუქტების გაძვირებაა, რაც ინფლაციურ მაჩვენებლებშიც აისახება და საკმაოდ უარყოფითადადაც. ბოლო რამდენიმე დღეა საქართველოში საწვავი მკვეთრად ძვირდება. რუსეთის მხრიდან იმპორტის შეზღუდვა ბაზარზე არსებულ ფასებზე სამომავლოდაც იმოქმედებს. მოლოდინია, რომ შესაძლოა, საწვავი დაახლოებით კიდევ 20-25 თეთრით გაძვირდეს, თუკი მიწოდების იაფი წყარო სრულად დაიკეტება. ცხადია, ცვლილება მოსალოდნელია ინფლაციის მიმართულებითაც.

ქეთო გოგოხია
25.09.2023

რთველი 2023 პიკურ ფაზაში შედის. ამ დროისთვის მოსავლის დიდი ნაწილი უკვე დაბინავებულია. მთავრობის მხრიდან  ყველა წინაპირობაა, რომ წლევანდელი შემოდგომა საინტერესო და წარმატებული აღმოჩნდეს საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგისთვის. მიმდინარე ღონისძიებები იძლევა შესაძლებლობას, რომ ქართულმა ღვინომ კიდევ უფრო დაიმკვიდროს ადგილი საერთაშორისო ბაზარზე.

ქეთო გოგოხია
21.09.2023

გლობალურ ბაზრებზე შაქრის გაძვირების ახალი ტენდენცია დაიწყო და გაგრძელდება თუ არა ეს პროცესი, ჯერჯერობით ვერავინ პროგნოზირებს. ფასი მკვეთრად გაზრდილია და გარკვეული ცვლილება ადგილობრივ ბაზარზეც მოსალოდნელია. ფაქტია, რომ არსებული ფასი დიდხანს ვერ შენარჩუნდება. როგორც იმპორტიორები აცხადებენ, მარაგი ჯერ კიდევ არის, თუმცა როგორც კი ახალი პარტია შემოვა, შაქრის ღირებულება სავაჭრო ქსელებშიც მოიმატებს.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×