სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ზვიად მახარაძე (ბრიუსელი)
    15.03.2011

    სპეციალურად "რეზონანსისთვის" ბრიუსელიდან
    ევროკავშირმა საგანგებო სამიტზე ლიბიის გარდამავალი ნაციონალური საბჭო "მოლაპარაკებებში კანონიერ მხარედ" ცნო და მუამარ კადაფის ხელისუფლებას დაუყოვნებლივი დათმობისაკენ მოუწოდა. თუმცა მონაწილეებმა სხვა კონკრეტული შეთანხმებების მიღწევა ვერ შეძლეს. გადაწყდა, რომ უახლოეს დღეებში მოწვეული იქნება სამმხრივი სამიტი ევროკავშირის, არაბული ქვეყნების ლიგისა და აფრიკული კავშირის მონაწილეობით.

    ლილი ხმალაძე
    14.03.2011

    იაპონიაში 13 მარტს გამაგრილებელი სისტემა კიდევ ერთ ატომურ ელექტროსადგურ "ფუკუსიმა 1"-ზე, #3-ე რეაქტორზე გამოვიდა მწყობრიდან. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს რადიაციული გამოსხივება სიცოცხლისათვის მნიშვნელოვნად საშიში არ არის. თუმცა გუშინ მთელი დღის მანძილზე მოსახლეობის ევაკუაცია აქტიურად მიმდინარეობდა. თუ თავდაპირველად მხოლოდ ათასამდე გარდაცვლილზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, ახლა ირკვევა, რომ მხოლოდ ერთ პროვინციაში რამდენიმე ათასი ადამიანია დაღუპული.

    ია აბულაშვილი
    12.03.2011

    ნატოს გენერალური მდივნის ანრეს ფოგ რასმუსენის განცხადებით, მოკავშირეები არ აპირებენ ლიბიაში სამხედრო ინტერვენციას, თუმცა სამხედრო ძალა მზადყოფნაშია, მოვლენათა განვითარების შესაბამისად იმოქმედონ. ნებისმიერ ამგვარ გადაწყვეტილებას კი წინ გაეროს მანდატი უნდა უძღვოდეს. ლიბიაში ჯარების შეყვანას ექსპერტებიც გამართლებულად მხოლოდ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის საფუძველზე მიიჩნევენ.

    ია აბულაშვილი
    11.03.2011

    იმ შემთხვევაში, თუ აშშ ან ნატო ლიბიაში ძალის გამოყენებას ცალმხრივად გადაწყვეტს, ეს ზოგიერთმა სახელმწიფომ მომავალში შესაძლოა სათავისოდ გამოიყენოს, მაგალითად რუსეთმა. თუ რომელიმე პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში რევოლუცია ან სხვა სახის შიდა დაპირისპირება დაიწყო, მსგავსი პრეცედენტის საფუძველზე შეიძლება ძალა გამოიყენოს და სხვა ქვეყნის საშინაო საქმეში უხეშად ჩაერიოს.

    მაკა ხარაზიშვილი
    04.03.2011

    რუსეთი ჩავარდნილი ბურგას-ალექსანდრუპოლისის სანაცვლოდ ახალი ნავთობსადენის სამსუნ-ჯეიჰანის მშენებლობას გეგმავს. დღეს ყაზანში რუსეთ-თურქეთის ერთობლივი სამთავრობო კომისიის სხდომა შედგება, რომლის ფარგლებშიც, სწორედ სამსუნ-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობის საკითხებს განიხილავენ. რუსეთს ახალ ნავთობსადენზე მუშაობის დაწყება ყაზახეთში "შავი ოქროს" წარმოების გაზრდამ გადააწყვეტინა.

    თიკო ოსმანოვა
    03.03.2011

    ჩრდილოეთ კავკასიაში ვითარება კვლავ დაძაბულია. რესპუბლიკა ყაბარდო-ბალყარეთი სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე იმყოფება. ყოველ შემთხვევაში ქართველი ექსპერტების მტკიცებით, კონტრტერორისტული ორგანიზაციის "შავი ქორების" მიერ ბოევიკების ოჯახის წევრებზე თავდასხმა შიდა დაპირისპირებას გამოიწვევს და არ არის გამორიცხული რესპუბლიკაში, ჩეჩნეთის მეორე ომის შემდეგ ყველაზე მსხვილი სპეცოპერაცია დაიწყოს.

    მაკა ხარაზიშვილი
    03.03.2011

    ევროპასთან სავაჭროდ რუსეთს ახალი შანსი მიეცა. ლიბიური ნავთობისა და გაზის გარეშე დარჩენილ ბებერ კონტინენტს რუსეთის იმედი აქვს. ევროპას დახმარება რუსეთმა უკვე შესთავაზა კიდეც. მართალია, ლიბიურ ნავთობს ევროპის მომარაგებაში განსაკუთრებული წილი არ უჭირავს, მაგრამ თუნდაც 1%-იანი დეფიციტი სანავთობო ბირჟებზე პანიკას ქმნის. ეს კი ნავთობს აძვირებს და საბოლოო ჯამში, ეკონომიკის განვითარებას საფრთხის ქვეშ აყენებს.

    ია აბულაშვილი
    24.02.2011

    2011 წლის იანვარში ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირებისა და ტერაქტების შედეგად დაიღუპა 84 და დაიჭრა 164 ადამიანი. ამ მონაცემებს ინტერნეტ პორტალი "კავკაზსკი უზელი" საკუთარ მასალებზე და სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

    გიორგი ფუტკარაძე
    23.02.2011

    არაბულ სამყაროში მიმდინარე მოვლენებმა ქართული ოპოზიციის ერთ ნაწილში იმედები გააჩინა და ხელისუფლების აქციებით შეცვლაზე უფრო აქტიურად ალაპარაკდა. იმ დროს, როდესაც ხელისუფლებას ოპოზიციის გეგმები იგნორირებული აქვს და პრეზიდენტი იმაზე ფიქრობს გახდეს თუ არა პრემიერი, ოპოზიციის ნაწილი მშვიდობიანი რევოლუციით იმუქრება. მეორე ნაწილს კი აქცენტი საარჩევნო გარემოს ცვლილებებზე აქვს გამახვილებული.

    გიორგი ფუტკარაძე
    18.02.2011

    სომხური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, აზერბაიჯანელი ემისრები საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ყარაბაღის ახალი ომისთვის აგროვებენ. საქართველოს ხელისუფლება, ისევე როგორც ეთნიკურ უმცირესობებზე მომუშავე არასამთავრობოები, კატეგორიულად უარყოფენ ამ ინფორმაციას. თუმცა, ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ თუკი ეს ომი განახლდება, ქართული მხარე მომზადებული უნდა შეხვდეს და ყარაბაღის კონფლიქტის შესაძლო განახლებით გამოწვეული საფრთხეები ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაშიც უნდა აისახოს.

    ია აბულაშვილი
    12.02.2011

    ეგვიპტის პრეზიდენტმა მუბარაქმა ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტს ომარ სულეიმანს საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმართვის უფლება-მოსილება გადასცა, თავად კი პარლამენტის დათხოვნის, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანისა და მთავრობის გადაყენების უფლებამოსილება დაიტოვა. ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ მან ქაირო ოჯახთან ერთად უკვე დატოვა.

    ლილი ხმალაძე
    03.02.2011

    აშშ-მა, შესაძლოა, აზერბაიჯანში საკუთარი მოქალაქეების დაცვის მოტივით, ჯარი შეიყვანოს. აზერბაიჯანულ და რუსულ პრესაში ასეთი ცნობები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ორივე ქვეყნის მხრიდან ოფიციალურად გაცხადდა აზერბაიჯანში შესაძლო ტერაქტების განხორციელების შესახებ.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved