ნატალია ჯვარიძე
24.08.2024

„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს" სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხიკვაძის განცხადებით, „მაიმუნის ყვავილს" კორონავირუსისგან განსხავევებით, მძიმე და ხანგრძლივი მიმდინარეობა აქვს, მაღალია ლეტალობის პროცენტული მაჩვენებელიც.

ნატალია ჯვარიძე
18.08.2024

საქართველოში ბოლო 4 წელია სიკვდილიანობის მაჩვენებელი შობადობას აღემატება. განსაკუთრებით დიდი სხვაობა გარდაცვლილებსა და დაბადებულებს შორის 2021 წელს იყო. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სახეზეა დემოგრაფიის გაქანებული კოლაფსი, სიტუაციას კი მოსახლეობის ქვეყნიდან ინტენსიური გადინება ამწვავებს, ვინაიდან გასულთა შორის ჭარბობს რეპროდუქციული ასაკის, 20-იდან 50-წლამდე, მყოფი ადამიანები.

თამთა ჩაჩანიძე
16.08.2024

მაღალი ტემპერატურა, ყელის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი და ბუშტუკოვანი გამონაყარი კანზე - ეს ის სიმპტომებია, რომელიც „მაიმუნის ყვავილს" ახასიათებს. გაცილებით საშიში შტამი პირველად, ენდემურ კერას - აფრიკის კონტინენტს გასცდა და პირველი შემთხვევა შვედეთში დაფიქსირდა. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ამ ვირუსის მორიგი აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად გამოაცხადა.

ელზა პაპოშვილი
15.08.2024

გურიაში, კერძოდ ლანჩხუთში მომხდარი უმძიმესი დანაშაულის ირგვლივ ადგილობრივები სხვადასხვა ვერსიებს ჰყვებიან. 8 აგვისტოს 66 წლის თემურ სარჯველაძე საკუთარ ფერმაში ხელ-ფეხ შეკრული და წამებით მოკლული იპოვეს. დანაშაული მაშინვე აღიარა მოკლულის კლასელის შვილმა, ყოფილმა სპეცრაზმელმა, 38 წლის დავით ტუღუშმა. უფრო მეტიც, გამოძიებით ირკვევა, რომ მან ოჯახის ახლობელი ჯერ საკუთარ ფერმაში მოტყუებით წაიყვანა, სადაც იქეიფეს და ამის შემდეგ  სასტიკად გაუსწორდა. 

ელზა პაპოშვილი
14.08.2024

მამაკაცი, რომელიც 24 წლის მეგობარ ქალს ინტიმური ფოტო და ვიდეო მასალით აშანტაჟებდა, დაკავებულია. 45 წლის თურქეთის მოქალაქე მეგობარ ქალთან დაშორების შემდეგ, შერიგების მოთხოვნით, 1 წლის განმავლობაში ქალს ფარულად გადაღებული ინტიმური ფოტოებისა და ვიდეოების გავრცელებით ემუქრებოდა. საბოლოოდ უარის მიღების შემდეგ კი მუქარა სისრულეში მოიყვანა.

ელზა პაპოშვილი
13.08.2024

თბილისში, სოფელ დიღომში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ეჭვმიტანილს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ. გამოძიების ინფორმაციით, 26 წლის ლევან ქობულაშვილმა, წარსულში მომხდარი დაპირისპირების გამო, თავის ბიძაშვილს, 35 წლის გიორგი ქობულაშვილს  სასიკვდილო ჭრილობები მთელს სხეულზე მიაყენა. დაჭრილი საკუთარ სახლთან სასწრაფოს მისვლამდე სისხლისგან დაიცალა. ადგილობრივებისთვის კონფლიქტის მიზეზი უცნობია, თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით, დაპირისპირება ავტომობილის გამო დაიწყო. 

ელზა პაპოშვილი
10.08.2024

სპეცრაზმელი, რომელსაც ბრალად თანასოფლელის,  55 წლის რევაზ მიხანაშვილის სასტიკი ცემა ედება, მოსამართლემ წინასწარ პატირმობაში გაუშვა. თავდაპირველად დემეტრე რევაზაშვილი ამტკიცებდა, რომ მეზობელი არ უცემია და ის თავად წაიქცა, თუმცა გამოძიება ამ ვერსიას არ ეთანხმება.

ელზა პაპოშვილი
09.08.2024

ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე მდებარე „ლუკოილის" ბენზინგასამართ სადგურზე ორი დღის წინ ქურდობის მცდელობა იყო. ფაქტს კი დაცვის პოლიცია შეესწრო და დამნაშავის დაკავება სცადა. თუმცა თვითმხილველების თქმით, ბრალდებული გაიქცა, დაეცა და თავის არეში დაზიანებები მიიღო. მისი მდგომარეობა მძიმეა, იგი ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი. 40 წლამდე პირი, წარსულში რამდენჯერმეა ნასამართლევი.

ელზა პაპოშვილი
08.08.2024

ბათუმში,  8 აგვისტოს გვიან ღამით მომხდარი სროლის შესახებ „რეზონანსისთვის“ ახალიდ დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა, რესტორანთან სროლა თურქეთის მოქალაქე მამაკაცმა ატეხა, რა დროსაც სამსახურიდან სახლში მიმავალი რესტორნის თანამშრომლები დაიჭრნენ. დაჭრილია 3 ახალგაზრდა - 2 ბიჭი და ერთი გოგო. ბიჭები რესტორნის მიმტანები არიან, ხოლო გოგონა სამზარეულოში დასქმებულია. სამივე მათგანი 25 წლამდეა. 

ელზა პაპოშვილი
07.08.2024

სოფელ ქეშალოში, გასული წლის ნოემბერში სასტიკად მოკლული ჯავიდ მამედოვის  საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება მიიღეს და 33 წლის ბაზირგან მახმუდოვს, რომელსაც 29 წლის თანასოფლელის მკვლელობას ედავებოდნენ, დამაშავედ სცნეს. მას ციხეში 10 წელით გატარება მოუწევს. თუმცა, არ არის გამორიცხული დაკავებულთა რიცხვი გაიზარდოს და მახმუდოვთან ერთად პასუხისგებაში სხვა მისი ნათესავებიც მიეცნენ.   

ელზა პაპოშვილი
06.08.2024

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწულუკუში  ყაჩაღობა მოხდა. როგორც ირკვევა, შუა ხნის მამაკაცი სასტიკად  არის ნაცემი. რამდენიმე ნიღბიანი პირი, სოფელში მცხოვრებ ოჯახს გვიან ღამით თავს დაესხა. ადგილობრივების ინფორმაციით, ოჯახში მყოფ ერთ პირს სცემეს, წაართვეს მობილური ტელეფონი, წაიღეს 500 ლარი და ადგილიდან მიიმალნენ. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.   

ელზა პაპოშვილი
05.08.2024

 ქობულეთში მომხდარ მკვლელობაზე ტაქსის მძღოლია დაკავებული. როგორც ირკვევა, ქალაქის ცენტრში მძღოლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც შემდეგ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა, მკვლელობით დასრულდა. მოკლულია მიკროავტობუსის მძღოლი, რომელსაც დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.   

 


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×