სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სააგენტო
    29.04.2010

      ვლადიმერ რიჟკოვი: "ვიდრე მედვედევი და პუტინი ხელისუფლებაში არიან, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხები ის თემებია, რომელზეც მოსკოვი და თბილისი მოლაპარაკებას ვერასდროს შეძლებენ"

    ია აბულაშვილი
    28.04.2010

      შავი ზღვის ფლოტის უკრაინის ტერიტორიაზე ბაზირების 25 წლით გახანგრძლივების შესახებ შეთანხმებას, რომელსაც რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტებმა ა.წ. 23 აპრილს მოაწერეს ხელი, გუშინ რუსეთის დუმამ მწვანე შუქი აუნთო. შეთანხმების რატიფიკაციას 410-მა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მოსკოვში ამ პროცესმა ყოველგვარი წინააღმდეგობის და ხმაურის გარეშე ჩაიარა.

    სალომე ცეცხლაძე
    28.04.2010

      კიევის ბორისპოლსკის აეროპორტში ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი ასლან უსოიანი დააკავეს. რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ის უკრაინაში სომხურ დანაშაულებრივ ჯგუფებს შორის არსებული დავის გადასაწყვეტად ჩავიდა.

    ია აბულაშვილი
    27.04.2010

      ყირგიზეთის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი მოდომუს კონგანტიევი, რომელიც 7 აპრილს თალასში ოპოზიციის მომხრეებმა სასტიკად სცემეს, ქვეყნის დატოვება მოახერხა და მოსკოვს აფარებდა თავს. კონგანტიევის გარემოცვის ინფორმაციით, მოსკოვში მას მკურნალობის კურსი უნდა გაეგრძელებინა, თუმცა მოხდა ის, რომ ყირგიზეთის ყოფილი შს მინისტრი მოსკოვში დააკავეს და ბიშკეკში გადაიყვანეს. ყირგიზ სამართალდამცველებს მის დაკავებასა და შემდგომ ექსტრადაციაში დახმარება რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა გაუწიეს.

    ელზა წიკლაური
    23.04.2010

      რუსეთისა და უკრაინას შორის გაფორმებულმა ორმა ხელშეკრულებამ, რომელიც უკრაინისთვის გაზის ტარიფების დაწევას და ყირიმში რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის 2042 წლამდე დარჩენას გულისხმობს, შესაძლოა, უკრაინის საზოგადოებაში განხეთქილება გამოიწვიოს და ოპოზიცია გააერთიანოს. იანუკოვიჩის ოპონენტები თვლიან, რომ პრეზიდენტმა "ქვეყნის ინტერესებს" უღალატა და მას ეს არ უნდა შერჩეს". ტიმოშჩენკოს ბლოკი კი ხალხს გაერთიანებისკენ მოუწოდებს და რადას მუშაობის ბლოკირებისთვის ემზადება.

    ელზა წიკლაური
    22.04.2010

      30%-ით იაფი გაზი შავი ზღვის ფლოტის სევასტოპოლში ბაზირების 25%5 წლით გახანგრძლივების სანაცვლოდ - ასეთია იმ შეხვედრის საბოლოო შედეგი, სადაც უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ორი ქვეყნის მომავალ ურთიერთობებზე ისაუბრეს. მართალია, ბაზირების თემა მხოლოდ ამ შეთანხმებით არ შემოიფარგლება და საბოლოოდ მისი რატიფიცირება უკრაინის რადამ უნდა მოახდინოს, თუმცა პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია - იანუკოვიჩი პირობას პირნათლად ასრულებს.

    ლილი ხმალაძე
    21.04.2010

      ლეხ კაჩინსკის თვითმრინავის ჩამოვარდნის მიზეზებთან დაკავშირებით გამომძიებელთა პოლონური და რუსული ჯგუფები სხვადასხვა ვერსიებს ამუშავებენ.
      პოლონური ჯგუფი 4 შესაძლო მიზეზს განიხილავს: ტერაქტი, ტექნიკური ავარია, პილოტის შეცდომა და ბოლო ორის თანხვედრა. რუსი გამომძიებლები კი ტერაქტს საფუძველშივე გამორიცხავენ. მათ ორშაბათს გამოძიების პირველადი შედეგები გამოაქვეყნეს.

    ალექსანდრე მელიქიშვილი
    21.04.2010

      მოსკოვის მეტროში ცოტა ხნის წინ მომხდარ აფეთქებებთან და ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციას საკუთარი დაკვირვებები გაუზიარა ჯეიმსტაუნის ფონდის ანალიტიკოსმა, ჩეჩენმა ისტორიკოსმა და სორბონის უნივერსიტეტის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის კანდიდატმა, ბატონმა მაირბეკ ვაჩაგაევმა.

    ალექსანდრე მელიქიშვილი
    21.04.2010

     ვაშინგტონში მდებარე სტრატეგიულ და საერთაშორისო კვლევათა ცენტრის ტრანსნაციონალურ საფრთხეთა პროექტის ეგიდით გაიმართა შეხვედრა თემაზე: "რელიგია, რადიკალიზმი და პოლიტიკური რეჟიმის გადარჩენის საკითხი შუა აზიაში", რომელზეც მოხსენებებით გამოვიდნენ სახელმწიფო დეპარტამენტის შუა აზიის საკითხების ექსპერტი დეივიდ აბრამსონი და შინაგანი უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი დენიელ კიმიჯი. შეხვედრას უძღვებოდა ტრანსნაციონალურ საფრთხეთა პროექტის დირექტორის მოადგილე ტომას სანდერსონი.

    წერილი
    20.04.2010

    რაგნარ სკრე
    სპეციალურად "რეზონანსისათვის" ყირგიზეთიდან
       
      "ჩვენი ტრადიციაა. უნდა უზრუნველყოთ ნათესავები სამსახურით. ტიტების რევოლუციის შემდეგ, ბაკიევმა მისი ნათესავები დაასაქმა. ახალ ლიდერებსაც ჰყავთ ძმები და შვილები. ყველაფერი განმეორდება", - ამბობს ამიგულ კამიხიევა, სტუდენტი ქალაქ ოშში.

    ია აბულაშვილი
    20.04.2010

      რუსეთის ხელისუფლება ჩრდილოეთ კავკასიაში ვითარების დარეგულირებას კაზაკთა შეიარაღებული რაზმების გამოყენებითა და ჩრდლოკავკასიურ რესპუბლიკებში დემოგრაფიული ვითარების ხელოვნურად შეცვლით გეგმავს. ამის შესახებ ჩრდილო კავკასიის ფედერალური ოლქის ხელმძღვანელმა ალეკსანდრ ხლოპონინმა განაცხადა.

    ნინო ფრანგიშვილი
    20.04.2010

      ყირგიზეთში არეულობის ახალი ტალღა აგორდა, თუმცა ამჯერად აგრესიულად განწყობილი ახალგაზრდების ჯგუფები რუსულ ოჯახებს ესხმიან თავს, სახლებიდან ყრიან და სცემენ. ისმის შეძახილები "დასცხე რუს ღორებს!" და "დასცხე რუსებს!".


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter