სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკა ბასილაია
    17.07.2014

    საომარი მოქმედებების დროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საინფორმაციო ომი და რუსული პროპაგანდისტული მანქანა უკრაინაში დაწყებული ბრძოლის პერიოდშიც აქტიურად მუშაობს - კრემლის ძირითადი მიზანი ისაა, რომ უკრაინის წინააღმდეგ განაწყოს საკუთარი მოსახლეობა და დასავლეთს უჩვენოს, რომ კიევში პროპაშისტური ძალები მოვიდნენ.

    ეკატერინე ბასილაია
    17.07.2014

    ბოლო დღეების განმავლობაში მთიან ყარაბაღში მუდმივად სროლის ხმა ისმის. ოფიციალური ერევანი და ბაქო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. რამდენიმედღიანი გააქტიურების შედეგად არის მსხვერპლიც - დაიღუპა ყანაში ტრაქტორზე მომუშავე ერთი ყარაბაღელი.

    მაია აბაიაძე
    16.07.2014

    აღმოსავლეთ უკრაინაში საომარი მოქმედებების არნახული ესკალაციის ფონზე ოფიციალური კიევი კვლავ ალაპარაკდა რუსეთის მხრიდან სამხედრო ინტერვენციის საფრთხეზე. ამ საფრთხის პრევენციისთვის უკრაინის ლიდერებმა, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის რეკომენდაციით, გუშინ პრორუს სეპარატისტებთან სახელდახელო მოლაპარაკებები გამართეს სკაიპის ვიდეო-კონფერენციის მეშვეობით.

    ეკატერინე ბასილაია
    16.07.2014

    ბოლო დროს სირიაში საბრძოლველად სულ უფრო და უფრო მეტი აზერბაიჯანელი მიდის და ჩვენს მეზობელ რესპუბლიკაში რელიგიური რადიკალიზმი თვიდან თვემდე იზრდება. ძირითადად საუბარია ქვეყნის ჩრდილოეთ რაიონებზე, სადაც დიდწილად სუნიტური განხრის მუსლიმები ცხოვრობენ. ესენი არიან ძირითადად ეთნიკური ავარელები და ლეკები, ასევე სხვა დაღესტნური ხალხები, რომლებიც ისტორიულ საინგილოშიც და მის მიმდებარედაც მრავლად სახლობენ. სწორედ ჩრდილოეთში სუნიტებში დღითიდღე იკიდებს ფეხს ისლამის ყველაზე რადიკალური მიმდინარეობა - ვაჰაბიზმი, ანუ სალაფიზმი.

    თათია ჩაფიჩაძე
    15.07.2014

    რუსეთის მხრიდან უკრაინაზე წერტილოვანი დარტყმის განხორციელებას და ფართომასშტაბიანი ომის დაწყებას არ გამორიცხავენ. ექსპერტები აცხადებენ, რომ უკრაინული შეიარაღებული ძალების მხრიდან სეპარატისტებზე შეტევის და გარკვეული წარმატების მიღწევის გამო რუსეთი პანიკაშია და იმისთვის, რომ მოპოვებულ ოლქებზე კონტროლი არ დაკარგოს, გამორიცუხლი არ არის მან ახალი კონფლიქტური კერები გააჩინოს.

    ეკატერინე ბასილაია
    10.07.2014

    დაღესტნის სიმბოლური სახელწოდების მქონე სოფელ მაიდანში, რამდენიმე დღეა სპეცოპერაცია მიმდინარეობს - დაღუპულია სულ მცირე 5 ისლამისტი მებრძოლი, ასევე ერთი ძალოვანი მოკლულია, 4 კი დაჭრილი.

    ეკა ბასილაია
    09.07.2014

    პრორუსი სეპარატისტები და უკრაინელი ძალოვნები ქვეყნის აღმოსავლეთში საბოლოო დაპირისპირებისთვის ემზადებიან, რამაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის კონტინენტზე ყველაზე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური შეჯახების ბედი უნდა გადაწყვიტოს.

    მაია აბაიაძე
    08.07.2014

    უკრაინის ხელისუფლება დაკავებულ ტერიტორიებზე გამაგრებას ცდილობს, სეპარატისტები კი შესაძლოა ბრძოლის სხვა ფორმებს განიხილავენ, - აცხადებენ ექსპერტები უკრაინაში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მათი თქმით, შესაძლოა მხარეებმა ერთგვარი ტაიმაუტი აიღეს და ფართომასშტაბიანი შეიარაღებული დაპირისპირება დროებით შეჩერდეს.

    თათია ჩაფიჩაძე
    30.06.2014

    სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ რუსეთის მთავარი ამოცანა უკრაინის ხელისუფლების დამხობა და კიევზე კონტროლის მოპოვებაა. როგორც "მთელ კვირას" მაისაიამ უთხრა, უკრაინის მხრიდან ასოცირების ხელშეკრულების დემონსტრაციულად ხელმოწერამ რუსეთის კიდევ უფრო მეტად გაღიზიანება გამოიწვია, რასაც სამომავლოდ ახალი სეპარატისტული რეგიონების გაჩენით უპასუხებს.

    აკაკი გვიმრაძე
    30.06.2014

    (ჰარბინი-პეკინი-დალიანი)

    თანამედროვე ჩინეთი, ეს არის გრანდიოზული პოტენციალის მქონე ქვეყანა, რომელიც საოცარი ტემპით ვითარდება და რომლის მასშტაბებიც ჯერ კიდევ არ არის რეალურად აღქმული სამყაროში.

    ეკატერინე ბასილაია
    28.06.2014

    XIX საუკუნეში ჩრდილოეთ კავკასიაში მოგზაურობის შემდეგ ალექსანდრე პუშკინმა მოგონებებში დაწერა, "ჩერქეზებს ვძულვართ, მშვიდობიანი ჩერქეზების მეგობრობა არასაიმედოა"-ო. რუსეთისადმი კავკასიელი მთიელების ამ განწყობას მოსკოვში დღესაც აქტუალურად მიიჩნევენ.

    ვახტანგ შამუგია
    12.06.2014

     10 ივნისს ისლამისტური ორგანიზაცია "ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფოს" 3000-მდე მებრძოლმა მძლავრი იერიშის შედეგად ერაყის სიდიდით მესამე ქალაქი, მოსული დაიკავა. გუშინ კი გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ ერაყის კიდევ ერთი დიდი ქალაქი, სადამ ჰუსეინის მშობლიური ტიკრიტი აიღეს.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×