თამთა ჩაჩანიძე 14.11.2023

„ჰამასმა" ღაზას სექტორზე კონტროლი პრაქტიკულად დაკარგა. „ცახალი" (ისრაელის თავდაცვის არმია), წინააღმდეგობის მიუხედავად, წინ მიიწევს. მის ხელშია ღაზის ჩრდილოეთ ნაწილი სადაც ანკლავის მართვითი ცენრებია განთავსებული. ისრაელის არმიამ აიღო ადგილობრივი პარლამენტისა და გუბერნატორის რეზიდენცია. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ისრაელი ნელ-ნელა მიზანს აღწევს ისე, რომ არცერთი სხვა მხარე ომში ჯერჯერობით არ ჩართულა. თუმცაღა ამბობენ, რომ ღაზის სექტორის ისრაელის კონტროლს ქვეშ მოქცევას დიდი ალბათობით მოჰყვება როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური შედეგები. მათი შეფასებით, ისრაელის ღაზას პოლიტიკური ავტონომიის გაუქმებას გეგმავს, რაც არაბული სამყაროს მკვეთრად უარყოფითი რეაქციას გამოიწვევს.
|
ნაზი ბერიძე 13.11.2023

დიდი უკრაინული კონტრშეტევის ფაქტობრივი დასრულების შემდეგ ომმა პოზიციური ბრძოლის სახე მიიღო, რაც, როგორც უკრაინის გენშტაბის უფროსი ვალერი ზალუჟნი შიშობს, შეიძლება გამოფიტვის ომად გადაიქცეს, რაც უკრაინისთვის მომგებიანი არ არის. მართალია, ახლა ძირითადი აქცენტი ავდეევკაზეა მიპყრობილი, რომელსაც რუსები მასირებულად უტევენ, თუმცა ალაგ-ალაგა უკრაინელები საკმაოდ წარმატებულ ოპერაციებს ახორციელებენ. თუმცა სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ეს ტაქტიკური ხასიათის წარმატებებია და უფრო ფსიქოლოგიური ეფექტი აქვს, ვიდრე დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა.
|
თამთა ჩაჩანიძე 12.11.2023

დასავლეთიდან სულ უფრო ხშირად ისმის პესიმისტური განცხადებები რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით. აშშ-ის სამხედრო დახმარება მცირდება და ჯერჯერობით გაურკვეველია, მოახდენენ თუ არა ევროპული სახელმწიფოები ამის კომპენსირებას. დასავლელი ლიდერები ასევე ხშირად მიანიშნებენ შესაძლო მოლაპარებაზე. გარდა ამისა, საუბრობენ რუსეთის მიერ უპირატესობის მოპოვების შემთხვევაში მოსალოდნელ ნეგატიურ სცენარებზე და საფრანგეთი პრეზიდენტმა ამ კონტექსტში საქართველოც ახსენა.
|
ნაზი ბერიძე 10.11.2023

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, ეს უკანასკნელი ღაზას სექტორის დაშოშმინებაზე ხელის აღებას მაინც არ აპირებს, თუმცა გამორიცხავს მის დაპყრობას და ამბობს, რომ ბოლომდე „ჰამასის" განადგურებისთვის.
|
ნაზი ბერიძე 09.11.2023

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აანონსებს, რომ უკრაინა კვლავ შეეცდება ბრძოლის ველზე შედეგების მიღწევას წლის ბოლომდე და დარწმუნებულია, რომ კიევი, ფრონტზე არსებული სირთულეების მიუხედავად, ომში წარმატებას მიაღწევს. ამასთან, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის თქმით, უკრაინას უზარმაზარი წარმატებები აქვს ყირიმის მიმართულებით და ამ მხრივ „სასიამოვნო ამბები" კიდევ იქნება.
|
ნაზი ბერიძე 08.11.2023

დასავლეთი ცდილობს მოახდინოს გარკვეული გავლენა ისრაელის პოზიციაზე და ღაზაში ჰუმანიტარული სახის დახმარების უზრუნველსაყოფად აუცილებელ ქმედებებზე დაითანხმოს, რაც შესაბამისი უსაფრთხო დერეფნების შექმნაში უნდა გამოიხატოს.
|
ნაზი ბერიძე 08.11.2023

თეთრი სახლის სურვილია, რომ აშშ-მ დახმარების ერთიანი პაკეტი შექმნას ისრაელისა და უკრაინისთვის და სტრატეგია ორივე ქვეყნისთვის სამხედრო და ფინანსური რესურსების ერთდროულად გადანაწილენაზე აიგოს.
|
თამთა ჩაჩანიძე 07.11.2023

ისრაელისს თავდაცვის არმიის („ცახალი") მიერ ღაზაში სახმელეთო ოპერაციის დაიწყებიდან კვირაზე მეტი გავიდა. ამ დროისთვის ღაზის სექტორი შუაზეა გაყოფილი, ისრაელის არმიას ჩრდილოეთ ნაწილი მთლიანად ბლოკირებული აქვს, ხოლო ქალაქი ღაზა ალყაშია, სადაც, სამხედრო მიმომხილველების თქმით, ეს-ესაა ე.წ. გაცხრილვის ოპერაცია დაიწყება „ჰამასის" გვირაბებისა და სამხედრო ობიექტების აღმოსაჩენად და გასანადგურებლად. ამასთან, ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მათი მთავარი მიზანი მძევლების გათავისუფლებაა.
|
ნაზი ბერიძე 07.11.2023

7 ნოემბერს რუსეთმა უკვე საბოლოოდ დაასრულა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ შეთანხმებიდან გასვლა. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს ახალ რეალობასა და ახალ გამოწვევებს ქმნის როგორც ზოგადად ევროპაში, ისე კონკრეტულად ჩვენი რეგიონისა და საქართველოსათვის, რომელიც თავადაა ამ ხელშეკრულების ხელმომწერი.
|
ნაზი ბერიძე 06.11.2023

არჩევნები უკრაინაში ომის პირობებში და იმ ტერიტორიაზე გაიმართება, რომელიც არ არის ოკუპირებული - პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღო გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნების 2024 წლის 31 მარტს ჩატარების შესახებ - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ განაცხადა. „ჩემი ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადაწყვიტა საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება მომავალ წელს. მან დაავალა პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოემზადოს არჩევნებისთვის, რომელიც დაგეგმილია 2024 წლის 31 მარტისთვის.
|
ნაზი ბერიძე 06.11.2023

გასული დღე-ღამის განმავლობაში ისრაელის არმიამ ყველაზე მძლავრი შეტევითი ოპერაცია განახორციელა ღაზაში და როგორ ექსპერტები ამბობენ, ამჟამად გაწმენდითი ტიპის მოქმედებებს ატარებს დაკავებულ ტერიტორიაზე.
|
თამთა ჩაჩანიძე 05.11.2023

ბოლო დროს როგორც დასავლეთში, ისე უკრაინაში სულ უფრო ხშირად კეთდება პესიმისტური განცხადებები ომის მიმდინარეობასა და უკრაინის პერსპექტივასთან დაკავშირებით. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის განცხადების შემდეგ ეს ტენდენცია უფრო თვალსაჩინო გახდა. დასავლური მედია იმასაც კი წერს, რომ აშშ და ევროკავშირი უკრაინასთან უკვე იმას განიხილავენ, თუ რამდენად მიზანშეწონილია სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება რუსეთთან და რისი დათმობა მოუწევს ამ შეთხვევაში ოფიციალურ კიევს. ამის პარალელურად კი ფრონტზე სამბრძოლო მოქმედების ინტენსივობა თანდათან იკლებს და და მხარეები ძირითადად საჰაერო იერიშებით შემოიფარგლებიან.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|