ელზა პაპოშვილი 30.06.2023

შემზარავი ფაქტი სამეგრელოში - 13 წლის სპეციალური საჭიროებების მქონე გოგონა 3 თვის ორსულია. როგორც გოგონა ამბობს, მასზე 42 წლის მეზობელმა მამაკაცა იძალადა. თუმცა დაკაკვებული მამაკაცი ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და დნმ-ს ანალიზის პასუხს ელოდება. როგორც გოგონას დედა ამბობს, ბავშვს მუცელი სტკიოდა, რის შემდეგაც იფიქრა, რომ ჭიები ჰყავდა. წამლებს ასმევდა, მაგრამ, რომ არ უშველა ექიმთან მიიყვანა. ექიმმა კი უთხრათ, რომ ორსულად იყო. ამის შემდგე ბავშვი პოლიციამ ამოსაცნობად მიიყვანა და მან ხელი მეზობლის 42 წლის მამაკაცს დაადო.
|
ელზა პაპოშვილი 29.06.2023

შემზარავ დანაშაულის ახალი დეტალები საგარეჯოდან - 47 წლის ქალმა სოფელ გიორგი წმინდაში 77 წლის დედას ყელი გამოჭრა და შემდეგ დახმარებას ექიმებს სთოხვდა. ადგილობრივები ყვებიან, რომ დილის საათებში მოხუცი ქალის შემზარავი კივილის ხმა გაიგეს, ამბის გასაგებად მისულებს კი ის უკვე მოკლული დახვდათ. მეზობლები ამბობენ, რომ მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიკური ჯამრთელობის პრობლემები აქვს. ბოლო დროს მკურნალობდა და თავს უკეთ გრძნობდა, თუმცა დედასთან მუდმივად ჰქონდა კონფლიქტი.
|
ელზა პაპოშვილი 28.06.2023

ქართველ ქალს, რომელიც თურქეთში ქმრის მკვლელობაშია ბრალდებული, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს, რადგან საქმეში კიდევ ერთი ეჭვმიტანილი, მოკლულის ბიძა არსებობს, რომელიც ამბობს, რომ კაცი მან მოკლა. თურქულ მედიაში თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქალმა დაკითხვის დროს ბრალი აღიარა და თქვა, რომ ქმართა კონფლიქტის შემდეგ ის ნაჯახით მოკლა. ხოლო ქმრის ბიძა მას დანაშაულის კვალის წაშლაში ეხმარებოდა.
|
ელზა პაპოშვილი 27.06.2023

შემზარავი ფაქტი კასპის სოფელ ფერმაში, 37 წლის კაცმა, 11 წლის შვილს, სოფლის ცენტრში 9 წლის ბავშვი აცემინა. ადგილობრივები ინფორმაციით, ის ბავშვს თანატოლის მოკვლისკენაც მოუწოდებდა და ამ ყველაფერს ტელეფონით იღებდა. ძალადობის შემზარავი ფაქტი 26 ივნის მოხდა, პოლიციამ კი მამაკაცი უკვე დააკავა. მამა-შვილის მიერ დაზარალებულ ბავშვს კი მძიმე ფიზიკური დაზიანებები და ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს მიყენებული. დაზარალებული არასრუწლოვანი პოლიციამ დედასთან ერთად უკვე გამოიკითხა.
|
ელზა პაპოშვილი 26.06.2023

ქართველ ქალს, რომელსაც თურქი ქმრის მკვლელობაში სდებენ ბრალს, ერზრუმის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქართველოს მოქალაქესთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი, რომელსაც თურქული მედია ოჯახის ახლობლად მოიხსენიებს.
|
ელზა პაპოშვილი 25.06.2023

პოლიციამ თაღლითობის კარგად ორგანიზებული სქემა გაშიფრა, რომლის მეშვეობითაც თბილისში კლუბ „ავტოგრაფის“ მეპატრონე და მისი თანამშრომლები პრაქტიკულად ტურისტების ძარცვით იყვნენ დაკავებულები. ამაში ასევე ჩართული იყვნენ ტაქსის მძღოლები და ეფექტური გარეგნობის ახალგაზრდა გოგონები. ტაქსისტებს ევალებოდათ ტურისტების დარწმუნება, რომ ამ კლუბში მისულიყვნენ, ხოლო კლუბში კი მათ ხვდებოდნენ გოგონები, რომლებიც ტურისტებთან კომუნიკაციაში შესვლის შემდეგ ძვირადღირებულ სასმელს უკვეთავდნენ და და შემდეგ ანგარიში სწორედ მახეში გაბმულ ტურისტებს უნდა გადაეხადათ.
|
ელზა პაპოშვილი 23.06.2023

"განაჩენს არ ვეთანხმები", - განაცხადა ბადრი ესებუამ, როდესაც მან მოსამართლისგან გამამტყუნებელი გაანაჩენის შესახებ მოისმინა. ესებუას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალის დაყაჩაღების საქმეზე დამნაშავედ სცნო და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე ბებიამ გამოაცხადა, რომელსაც ესებუა დარბაზში უსმენდა.
|
ელზა პაპოშვილი 22.06.2023

თბილისში, არასრუწლოვნების მხრიდან სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი ტაილანდის მოქალაქე გახდა, რომელსაც მოზარდები თავს აბესაძის ქუჩაზე მდებარე სალონში დაესხნენ და უმოწყალოდ სცემეს. 60 წლამდე მამაკაცი საქართველოში გამაჯანსაღებელი ცენტრის მფლობელია. მას არასრუწლოვნები სწორედ მისივე მასაჟის სალონში გაუსწორდნენ. დაპირისპირების მიზეზი კი არასრუწლოვნებისთვის მომსახურებაზე უარის თქმა გახდა.
|
ელზა პაპოშვილი 21.06.2023

ვარკეთილში მეზობლებზე მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორებს შესახებ სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ახალგაზრდა ქალი ქრისტი მიქელაძე ამბობს, რომ მას და მამამის, კარის მეზობელი, 25 წლის რომა გიკაშვილი დაესხა თავს. ჯერ ისინი სცემა, შემდეგ დანით დაჭრა, ბოლოს კი ბინაში ხანძარი გააჩინა და გაქცევა სცადა. დაკავებულლის ახლოებლები ამბობენ, რომ ჩხუბი სწორედ დაზარალებულმა მამაკაცმა დაიწყო, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. დაკავებულის ადვოკატი კი აცხადებს, რომ კონფლიქტში კიდევ ერთი, მეოთხე ადამიანი მონაწილეობდა, რომელიც იდენტიფიცირებული და დაკავებული ჯერ არ არის.
|
ელზა პაპოშვილი 19.06.2023

უბედური შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში. 80 წლამდე ქალი, რომელსაც ოჯახის წევრები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდა, ჭაში გარდაცვლილი იპოვეს.
|
ელზა პაპოშვილი 18.06.2023

შემზარავი დანაშაული ბათუმში - 40 წლისა კაცს პოლიცია ერთი არასრულწოვანი ბიჭის გაუპატურებას, ხოლო მეორე არასრუწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებას ედავება. იგი დაკავებულია და ბათუმის სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო სხდომა დახაურული იყო, რადგან საქმე არასრუწლოვნებს ეხება. ბრალდებული დუმილის უფოლებას იყენებს. მისი ადვოკატი მედიასთან არ კონტაქტობს. ჟურნალისტებთან კონტაქტი არ სურთ დაზარალებული ბავშვების ოჯახის წევრებსაც. არასრუწლოვნებთან კი სოციალური სამსახურის მუშაკები და ფსიქოლოგები მუშაობენ.
|
ელზა პაპოშვილი 15.06.2023

15 წლის გოგონას თვითმკვლელობამდე მიყვანის და 16 წლამდე მიუღწეველ პირთა სქესობრივი კავშირის ბრალდების ფაქტზე პოლიციამ 23 წლის ახალგაზრდა ლაშა ნინიძე დააკავა. მას მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. უცნობია აღიარებს თუ არა ნინიძე წაყენებულ ბრალს, რადგან ის დუმილის უფებას იტოვებს, არ კონატაქტობს მედიასთან არც მისი ადვოკატი.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|