სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკა ბასილაია
    25.04.2014

     ბოლო ორი დღის განმავლობაში ბევრად მწვავე შეტევებით განახლებული უკრაინის ანიტერორისტული სპეცოპერაციის საპასუხოდ რუსეთის არმიამ გუშინ "საკუთარი მოქალაქეების დასაცავად" უკრაინის საზღვრებს ჯარი მიაყენა და სამხედრო წვრთნა დაიწყო. უკრაინის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრ ტურჩინოვი რუსეთის ამ მუქარის საპასუხოდ კი აცხადებს, რომ სპეცოპერაცია ისევ გაგრძელდება, თუმცა უკრაინული ნაწილები ზოგიერთ პოზიციას თმობენ.

    ეკა ბასილაია
    24.04.2014

    აღმოსავლეთ უკრაინაში ე.წ. "მწვანე კაცუნების" წინააღმდეგ "შავი კაცუნები" გამოჩნდენ, რომლებიც პრორუსულად განწყობილ პირებს სასტიკად უსწორდებიან. როგორც "შავები" აცხადებენ, მათი მიზანი აღმოსავლეთ უკრაინაში "მაიდანის" მხარდაჭერა და "მწვანე კაცუნების" სეპარატისტული მოქმედებების თავიდან აცილებაა.

    ეკატერინე ბასილაია
    24.04.2014

    თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მეოცე საუკუნის დასაწყისში ოსმალეთის იმპერიაში სომხების მასობრივი მკვლელობის მსხვერპლთა შთამომავლებს მიუსამძიმრა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თურქეთის მთავრობის მეთაური ასეთ სამძიმარს გამოხატავს. განცხადება 9 ენაზეა გამოქვეყნებული, მათ შორის აღმოსავლურ და დასავლურ სომხურ დიალექტებზე.

    ეკატერინე ბასილაია
    23.04.2014

    აზერბაიჯანში კიდევ ერთი ცნობილი ადგილობრივი ჟურნალისტი, რაუფ მირკადიროვი დააპატიმრეს. გაზეთ "ზერკალოს" მიმომხილველი სომხეთის სასარგებლო ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10 წლიდან სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.

    თიკო ოსმანოვა
    22.04.2014

     "ჟენევის დეკლარაციის" მიღების და შეთანხმების მიუხედავად უკრაინაში ვითარება კვლავ დაძაბულია. უკანონოდ მიტაცებული შენობები კვლავ სეპარატისტების მიერ არის ოკუპირებული, არადა რუსეთმა ვალდებულების შესრულების პირობა ჯერ კიდევ 4 დღის წინ დადო. ქართველი პოლიტოლოგები კი რუსეთისგან ვალდებულების შესრულებას არც ამ შემთხვევაში პროგნოზირებენ. მათი თქმით, რუსეთი არ ცნობს საერთაშორისო სამართალს.

    მაია აბაიაძე
    18.04.2014

     გაიზიარებს თუ არა ყირიმის ბედს აღმოსავლეთ უკრაინა და მოხდება თუ არა ამ ტერიტორიების რუსეთისთვის მიერთება - ამ საკითხზე პოლიტოლოგებს განსხვავებული მოსაზრება აქვთ. ექსპერტთა ნაწილი აცხადებს, რომ პუტინი ამ ავანტიურაზე არ წავა, მეორე ნაწილის აზრით კი, მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარება გამორიცხული არ არის.

    ეკა ბასილაია
    16.04.2014

    კიევმა ბრძოლის დაწყება გაბედა და ამით განაცხადი გააკეთა იმაზე, რომ რუსეთისათვის უბრძოლველად ჩაბარებული ყირიმის მსგავსად დონეცკის ოლქისა და საერთოდ აღმოსავლეთ უკრაინის დათმობას არ აპირებს.

    ეკატერინე ბასილაია
    16.04.2014

     კავკასიაში ძალოვნების განუკითხაობის წინააღმდეგ პროტესტმა ბოლო პერიოდში საგრძნობლად მოიმატა. თავდაპირველად სამართალდამცველების მხრიდან ზედმეტი სიმკაცრე სოჭის ოლიმპიადას უკავშირდებოდა, თუმცა წნეხი ოლიმპიადის დასრულების შემდეგაც გრძელდება.

    თათია ჩაფიჩაძე
    15.04.2014

    "აღმოსავლეთ უკრაინის საზღვარს რუსეთთან მხოლოდ ფორმალური სახე აქვს და სინამდვილეში მისი კონტროლი არ ხდება," - სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ მეამბოხეთა დაჯგუფებები აღმოსავლეთ რეგიონში, დონეცკში არსებული ოლიგარქიული ჯგუფების წყალობით ხვდებიან. ამ პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს კი სამხედრო პლაცდარმად ქცეული ყირიმიც ასრულებს.

    მაია აბაიაძე
    11.04.2014

    აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაცია კვლავ დაძაბულია, რეგიონულ ცენტრებში სეპარატისტთა აქციები გრძელდება. გუშინ "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" ლიდერებმა განაცხადეს, რომ ეს თვითგამოცხადებული ორგანო საკუთარი არმიის ფორმირებას იწყებს, რომელიც პირველ ხანებში პოლიციასთან ერთად ქუჩების პატრულირებით დაკავდება.

    ეკატერინე ბასილაია
    11.04.2014

     სირიის ომის გამოძახილი, რამაც ისლამის ორ მიმდინარეობას - შიიზმსა და სუნიზმს - შორის მთელ წინა აზიაში დაპირისპირება წარმოშვა, სამხრეთ კავკასიაშიც შეინიშნება. ისევე როგორც ჩრდილოეთ კავკასიაში, ასევე აზერბაიჯანშიც, სადაც მოსახლეობის დაახლოებით 1/6-ს სუნიტები შეადგენენ (დანარჩენები შიიტები არიან), ძლიერდება რადიკალური ისლამის მომხრეთა რაოდენობა. განსაკუთრებით რადიკალების იმ ფრთის, რომელსაც "ვაჰაბიტებს" ან "სალაფიტებს" უწოდებენ (თუმცა საკუთარ თავს ისინი ასე სულაც არ მოიხსენიენებენ). შესაბამისად, იზრდება აგრესიაც მათ მიმართ.

    აკაკი გვიმრაძე
    04.04.2014

    თანამედროვე შვეიცარია ლეგენდარული შვეიცარიული საათივით აწყობილი და მისი საიმედო მექანიზმივით მოქმედი ერთიანი სახელმწიფოა, რომელიც დასავლეთ ევროპის შუაგულშია განლაგებული და 8 მილიონი ადამიანითაა დასახლებული, საიდანაც თითქმის მეხუთედი უცხო ეროვნებისაა.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved