გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე ერთ-ერთი სკოლის მოსწავლემ მუქარის წერილი მიიღო. გოგოს ოჯახის წევრების სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებიან და ფულს სთხოვენ.
"მთავარი არხის" ცნობით, ფაქტის შესახებ ინფორმირებულია შინაგან საქმეთა სამინისტრო და დაწყებულია გამოძიება.
ირკვევა, რომ 10 წლის გოგოს მუქარის შემცველი წერილი მერხთან დახვდა. წერილით ბავშვს დათქმულ დროში კონკრეტული თანხის მიტანას და მერხთან დატოვებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახის წევრის სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. სკოლის ადმინისტრაციამ პოლიციას მიმართა.
"წერილი დახვდა მეხუთეკლასელ ბავშვს მერხთან. წერილით სთხოვდნენ ფულს და წერილი შეიცავდა მუქარასაც. სკოლას ჰქონდა სათანადო რეაგირება, მიმართა პოლიციას და ამჯერად მიმდინარეობს გამოძიება. ხელნაწერი იყო, შესაბამისად, არ გაუჭირდება გამოძიებას დადგენა", - ამბობს რესურსცენტრის უფროსი, ნანა ტერმაკოზაშვილი.