სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ლილი ხმალაძე
    21.04.2010

      ლეხ კაჩინსკის თვითმრინავის ჩამოვარდნის მიზეზებთან დაკავშირებით გამომძიებელთა პოლონური და რუსული ჯგუფები სხვადასხვა ვერსიებს ამუშავებენ.
      პოლონური ჯგუფი 4 შესაძლო მიზეზს განიხილავს: ტერაქტი, ტექნიკური ავარია, პილოტის შეცდომა და ბოლო ორის თანხვედრა. რუსი გამომძიებლები კი ტერაქტს საფუძველშივე გამორიცხავენ. მათ ორშაბათს გამოძიების პირველადი შედეგები გამოაქვეყნეს.

    ალექსანდრე მელიქიშვილი
    21.04.2010

      მოსკოვის მეტროში ცოტა ხნის წინ მომხდარ აფეთქებებთან და ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციას საკუთარი დაკვირვებები გაუზიარა ჯეიმსტაუნის ფონდის ანალიტიკოსმა, ჩეჩენმა ისტორიკოსმა და სორბონის უნივერსიტეტის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის კანდიდატმა, ბატონმა მაირბეკ ვაჩაგაევმა.

    ალექსანდრე მელიქიშვილი
    21.04.2010

     ვაშინგტონში მდებარე სტრატეგიულ და საერთაშორისო კვლევათა ცენტრის ტრანსნაციონალურ საფრთხეთა პროექტის ეგიდით გაიმართა შეხვედრა თემაზე: "რელიგია, რადიკალიზმი და პოლიტიკური რეჟიმის გადარჩენის საკითხი შუა აზიაში", რომელზეც მოხსენებებით გამოვიდნენ სახელმწიფო დეპარტამენტის შუა აზიის საკითხების ექსპერტი დეივიდ აბრამსონი და შინაგანი უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი დენიელ კიმიჯი. შეხვედრას უძღვებოდა ტრანსნაციონალურ საფრთხეთა პროექტის დირექტორის მოადგილე ტომას სანდერსონი.

    წერილი
    20.04.2010

    რაგნარ სკრე
    სპეციალურად "რეზონანსისათვის" ყირგიზეთიდან
       
      "ჩვენი ტრადიციაა. უნდა უზრუნველყოთ ნათესავები სამსახურით. ტიტების რევოლუციის შემდეგ, ბაკიევმა მისი ნათესავები დაასაქმა. ახალ ლიდერებსაც ჰყავთ ძმები და შვილები. ყველაფერი განმეორდება", - ამბობს ამიგულ კამიხიევა, სტუდენტი ქალაქ ოშში.

    ია აბულაშვილი
    20.04.2010

      რუსეთის ხელისუფლება ჩრდილოეთ კავკასიაში ვითარების დარეგულირებას კაზაკთა შეიარაღებული რაზმების გამოყენებითა და ჩრდლოკავკასიურ რესპუბლიკებში დემოგრაფიული ვითარების ხელოვნურად შეცვლით გეგმავს. ამის შესახებ ჩრდილო კავკასიის ფედერალური ოლქის ხელმძღვანელმა ალეკსანდრ ხლოპონინმა განაცხადა.

    ნინო ფრანგიშვილი
    20.04.2010

      ყირგიზეთში არეულობის ახალი ტალღა აგორდა, თუმცა ამჯერად აგრესიულად განწყობილი ახალგაზრდების ჯგუფები რუსულ ოჯახებს ესხმიან თავს, სახლებიდან ყრიან და სცემენ. ისმის შეძახილები "დასცხე რუს ღორებს!" და "დასცხე რუსებს!".

    გიორგი ფუტკარაძე
    19.04.2010

      პოლონეთი გუშინ პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისა და მის მეუღლე მარია კაჩინსკას საბოლოოდ დაემშვიდობა. დასრულდა რვადღიანი გლოვა, რომელიც სმოლენსკთან მომხდარი ტრაგედიის შემდეგ გამოაცხადეს. მთავარი, რაც უკვე პოლონეთს რვადღიანი გლოვის შემდეგ აწუხებს, ავიაკატასტროფის გამოძიების საბოლოოო შედეგებია, რომელსაც ყველა მოუთმენლად ელოდება.

    ნინო ფრანგიშვილი
    17.04.2010

      ევროპის აეროპორტებმა გუშინ საღამოდან დაგეგმილი ფრენების 60 პროცენტი გადადეს. მიზეზი ისლანდიის სამხრეთით ამოფრქვეული ვულკანის ფერფლია. როგორც დასავლეთის ინტერნეტ-გამოცემები იუწყებიან, საჰაერო სივრცე ირლანდიიდან ფინეთამდე დაკეტილია. ევროპის ოცამდე ქვეყნის აეროპორტმა მუშაობა ნაწილობრივ შეაჩერა. რეისების გადადებამ კი პრობლემა ასი ათასობით მგზავრს შეუქმნა. მათ შორის თბილისის აეროპორტსაც, რომელმაც ზოგიერთი რეისი გადადო.

    ლილი ხმალაძე
    17.04.2010

      სმოლენსკში 10 აპრილს პოლონეთის დელეგაციის თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამომწვევ მიზეზებზე დღემდე განსხვავებული ვერსიები ვრცელდება. ერთი ვერსიით, შესაძლოა თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური პრობლემაც გამხდარიყო.

    ნინო ფრანგიშვილი
    16.04.2010

      ავიაკატასტროფის მიზეზების შესახებ, რომელმაც მსოფლიო შეძრა, ახალი ინფორმაციები ვრცელდება. ტექნიკურმა კომისიამ დაასკვნა, რომ პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავის ავიაკატასტროფაში მფრინავია დამნაშავე, - ამის შესახებ რუსულ გამოცემა "კომერსანტს" გამოძიების ერთ-ერთმა მონაწილემ განუცხადა.

    ლილი ხმალაძე
    16.04.2010

      უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტი თავის წინამორბედისაგან აბსოლუტურად საპირისპირო ნაბიჯებს დგამს. პოლონეთის პრეზიდენტის ტრაგიკული დაღუპვისა და ყირგიზეთში განვითარებული მოვლენების ფონზე უკრაინაში მიმდინარე პროცესები, ერთგვარად, ჩრდილში მოექცა.

    ელზა წიკლაური
    16.04.2010

      ჩეჩნეთში წინააღმდეგობის ფრონტის წევრების ოჯახებს ისევ ემუქრებიან. ამჯერად, რუსეთის სპეცსამსახურების დავალება "ბოევიკების" ნათესავებს გროზნოს მერმა და პრეფექტმა გააცნო. ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელევიზიის - "ვაინახის" ეთერით ისინი დაუმორჩილებლების ოჯახის წევრებს ისეთივე მეთოდებით გასწორებას დაჰპირდნენ, როგორც მათი შვილები მშვიდობიან მოსახლეობას ექცევიან.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter