ელზა პაპოშვილი
12.09.2024

არასრუწლოვანის შანტაჟი ინტიმური ფოტო- და ვიდეო-მასალით - დაკავებულია 18 წლის ახალგაზრდა, რომელიც, გამოძიების ინფორმაციით, შეყვარებულ გოგონას ფულის გამოძალვის სანაცვლოდ აშანტაჟებდა. უწყების მტკიცებით, ეს ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

ელზა პაპოშვილი
11.09.2024

სტამბოლში ბეიოღლუს რაიონში, ერთ-ერთ სასტუმროში ქართველი ქალი მოკლეს - ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალი სასიკვდილოდ შეყვარებულმა სცემა. თურქული გამოძიების მტკიცებით, საქართველოს მოქალაქეს დაზიანებები ჯერ ბლაგვი საგნით მიაყენეს, შემდეგ კი უკვე გარდაცვლილს დანით მრავლობითი ჭრილობა აღენიშნება.ხოლო მკვლელობაში ეჭვმიტანილი მისი შეყვარებული მაშინ დააკავეს, როცა ის მიმალვას ცდილობდა.  

ამ დროისთვის სასტუმრო დალუქულია, რადგან ადგილზე გამოძახებულმა პოლიციამ დაადგინა, რომ დაწესებულებას ლიცენზია არ ჰქონდა. 

ელზა პაპოშვილი
10.09.2024

განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა თუ სუიციდი? პოლიცია ამ დრომდე ცდილობს გაარკვიოს რა ვითარებაში გარდაიცვალა მარნეულის რაიონის სოფელ აზიზქენდში მანქანის ხელოსანი, 54 წლის ავთნდილ ახმედოვი. მისი დასახიჩრებული ცხედარი გზის პირას მწყემსმა იპოვა. ადგილობრივების ინფორმაციით, ცხედარს ხელები არ ჰქონდა და სხეული დამწვარი იყო. შემთხვევის ადგილზე იპოვეს ბენზინის ბოთლი. ახლა ექსპერტიზამ უნდა თქვას, მამაკაცი ჯერ აწამეს და შემდეგ კვალის დაფარვის მიზნით ცეცხლი წაუკიდეს, თუ ეს თვითმკვლელობა იყო, რომლის შემდეგაც ცხედარი მტაცებელმა ცხოველებმა დააზიანეს.

ელზა პაპოშვილი
09.09.2024

ზუგდიდის მინიციპალიტეტში მოზარდზე სექსუალური ძალადობის უმძიმესი ფაქტი მოხდა. 9 წლის გოგონაზე ინტიმური ხასიათის გარყვნილ ქმედებაში, მისივე ბაბუაა დაკავებული. 

როგორც ცნობილი ხდება, 66 წლის კაცი ბავშვზე სისტემატიურად ძალადობდა. გოგონამ ამის შესახებ კი დედას უამბო. ბავშვი დედას უმტკიცებდა, რომ ბაბუა მასზე უკვე რამდენიმე თვეა ძალადობდა. 

ელზა პაპოშვილი
07.09.2024

უკრაინის ორი მოქალაქე ბინების და ავტომობილების ძარცვის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით ირკვევა, რომ ისან-სამგორის მიმდებარე ტერიტორიაზე ქურდობდნენ. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ბინის ძარცვის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, რის შემდეგაც ერთ-ერთმა ბრალდებულმა იქვე ქუჩაში მდგომი ავტომობილი გაძარცვა. პოლიციამ კი ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ი.ჰ. და ამავე წელს დაბადებული ლ.ი. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. 

ელზა პაპოშვილი
06.09.2024

საქართველოს პროკურატურამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავებთან თანამშრომლობით, საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, რომელშიც ასევე ჩართული არიან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა.  

პროკურატურის ინფორმაციით, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში, ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩაირიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე.

ელზა პაპოშვილი
05.09.2024

28 წლის ნიკა ღვინიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ძმებმა მედოშვილებმა  დუმილი დაარღვიეს და სასამართლოზე სისხლიანი ღამის დეტალები გაიხსენეს. ისინი ცდილობდნენ  მოსამართლე დაერწმუნებინათ, რომ თანასოფლელის მკვლელობის განზრახვა არ ჰქონიათ და მხოლოდ თავს იცავდნენ. დაპირისპირება კი მაშინ დაიწყო, როცა ისინი სუფრასთან ერთად ისხდნენ.

ელზა პაპოშვილი
04.09.2024

პედოფილიის  უმძიმეს საქმეში ბრალდებული 32 წლისკაცი სამხედრო მოსამსახურე რომეო ქარდავა აღმოჩნდა. ჯარისკაცი დაკავების დროს საკუთარი ტელეფონის განადგურებას ცდილობდა, რომელშიც გამომძიებლებმა მოზარდების ინტიმური ხასიათის ათობით ფოტო და ვიდეო მასალა აღმოაჩინეს. 

ელზა პაპოშვილი
03.09.2024

სერიულ პედოფილიაში ბრალდებული 32 წლის კაცია დაკავებული. გამოძიების ცნობით, ის სოციალურ ქსელში მცირეწლოვან გოგონებზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა, აშანტაჟებდა მათ და მისთვის ინტიმური ფოტოებისა და ვიდე მასალის გაგზავნას აიძულებდა. შემდეგ ამ მასალას აარქივებდა და თასვის მსხვერპლებს მისი გავრცელებთ ემუქრებოდა, თუკი ახალ ინტიმურ ჩანაწერებს არ გაუგზავნიდნენ. ზოგიერთ არასრუწლოვანს კი, რომელმაც მისი შანტაჟის პირობები არ მიიღო, დასჯის მიზნით ინტიმური ფოტოები სოციალურ ქსელშ შექმნილი ყალბი ანგარიშით გაუვრცელა. 

ელზა პაპოშვილი
02.09.2024

ქარელის მუნიციპალიტტეის სოფელ ზღვუდერში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. „რეზონანსს“ ადგილობრივები უმძიმესი დანაშაულის დეტალებს უყვებიან. 

ნატალია ჯვარიძე
24.08.2024

„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს" სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხიკვაძის განცხადებით, „მაიმუნის ყვავილს" კორონავირუსისგან განსხავევებით, მძიმე და ხანგრძლივი მიმდინარეობა აქვს, მაღალია ლეტალობის პროცენტული მაჩვენებელიც.

ნატალია ჯვარიძე
18.08.2024

საქართველოში ბოლო 4 წელია სიკვდილიანობის მაჩვენებელი შობადობას აღემატება. განსაკუთრებით დიდი სხვაობა გარდაცვლილებსა და დაბადებულებს შორის 2021 წელს იყო. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სახეზეა დემოგრაფიის გაქანებული კოლაფსი, სიტუაციას კი მოსახლეობის ქვეყნიდან ინტენსიური გადინება ამწვავებს, ვინაიდან გასულთა შორის ჭარბობს რეპროდუქციული ასაკის, 20-იდან 50-წლამდე, მყოფი ადამიანები.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×