ვახტანგ შამუგია
16.09.2015

 არალეგალური მიგრაციის გიგანტურმა ტალღამ ევროკავშირი ახალი, სერიოზული გამოწვევებისა და რეალობის წინაშე დააყენა. გასული წლის ბოლოდან დღემდე ევროპის კონტინენტზე სხვადასხვა საშუალებებით მილიონამდე აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის ქვეყნებში მცხოვრები ადამიანი ჩავიდა. მათი გზა სარისკო და ხიფათიანია. კრიმინალური დაჯგუფებების სიხარბე და გულგრილობა ათასობით მათგანის დაღუპვის მიზეზი გახდა.

სალომე სარიშვილი
15.09.2015

 თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში კვლავ დაძაბული ვითარებაა. ადგილობრივების ცნობით, საკურორტო ქალაქ ალანიას ქურთებით დასახლებულ უბნებში თურქი სამხედროები ანტიტერორისტულ ოპერაციას განაგრძობენ. ამ ფონზე კი თურქი ნაციონალისტები აქციებს მართავენ. ალანიაში მცხოვრები ქართველი, რომელსაც "რეზონანსი" ესაუბრა, ამბობს, რომ ვითარება ქალაქში შედარებით სტაბილურია, თუმცა მოსახლეობა ღამით ქუჩაში გასვლისგან მაინც თავს იკავებს.

გვანცა ღვედაშვილი
15.09.2015

ბოლო პერიოდში მიგრანტთა არნახული მოზღვავების გამო გერმანია უპრეცედენტო ზომას მიმართავს და ავსტრიასთან სასაზღვრო კონტროლი შემოაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ეს შენგენის შეთანხმების მთავარი პრინციპის დარღვევაა, რაც მის ხელმომწერ ქვეყნებს შორის სასაზღვრო ბარიერების მოშლას გულისხმობს, ბერლინში აცხადებენ, რომ ეს ზომა დროებითია და აუცილებლობით არის გამოწვეული.

თიკო ოსმანოვა
13.09.2015

 ოდესის გუბერნატორიდან პრემიერობამდე - მოუწევს თუ არა უკრაინაში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ამ გზის გავლა, ჯერჯერობით უცნობია. ქართველ პოლიტოლოგებს ამასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი მოსაზრებები აქვთ. "მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრემიერად" - გასულ კვირას უკრაინაში ასეთი ონლაინ-პეტიცია გაჩნდა. თავად სააკაშვილი კი უკრაინაში ხელისუფლების ცვლილებას არ გამორიცხავს.

ვახტანგ შამუგია
12.09.2015

 სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის ზონაში კვლავ დაძაბული ვითარებაა. მხარეები ერთმანეთს სიტუაციის განგებ გართულებასა და შეიარაღებული კონფლიქტის ხელახალი ესკალაციის მცდელობაში ადანაშაულებენ.

გვანცა ღვედაშვილი
12.09.2015

 თურქეთის საკურორტო ქალაქ ალანიაში ნაციონალისტებსა და ქურთებს შორის შეტაკებები მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქურთების საკუთრებაში მყოფ რამდენიმე რესტორანსა და ღამის კლუბს ცეცხლი გაუჩნდა. მთლიანად დაიწვა ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლუბი "ლას-ვეგასი". ჯერჯერობით არ გავრცელებულა ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ.

ეკატერინე ბასილაია
09.09.2015

  ახლო აღმოსავლეთში ახალი ფართომასშტაბიანი ომის საფრთხე იზრდება - ნოემბრის ვადამდელი არჩევნების წინ პრეზიდენტ ერდოღანს ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ საომარი მოქმედებები ერაყის ტერიტორიაზე გადააქვს. მანამდე თურქეთის არმიამ იგივე მიზნით სირიის საზღვარი გადაკვეთა.

თიკო ოსმანოვა
09.09.2015

 ოდესის გუბერნატორიდან პრემიერობამდე - მოუწევს თუ არა უკრაინაში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ამ გზის გავლა, ჯერჯერობით უცნობია. ქართველ პოლიტოლოგებს ამასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი მოსაზრება აქვთ. "მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრემიერად" - გასულ კვირას უკრაინაში ასეთი ონლაინ-პეტიცია გაჩნდა. თავად სააკაშვილი კი უკრაინაში ხელისუფლების ცვლილებას არ გამორიცხავს.

ვახტანგ შამუგია
08.09.2015

 "ისლამური სახელმწიფოს" მიერ საბრძოლო მოქმედებების თეატრის ძირითადი ნაწილის ერაყსა და სირია-თურქეთის საზღვრებთან გადატანამ, ევროკავშირში ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან ჩასულმა ასიათასობით არალეგალურმა მიგრანტმა, ანკარასა და "ქურთ მუშათა პარტიას" შორის განახლებულმა შეიარაღებულმა დაპირისპირებამ ბაშარ ალ ასადი და მისდამი ლოიალური ძალები თითქოს ჩრდილში მოაქცია. თუკი ორი წლის წინ რუსეთის მიერ სირიის პრეზიდენტის სამოქალაქო ომში მხარდაჭერას გაეროს წევრი ქვეყნების უმეტესობა აკრიტიკებდა, დღეს ეს საკითხი, ერთი შეხედვით, თითქოს ნაკლებად აქტუალური გახდა.

ვახტანგ შამუგია
05.09.2015

სომხურ-აზერბაიჯანული დაშორიშორების ხაზზე სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. მხარეებმა 1994 წლის მაისში გაფორმებული ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბოლო ორი დღის განმავლობაში, საერთო ჯამში, 400-ჯერ დაარღვიეს. სომეხი და აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ გახსნილ ცეცხლს მოჰყვა ორმხრივი მსხვერპლი როგორც ჯარების პირად შემადგენლობაში, ასევე მშვიდობიან მოქალაქეთა შორის. ერთმანეთის წინააღმდეგ მოწინააღმდგეები როგორც მცირეკალიბრიან, აგრეთვე მხსვილკალიბრიან ცეცხლსასროლ იარაღს, ნაღმმტყორცნებსა და ყუმბარმტყორცნებს აქტიურად იყენებენ.

მალხაზ გაგუა
05.09.2015

 თურქეთში დამოუკიდებელი მედიის მდგომარეობა სულ უფრო და უფრო მძიმდება. იმავე დღეს, რაც გაზეთ "ბუგუნში" ერდოღანის ხელისუფლებასა და ისლამურ სახელმწიფო შორის არსებულ სავარაუდო კავშირებზე სენსაციური მასალა გამოქვეყნდა, ამ გაზეთის მფლობელ მედია-ჰოლდინგში პოლიციამ სპეცოპერაცია ჩაატარა.

ლიკა ამირაშვილი
01.09.2015

 უკრაინაში ფრონტის ხაზმა კიევში გადმოინაცვლა - გუშინ უმაღლეს რადასთან მომხდარი აფეთქების შედეგად 122 ადამიანი დაშავდა და ერთი დაიღუპა. აქციის მონაწილეებმა უმაღლესი რადას შტურმით აღება სცადეს, თუმცა მათი შეჩერება პოლიციამ შეძლო. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ფაქტი რუსეთის სპეცსამსახურების მოქმედებებს ძალიან ჰგავს.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×